Sunday 5 November 2017

#ნაწყვეტები #წერილიდან #მადლობა

"ჩვენი მეგობრობა არ შეიძლება, ან ყველაზე კარგად შეიძლება. იმისი ახსნა მომდომებია, რომ რაღაცეები ხდებახოლმე ჩვენში, ორივეში. თავისით, ისე რომ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებთ. ვერ ვაბრალებ ამას ვერაფერს, რომ მერე დასკვნის გამოტანა შევძლო. საიდან მოდის ვერ ვხვდები: ჰაერიდან, ფოთლებიდან, მზიდან, მიწიდან, შეხებიდა, სუნთქვიდან...

მაგრამ  ერთი ის არის რომ მომოწნს რაც მემართებახოლმე და ისიც, შენ როგორც გემართება."

"არ შეიცვალო არასოდეს არაფრის და არავის გულისთვის. შენ ისეთი იშვიათი ყოფის ადამიანი ხარ, სისასტიკე იქნებოდა სამყაროსთვის შენი შეცვლა"

Wednesday 1 November 2017

ცოტა რამ გარემოს შესახებ

ვზივარ ლექციაზე, ჩემთვის, ხმას არავის ვცემ. ცოტა უჩვეულო მომენატია ჩემთვის, დაჟე ცალკე მერხზე ვჯდები რომ არავინ მელაპარაკოს (ჯერ დაკვირვების რეჟიმში ვარ და მაგიტო ალბათ), რაღაცნაირად მეზარება, არადა მიყვარს ახალი ხალხის გაცნობა, ხანდახან.

ალბათ ჩემს ჯგუფელებს უინტერესოდ ვთვლი?! ეგრეც ვერ ვიტყვი, ცალსახად, ვზივარ და თორნიკეს ვუსმენ, საროჩკა აცვია, ცოტა მოუმატია კიდეც, ისე უფრო მეტს ველოდი, როგორც პროფესიონალი კარგია, როგორც ლექტორი მოიკოჭლებს, ნუ ეს ჩემი გადმოსახედიდან, სხვებს მგონი ძალიან უყვართ. მაგრამ კარგი ლექტორობა და თან პროფესიონალიზმი ძნელია ალბათ ერთად.
ნეტა მე თუ შევძლებდი?! არვიცი, მეუბნებიან-ხოლმე კარგად იცი რაღაცების ახსნაო, მარა არვიცი მართლა თუ გამომდის.

ხოდა ერთი გოგოა,დეა, ვებ-დიზაინერია და მარკეტოლოგი, ეგ მოვიდა ჩემთან და მეუბნება

Wednesday 25 October 2017

ფაქ

ჰო

აი ასე

Saturday 21 October 2017

#ოქტომბერი21

“Never miss an opportunity to show your love, especially to those close to you, because we are always at our most cautious with them for fear of being hurt.”

• • • 

Thursday 19 October 2017

HONEY THAT'S ALRIGHT! (?)

ყავის სუნი მომივიდა ახლა და ყველაზე მეტად მომინდა ყავა, რა საშინელი შეგრძნებაა როცა რაც გიყვარს აკრძალული გაქვს ყველაფერი, ვერც კი წარმოიდგენთ მართლა, ვამბობხოლმე რო წყევლაამეთქი, ან კარმული წმენდათქო, ან ორივე ერთად არვიცი, თან ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ზოგადად ცხოვრებაში შეზღუდვებს ვერ იტანს.
მემგონი პიემესი დამეწყო, რაღაც ძაან სენსიტიურად აღვიქვამ ბოლო 2 დრეა ამ თემას, ზოგადად ვცდილობხოლმე რო არ ვიფიქრო ამაზე და თავი არ დავისტრესო ზედმეტად, ისედაც იმაზე მეტი ვიფიქრე ვიდრე ვინმემ შეიძება რო წარმოიდგინოს, თავიდნ ცუდად როცა გავხდი მართლა 24 საათიდან, რამდენიც მეღვიძა, იმდენი საათი ამ პრობლემის გადაჭრაზე ვფიქრობდი, ვკითხულობდი, ვეძებდი, ვიკვლევდი რა ხდებოდა, თან ისე რომ სახლშიც კი არ იცოდნენ, ვფიქრობდი ინერვიულებენმეთქი, ისე რო ვისწავლო ამ 25 წლის ასაკში მაინც რომ ხანდახან შეიძება სხვებმაც ინერვიულონ შენზე, იმის მაგივრად რო შენ ინერვიულო სხვებზე, ურიგო არ იქნებოდა, მარა მაგისი სწავლა რთული ჩემთვის მემგონი, თუმცა ვცდილობ :) ხოდა რატო დავწერე ეს ყველაფერი

