Thursday, 19 October 2017

HONEY THAT'S ALRIGHT! (?)

ყავის სუნი მომივიდა ახლა და ყველაზე მეტად მომინდა ყავა, რა საშინელი შეგრძნებაა როცა რაც გიყვარს აკრძალული გაქვს ყველაფერი, ვერც კი წარმოიდგენთ მართლა, ვამბობხოლმე რო წყევლაამეთქი, ან კარმული წმენდათქო, ან ორივე ერთად არვიცი, თან ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ზოგადად ცხოვრებაში შეზღუდვებს ვერ იტანს.
მემგონი პიემესი დამეწყო, რაღაც ძაან სენსიტიურად აღვიქვამ ბოლო 2 დრეა ამ თემას, ზოგადად ვცდილობხოლმე რო არ ვიფიქრო ამაზე და თავი არ დავისტრესო ზედმეტად, ისედაც იმაზე მეტი ვიფიქრე ვიდრე ვინმემ შეიძება რო წარმოიდგინოს, თავიდნ ცუდად როცა გავხდი მართლა 24 საათიდან, რამდენიც მეღვიძა, იმდენი საათი ამ პრობლემის გადაჭრაზე ვფიქრობდი, ვკითხულობდი, ვეძებდი, ვიკვლევდი რა ხდებოდა, თან ისე რომ სახლშიც კი არ იცოდნენ, ვფიქრობდი ინერვიულებენმეთქი, ისე რო ვისწავლო ამ 25 წლის ასაკში მაინც რომ ხანდახან შეიძება სხვებმაც ინერვიულონ შენზე, იმის მაგივრად რო შენ ინერვიულო სხვებზე, ურიგო არ იქნებოდა, მარა მაგისი სწავლა რთული ჩემთვის მემგონი, თუმცა ვცდილობ :) ხოდა რატო დავწერე ეს ყველაფერი
იმიტო რო უნდა დამეწერა და უნდა მეთქვა, აუცილებლად, ყველაზე ძალიან არ მიყვარს ჩემი უარყოფითი ფიქრების და ემოციების გამოხატვა, ხოპდა საჭიროა არადა, ძალიან საჭირო.
მე სულ ვამბობ, თუ გინდა განთავისუფლდე უნდა ილაპარაკომეთქი.
არაფრის ხასიათძე არ ვარ ახლა, გარდა მუშაობისა, რაც მოვედი სამსახურში უკვე მილიარდი საქმე გავაკეთე და კიდე მილიარდი მაქვს გასაკეთებელი, აი ეგრე, დავჯდები ახლა, გავთიშავ ტვინს, ჩემს ამოჩემებულ FKJ-ს მოვუსმენ და თან ვიმუშავებ, როცა მუსიკას ვუსმენ ბევრად კარგად ვაკეთებ ყველაფერს.

ხანდახან სიგარეტის მოწევაც მინდება, მაგრამ ეგ ჩემი არჩევანი იყო, არც ვამბობდი პრინციპში თავი დავანებე-მეთქი, იმიტო რო რაღაცნაირი პასუხისმგებლობაა ჩემთვის მაგისი თქმა, თან მე რაღაცაზე თუ ვთქვი ერთხელ რო არა-მეთქი მერე სულ რო სიკვდილის ფასად დამიჯდეს მაინც იმ აზრზე უნდა დავრჩე და ხანდახან საშინელებაა ეგ და საკუთარი არჩევანის გამო შეიძლება გული ძალიან გეტკინოს, მარა ვინც ასეთი არაა სრულ აბსურდად მნოეჩვენება ბოლო წინადადება :) მეც ვერ გავიგებდი, ალბათ
მარა არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ყველას ესმოდეს ჩემი, პირიქით, სულაც არ მინდა. ეგ მეც შემიძიახოლმე ყველას სიტუაციაში შესვლა, გაგება და ეგეც მეყოფა ) მე მივხედავ საკუთარ თავს, კაკ ვსეგდა. რაღაც უცნაური პერიოდია რა, ძაან კარგად ვარ თან, მარა თან ძაან ცუდად.

აჰა, მოუსმინეთ.

იმედია ოდესმე ვიტყვი რომ ყველაფერმა ჩაიარა-მეთქი.

არანაირი არაფერი ))))

კიდე იმას ვფიქრობხოლმე რომ ცალმხრივი არაფერი ვარგა

წავედი ეხა.

კ.

პ.ს ცუდხასიათზე რო ვდგები მერე ხვალინდელი ლაივი მახსენდება და ეგრევე ვბედნიერდები )) რა სისულელეებია ხანდახან საჭირო ადამიანის ხასიათზე მოსაყვანად :)

პ.ს.ს იმდენი ხანია ველოდები რო იმედია არაფერი მომივა ხვფალ დაწავალ, ყელი მძრება ისე მტკივა ... ))


No comments:

Post a Comment