Monday, 26 September 2016

13.09.2016 - ანუ ჯერ კიდევ თბილისში დაწერილი ბლოგი.

შეიძლება ითქვას რომ კარგი ცხოვრება მაქვს, მეგობრებიც კარგი მყავს, დახურულ ჩვენებებზეც დავდივარ და ბევრსაც ვმოგზაურობ, მართალია ბოლო პუნქტი საკმაოდ წვალების ხარჯზე, მაგრამ აბა ისე როგორ? არც ჯანმრთელობას აღარ ვუჩივი დიდად, მითუმეტეს რაც ვიზის ამბები მოვაგვარე, ვალერიანიც აღარ დამილევია. 

ვერ ვიტყვი რომ ბედნიერი არ ვარ, მაგრამ იმის თქმაც არაა იოლი რო უბედნიერესი ვარ. კარგი იყო ადრე, იდიოტობებითაც კი შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი, ეხა კიდე ვცდილობ ეგ ვისწავლო.

ზეგ მივდივარ, ზეგ, რა მალე! ეხა მარშუტკიდან ვწერ და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მატარებლიდან წერა ბევრად კომფორტულია, ამერყა თავი ))

ხოდა რას ვამბობდი? ზეგ მივდივარ მეთქი, ისე მივდივარ რომ ბევრი კარგი მეგობრის ნახვა ვერ მოვასწარი. მარა თავს იმითი ვიმშვიდებ, რომ მხოლოდ სამ თვიანი ახალი ცხოვრებ იწყება, თან მიხარია 3 თვე რო წავალ მარტო, თან მაგუსტრატურაზეც მწყდება გული... 

ხოდა მოკლედ ესე, საცობები რატოა სულ რატო?! თავი ძაან ამტკივდა თორე დავწერდი კიდე.

გკოცნით 
კიწი 

Saturday, 3 September 2016

არა-ჩვეულებრივი საგიჟეთი

არა ეხა კი ჩამოვედი მაგრამ ვერ დავმშვიდდი, ყველაფერი ჩემს წონააღმდეგაა მართლა! არაფრისთვის დრო არ მაქვს, არც საკუთარი თავისთვის, ეხაც სალონში ვზივარ ვიკეთებ თმას, მეჯვარე ვარ ცხოვრებაში პირველად და მიხარია, პროსტა ჩემი კაბა ძაან არ მომწონს და იმედია კოშმარი არ ვიქნები, სტილისტი ისე მაწიწკნის თმას ვიტირებ ეხა. 

მოხდეს რამე კარგი რა, როგორც ჩემი 1 ფბ ფრიენდი იტყოდა, მოხდეს რამე გრანდიოზული!!

Thursday, 18 August 2016

გზა თბილისისაკენ ანუ სევდანარევი სიხარული

ვდგავარ ჩემთვის თვითმფრინავის ტრაპთან, არსად არ მეჩქარება, დიდი რიგია, ხალხი ზემოთაა, ერთმანეთს აწვებიან, მე კიდე ვდგავარ და ვიყურები, ისეთი დაღლილი ვარ ემოციებისგან რო სურათის გადაღების თავიც არ მაქვს. 

ვუყურებ თვითმფრინავების მწკრივს და ვფიქრობ ცხოვრებაზე რომელიც უკან, გერმანიაში მოვიტოვე. 
  
11 თვე გავიდა, ზუსტად 11 თვე, რაც გადავსახლდი და მერე ისევ გადმოვსახლდი თბილისში, თუმცა ჯერ თვითმფრინავში ვარ, მაქედან ვწერ, 1 საათი დავაგვიანეთ და კიდევ ნერვები ამიშალეს მთელი დღე თურქებმა, გიტარა დამატივებინეს, მაგრამ მაგაზე სხვა დროს, ან საერთოდაც არა.

ვიდექი და ვფიქრობდი რო 11 თვეს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს, თან არაფერი. სტრანნი შეგრძნებები მქონდა, ეგრე არ მქონდა წარმოდგენილი უკან დაბრუნება.

ზუსტად ვიცი რომ ჩემი გერმანული ოჯახი დამაკლდება, შეიძლება ძალიანაც დამაკლდნენ, ან ცოტათი ძალიან. 

რატომღაც გამიქრა წერის სურვილი, არ მჯერა სახლში რომ მივდივარ, მიხარია, მაგრამ ეს სიხარული რაღაცნაირად სევდანარევია, სევდანარევი სიხარული ბედნიერების ნაწილაკებით, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ბოლომდე აღიქვა შენს გარშემო რა ხდება. 

კიდევ კარგი ფრენის არ მეშინია, ფრენა მიყვარს, მარა უცებ ეხა ვიფიქრე რომ მოვკვდე-მეთქი, მოვკვდე რა სიტყვაა, გარდავიცვალო,' მარა არა, ადრეა ჯერ :) 

ხოდა ესე, ველოდები ეხა ყავას როდის დაგვალევინებენ, ან ჩაის ან ვისკის(რომელიც არ მიყვარს) 

სევდიანია დასასრულები, მარა არც ისე სევდიანი როგორც დასრულებამდე გვეჩვენებახოლმე.