Sunday 15 October 2017

"Congratulations, universe, you win.”

დღეს კვირაა, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება-ხოლმე ბესოსთან მოვედი, დღეს დილით ჩემი ძველი დღიურები გადმოვალაგე (რაღაცებს ვალაგებდი) და ჩემი სკოლის ზოგი რვეული, დავალებები რომ წავიკითხე მართლა დავრწმუნდი რო უკარგეს სკოლაშ დავდიოდი და დიდი წვლილი მიუძღვის "ქართულ სასწვალებელს" იმაშ რომ დღეს ასეთი ვარფ და ბევრი რაღაც მაინტერესებს, მესამე კლასში ასტროლოგიას რომ გასწავლიან ადამიანს, ალბათ პატარაობიდანვე მეტის ინტერესი გიჩნდება :)

გუშინ იყო მეოთხე დღე, როცა წამალი არ დავლიე (ყოველ მეორე დღეს ვსვამ), ხოდა მესამე დღეს, ღამის ჩათვლით კარგად ვიყავი და მიხაროდა ძალიან, რაღაცნაირად, თან იპოდრომზე ვიყავი, ანოსთან და მის მეგობრებთან ერთად, რაღც ივენთზე დფა რო მივდიოდი რაღცნაირად ვფიქრობდი რომ ამდენ ხალხში ცუდად არ გავხდე და თავი არ წევიქციო-მეთქი :)) მარა პირიქით, ძალიან გაასწორა და ძაან გავერთე, უდაღლილესი ვიყავი და იმაზე ბევრად კარგი იყო ვიდრე ველოდი. ხოდა ეხა კიდე ერთგან მივდივაფრ წესით, სადაც არ ვარ ნამყოფი და იქაც იმედია მშვიდობით ჩაივლის.

მეზიზღება უკვე კაფეებში სიარული, მართლა, არაფერი არ მეჭმება და არ მესმება და მითუმეეტს ისეთ ვინმესთან ერთად თუ ვარ ვინც არ იცის ძალიან კარგად როგორც ვარ (ანუ ეგ ბევრმა ადამიანმა არ იცის))),

Wednesday 27 September 2017

შემდეგი 2 წელი :დ


ჩემი ძვირფასი გრაფიკი ორშაბათიდან

ორშაბათი - სამსახური, ვარჯიში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა

სამშაბათი - სამსახური, ელექტრონული PR

ოთხშაბათი - სამსახური, ვარჯიში, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

ხუთშაბათი - სამსახური, სარეკლამო კომუნიკაციები და ტექნოლოგიები მედიაში

პარასკევი - სამსახური, ვარჯიში, ინტერნალ ბრენდინგი - შიდა კომუნიკაცია

ვნახოთ რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოვჩნდები :))))))

Friday 22 September 2017

bad days ahead

ალზო, აბა ვნახოთ ახალი სამსახურიდან როგორ გამოდის პოსტების წერს :დ პირველადაა მემგონი, რომ ახალი სამსახური მაქვს და 3 თვის მერე არ ვწერ ბლოგს.

ესაა ჩემი სამუშაო მაგიდა, ათასი ყლეობის სტიკერები მივაკარი კომპიუტერს, რომელიც კანის ლომების შეჯიბრებიდან მქონდა (ანუ კანის კრეატიული ფესტივალის), რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი. ხოდა კიდე უკანაც ერთი ქართველი ფოტოგრაფის ქარდ-ები, გასაუბრებაზე რომ მოვედი ყველაზე მეტად ეს ადგილი მომეწონა, ფრიდას პოსტერის და კომიქსის გამო ^^

ხოდა საქმე არის 200, მსურველიც არის ))

Saturday 9 September 2017

• • •


ვგრძნობ რომ ძალიან
ვიცვლები, უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ სადღაც შიგნით ვგრძნობ, მუცელში. 

არვიცი საითკენ, მაგრამ ცვლილებები ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. 

რაღაცნაირი სტრანნი შეგრძნებაა, ზუსტად ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია...

ვერც გაზრდას დავაბრალებ და ვერც ვერაფერს, ალბათ რაღაც ეტაპების გავლის ბრალია. 

ბოლო 1 თვეა ესე ვარ, ან ოდნავ ნაკლები. 

საინტერესოა, რა იქნება ვნახოთ, 

კიწი 

Monday 21 August 2017

INTERSTELLAR

რომ იცოდეთ ვინმემ რამდენი ხანი ველოდებოდი INTERSTELLAR–ის გამოსვლას, არ დაიჯერებდით რომ დღეს ვნახე...

•••

რატომ არ ვიცი, ალბათ ახლა უნდა მენახა და მაშინ არ იყო დრო, ისე სულ მგონიახოლმე რომ წიგნები და ფილმები ხშირშეთხვევაში თვითონ გვირჩევენ, მე არვციი რატომ იყო ამ ფილმის დრო ზუსტად ამდროს ჩემს ცხვრებაში, მაგარმ ვიცი რომ იყო...

"სიყვარული ერთადერთი რამ არის რისი აღქმაც შეგვიძლია და რაც კოსმოსის და დროის განზომილებების საზღვრებს აბიჯებს, იქნებ ამას უნდა ვენდოთ, იმის მიუხედავად რომ ჯერ არ გვესმის?!" 


Interstellar Michael Caine

P.S when it’s difficult to breathe, smile at the stars


Friday 18 August 2017

.

არის ცხოვრებაში ისეთი პერიოდებიც (თურმე) როცა გადაღლისგან თამბლერზე შესვლის თავიც კი არ გაქვს...



note to self - You are so brave and quiet I (sometimes) forget you are suffering.


კიწი

Friday 28 July 2017

ჰმ,

#სიონამდე #დასვენებისგანწყობა #თბილისშცხელა #noonecares :))

Tuesday 25 July 2017

#25

ახლა გამახსენდა უცებ, რომ დაბ.დღის პოსტი უნდა დამეწერა, რაღაც ტრადიციასავითაახოლმე, მერე ვიხსენებ სად, რა და როგორ ვქენი. 23 ივლისს ნიკუშას დაბ.დღეა, 24 ივლისს ჩემი. ხოდა მე მეგონა ნიკუშას ვუკეთებდით სიულპრიზს, თავის მეგობრის სახლში პეტრიაშვილზე და მე უნდა მიმეყვანა იქამდე, მერე ისე მოხდა რო თბილ სიო–ში აღმოვჩნდით, ჩვენი ყველასაერთო მეგობარი (ნუ თითქმისყველა) ერთად იყო თავშეყრილი, იმდენად ვიყავი ნიკუშას სიულპრიზზე გადართული რო კარგახანს ვერ მივხვდი რა ხდებოდა ))

მართლა უკარგესი მეგობრები მყავს მე, მაგრამ ძალიან დამწყდა იმაზე გული რო ბევრი ძალიან მალე წავიდა, არადა სხვა რო იუბილარია, სულ ჩაკაკაშკებულ ხასიათძე რომ ვიყო ყირაზე  ვდგები რომ გაერთონ :) და შენ რო ეგრე ხარ ყველასთვის და თვითონ რო იკიდებენ და მიდიან ტეხავს მაგრად :) მარა მართლა გადავწყვიტე ყველას თავზეგადაყოლას მოვრჩე და რასაც ვიღებ ის გავცე, მარტო ეგ და თუ ვისწავლი ეგრე მოქცევას კარგი იქნება,

Tuesday 11 July 2017

i can't pretend like it didn't happen (and i won't).

როგორ მიყვარს რაღაც პერიოდის მერე, ზუსტად ჩემი სიმშვიდიდან გამომდინარე, რომ ხვდება დამიანი სისულელეები რო აკეთა (მაგ სისულელეებს რაც ქვია არ დავწერ ასე პირდაპირ ეთერში, მარა ანდაც იყოს, ყლეობები რო აკეთა) და მერე ბოდიშს რო იხდის, ვინც მიცნობს იცის რო ბოდიში მართლა მემილიონე ხარიხსშია ჩემთვის მნიშვნელობით, მართლა, უბრალოდ ადამიანი თავის შეცდომებს რომ ხვდება მაგრად ასწორებს, ზუსტად მაგიტომ ვხვდებიხოლმე, რომ ჩემი სიმშვიდე და ხშირ შემთხვევაში უაზრო საქციელებზე პასუხის არ გაცემა ღირდა... )

Tuesday 13 June 2017

#თითქმისსაღამო

სამსახურში ვარ, 27 წუთია ჩემი სამუშაო დღის დასრულებამდე, არა წუთებს არ ვითვლი, უბრალოდ საათს შევხედე, დღეს დიდი დღე იყო, თავისი შეხვედრებიანად დაა ფასწარმოქმნებიანად, ეხა კიდე ვზივარ თეთრ ნაყინს ვჭამ ატმით და ჩემი საყვარელი სიმღერის რაღაც ყურითმოთრეულ ქოვერს ვუსმენ ))
რატო არ გამოვრთავ თვითნაც არვიცი, დღე არ გავა ბლოგზე არ შემოვიდე, უბრალოდ სათქმელი ხანდახან იმდენად ბევრია, რომ თავის მოყრა მიჭირს–ხოლმე, როგორც ახლა.

Friday 19 May 2017

#დილისფიქრები

წეღან მოვდიოდი სამსახურში ავტობუსით და ვფიქრობდი, რომ თბილისი ვალდებულებების ქალაქია, ვიღაც გავალდებულებს, რომ ბილეთი აუღო, ვიღაც ადგილი დაუთმო, ვიღაც გავალდებულებს, რომო მის მაგივრად რაღაც გააკეთო, სადმე გაყვე, ბედნიერი იყო ან კონკრეტული მოვლენა ისე აღიქვა, როგორც მიღებულია, თუნდაც როგორც მას უნდა.

მე მგონია, რომ ადამიანებს მხოლოდ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაგვაჩნდეს(ნეტა) , არავინაა ვალდებული, არავინ არავისთან, და არავინ უნდა იყოს, საკუთარ თავთანაც კი, არანაირი ვალდებული არაა ადამიანი ის იყოს, ვინც თუნდაც 5 წუთის წინ იყო, ან იგივე შეხედულება ქონდეს რაც 1 თვის წინ. მიმღებლობა ძალიან კარგი თვისებაა, ძალიან.

ჩემი უფროსი მეუბნებოდა გერმანიაში წასვლამდე, ადამიანები ცუდს და უარესს შორის არჩევანს უმარტივესად აკეთებენ, იმიტომ რომ იციან

Tuesday 11 April 2017

Day 20 - The one that broke your heart the hardest

ყოველთვის როცა ამ სათაურს მივადგებოდი–ხოლმე(თაგ–წერილებიდან, რომელთაც უკვე წლებია ვწერ და ბოლოში ვერ ჩავიყვანე) , არასოდეს ვიცოდი ვისთვის შეიძლებოდა მიმეძღვნა ეს წერილი, ჰო მართლა არ ვიცოდი, და იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ 24 წლის ასაკში ამ კითხვას ასე მარტივად გავცემდი პასუხს.

ხოდა
ხოდა
ხოდა

არც ვიცი რა შეიძლება, ან რა ფორმით შეიძლება ადამიანმა ამ დროს დაწეროს.
მეგობარი რო იმედს ძალიან მაგრად გაგიცრუებს, მაგაზე დიდი გულისგატეხვა საყვარელი ადამიანისგან არ ვიცი რა უნდა იყოს(და იმედია არ გავიგებ))).

Monday 10 April 2017

#საიდანღაც


,,ჩემნაირი ადამიანები ძალიან დიდხანს ითმენენ და მერე საბოლოოდ მიდიან.. ჩარლ..

Tuesday 21 March 2017

Everything (everything) happens for a reason!!

“There will always be a reason why you meet people.
 Either you need them to change your life or you’re the one that will change theirs.”

დღეს ამომიგდო მემორი და 1 წლის წინ შემყრია ის სენი, რომელსაც ბერლინის სიყვარული ქვია! რავქნა მიყვარს, ძალიან! იცი რატო? აი ხო არ ვიცოდი სად მივდიოდი? როგორი ქალაქი იყო, მეგონა ეგრე კიარა საერთოდ არ შემიყვარდებოდა, უბრალოდ ჩემი დაქალის სანახავად წავედი, მაგრამ ფეხი ჩავდგი თუ არა დავმშვიდდი, მართლა, საოცარი აურა აქვს.
წელს ჰანოვერში მოღვაწეობას რომ მოვრჩი და ბერლინში მივდიოდი, რაღაც პერიოდის გასვლის მერე, მაგარი ნანერვიულები მივხვდი რო უცებ ძალიან კარგხასიათზე დავდექი, დავხედე მერე ჩემს გუგლის რუკას და მანახა რომ მაშინ შევსულვართ ბერლინში, ჩემთვის რაღაც ჯადოსნური აურა აქვს, წავიდოდი ახლაც დიდი სიამოვნებით, დავისვენებდი.

დღეს დილით ნატალიას ველაპარაკე, ზუსტად ჩემი ერთიწლისწინანდელი ვოიაჟის დამსახურებაა რომ 10 დღეში უნივერსიტეტში იწყებს სწავლას მაგისტრატურაზე და მე ძალიან ამაყი ვარ!
განადგურებული იყო რომ ჩავედი და სახლში მოდიოდა, მერე კი ერთად ვიბრძლეთ, მართლა ვიბრძოლეთ იმ ეტაპისთვის, რომელიც მის ცხოვრებაში ახლა დგება.
დღეს დილით კიდე ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით

Thursday 16 March 2017

#თავისგამხნევებები

დღეს დილით ბალიშიდან 09:05–ზე თავს რო ვერ ვწვევდი, ვეცადე გამეხსენებინა გერანიაში როგორ და რომელ საათზე იწყებოდა–ხოლმე ჩემი დილა.

მუშაობას ვიწყებდი 08:00–ზე, ვდგებოდი მემგონი 8ის ნახევარზე, ნახევრადდახუჭული თვალებით, ვიღებდი კბილისჯაგრისს და თან პიჟამოიანი მივბოდიალებდი სამზარეულოში ყავის აპატარის ჩასართავად, ჭიქა გამზადებული მქონდა, ფარდები ჩამოფარებული, შუქს ვანთებდი, ფარდებს იგივენაირად ვტოვებდი, თორე ჩემი თანამშრომლები 7–ზე უდგებოდნენ საქმეს და ეზოდან კიდე მთელი ჩემი ოთახი ჩანდა, მოვდიოდი უკან, ვივლებდი

Sunday 12 March 2017

#პატარასიხარულები

აი ეგაა რა, გული რო ორად გაქვს გაყოფილი რაღაცნაირად, ამიტო დიდი ხნით არ უნდა იცხოვრო ადამიანმა სხვაგან რა, მაიკიმ მომწერა წეღან ვაცაფზე რო ეხა შტუტგარტში მივდივარო და ჩვენს რადიოში ქართულ სათხილამურო კურორტებზეაო რეპორტაჟიო და ეხა დაიწყებაო და გუგლში მოძებნეო SWR3 რადიოვო და მოისმინე თუ გინდაო და უცებ რაღაცნაირად მეგონა რო მეც მაიკის გვერდით ვიჯექი მანქანაში და ერთად მივდიოდით შტუტგარტში,

მერე ჩვენი სიმღერა ჩაირთო რეკლამისას twenty one pilots- stressed out-ი, ავსტრიაში რო მივდიოდით მთელი გზა ეგ იყო ჩართული მემგონი და სულ კარგ რაღაცებს მაგონებს, რაღაცნაირად თან გამიხარდა და თან გული რო ჩაგწყდება, ეგაა ზუსტად ალბათ მთელი სიძნელე რო, გინდ გერმანიაში ვიყო და გინდ თბილისში გულში ჩემი საყვარელიხალხი სულ მაკლია...

კი წავალ მაისში, მაინც კარგია, მარა

Saturday 25 February 2017

#კარგიდღეები :)



ყველაზე დიდი იმედგაცრუება იცით რაარის?:) შენ ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს და ენდობი და გინდა ყველაზე კარგად იყვნენ, ის ადამიანები რო  გექცევიან ისე როგორც შენ არასოდეს მოექცეოდი, მრთლა არასოდეს და როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ ერთმანეთი მაშინ რო ვერ გიმაგრებენნზურგს :) 

Tuesday 14 February 2017

8 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს!

რატომღაც მომინდა ძველი TAG–თამაშებიდან შეუსრულებლები ისევ დამეწერა. ხოდა ვცადოთ. ისე ახლა პატარა გოგო მელანია უნდა დავთაგო ^^ გაიცანით და შეიყვარეთ.

მოკლედ, ვიწყებ... 8 რამ რაც (ყველაზე) ძალიან მიყვარს.

1. ახალგაღვიძებულზე კითხვა.
აი ვგიჟდები, ტელეფონიც რომ არ აგიღია და ჯერ კიდევ მთელი სამყაროსთვის გძნავს. გადაყოფ ხელს საწოლის გვერდით თაროზე, შენს საყვარელ წიგნს იღებ და საკუთარ სამყაროს იქმნი, თუმცა ამ სამსახურის გადამკიდე დიდი ფუფუნება გახდა, ცადეთ, მაგრად მოაქვს ))))

2. მოღუშული ამინდების უსასრულო ციკლის მერე (რაც გროსბურგვედელში უსაშინლესად ხშრია) მზის სხივების და ცისფერი მზის დანახვა.
ყველაზე დიდი ენერგიით მავსებს და თუ შაბათ–კვირაა ხომ საერთოდ. ვიცი შემიძლია ჩემი ველოსიპედი (აქ ჩემი ერთადერთი მეგობარი) წავიყვანო და წავიდე ყურსასმენებში მუსიკით, თუნდაც გვერდითა ქალაქში და ბევრი, ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრო ცხოვრებაზე.

3. ბავშვები.
ჩემი მეგობრები მეუბნებიან–ხოლმე, რაც არ უნდა ცუდხასიათზე იყო, ბავშვებს რომ დაინახავ ეგრევე კარგ ხასიათზე დგებიო.
ვგიჟდები როგორ შეუძლიათ ყველაფრით აღფრთოვანება და უმნიშვნელო წვრილმანებით ბედნიერი ყოფნა. რა მაგარია ჩვენც რომ ოდესღაც ეგეთები ვიყავით.

Monday 30 January 2017

02:07


ახლა ბებო მელაპარაკებოდა ვიღაცაზე და რაც თავი მახსოვს სულ ეგეთია, ზომიერიო. 

რა ბედნიერებაა ალბათ ადამიანი ზომიერი როა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, სულ იმას ვფიქრობხოლმე რომ ოქროს შუალედი ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი. 

და მაინც, როგორი რაღაცნაირია საინტერესოდ ზომიერი რომ ხარ : ) 

dgiurivit.tumblr.com ჩემი თამბლერი :)

Monday 2 January 2017

თბილისი


კაი კაი, ცუდი ხასიათები რო გებედება! : )