ყველაფერი კარგია, ამად ღირდა, ყველაფრის დატოვებად და საკუთარი თავის საძებნელად წასვლად. 

ვეღარ დავამთავრე წერა თვითმფრინავში, ღამის 4 ხდება, 4ს აკლია 15 წუთი და ვხვდები რომ მეორედ კიდევ ამდენი ხნით წასვლა აღარ მინდა, ჩემი შესაძლო წასვლა უკვე მთრგუნავს... 

Thursday, 14 July 2016

სევდა

სევდა შემომერევა ხოლმე, რაღაცნაირად.

ქართული შრიფტი კიდევ ვერ დავაყენე ამ ჯაბახანა ლეპტოპზე და ისევ გუგლ-თრანსლეითში მიწევს წერა.

ხოდა ესე რაღაცნაირად სევდა შემომეპარებახოლმე, შორს ყოფნის სევდა, ახლოს არყოფნის სევდა, მონატრების სევდა, უნახავი მეგობრების სევდა, თბილისის ქუჩებში არ სეირნობის სევდა. არადა თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, უფროსწორად ვიტყოდი რომ ჩვეულებრივად. ყველაზე მეტად ეგ "ჩვეულებრივად" არ მიყვარს, არც იქითაა არც აქეთ, აი არის თავისთვის ჩვეულებრივად, ეგეც რაღაცნაირი სიტყვაა...

აქ გაზაფხულია, ანდაც ზამთარი. გააჩნია ცივ გაზაფხულს მოვიაზრებთ თუ თბილ ზამთარს. დღეს 14 ივლისია, 14 ივლისი, ზუსტად შუა ზაფხული და ჩემთან 13 გრადუსია, მოსაწყენია ეს ყველაფერიც, აუზზე ვერ წასულა ადამიანი, ზაგარი ვერ მიუღია, რა წესია?! :)

იმედია ოდესმე მომატებულ 750 კილოსაც დავიკლებ, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება  ცოტას ჭამდე და მაინც არ იკლებდე. აქ ცუდი წყალია და ძალიან კარგი ჰაერი. ჩვენთან პირიქითაა ძალიან კარგი წყალია და ძალიან ცუდი ჰაერი, მაგრამ ყველაფერი კარგი ერთად ალბათ ძნელია.

წეღან ჩემი ფბ მეგობარი, თავის მეგობარს დაბადების დღეს ულოცავდა დიდი ტექსტით და ბოლოს მიაწერა "გილოცავ , ვერაფერს გისურვებ, არ გეწყინოს, უკვე დიდი გოგო ხარ და უნდა მიხვდე, რომ სხვისი სურვილი უძლურია შენი მონდომების გარეშე, ჰოდა მონდომებას გისურვებ მარტო  "

ხოდა მეც მონდომებას ვისურვებ, ძალიან კარგი სურვილია ალბათ, ძალიან ძალიან, მონდომებას ვუსურვებ ყველა იმ ხალხს ვინც მე ძალიან მიყვარს!

სადღაც გულის სიღრმეში, აი სადღაც სადღაც, მაინც ძალიან მჯერა, რომ თუ ძალიან მოინდომებ, აუცილებლად ახდება!!

Friday, 17 June 2016

I'm OK, I'm Alive

მართლა ახლა შევხედე რო 28 მარტის მერე არაფერი დამიწერია...

ხოდა დღეს 17 ივნისია, ან 18, არ ვიცი ზუსტად და შემოწმებაც მეზარება.
2 დღეა სახლში ვარ, გუშინ სიცხე მქონდა - დღეს არამიშავს.
საკუთარი თავისთვის მოვიგდე დრო და Kung Fu Junkie-ს ვუსმენ. წეღან გააზიარა ჩემმა მეგობარმა სიმღერა რომელიც არ ვიცოდი.
თუ მკითხავთ საქმეები როგორ არისო, ვიტყვი რომ არ ვიცი, მოლოდინის რეჟიმიდან გამოსვლა არ მიწერია ბოლო პერიოდი :) მარა ისე დავიღალე რო იუმორის გარეშე ვეღარ ვუყურებ ამ ყველაფერს, ან ესე უნდა შემეხედა და ან გავგიჟებულიყავი, თუმცა გაუგიჟებლობას არც ისე ვუჩივი...

ხოდა ზაფხულის პირველი თვის მეორე ნახევარია, მაგრამ აქ ისევ წვიმს ისევ 14 გრადუსია და ვერ გაიგებ ვაფშე ამ ამინდებს ჩვენგან რა უნდათ, თბილისშიც წვიმდა...

მარა თბილა უკვეო, მითხრეს.

რა მოხდა კიდე მნიშვნელოვანი?! ა ჩემი დაქლის მეჯვარე ვარ სექტემბერში და კიდევ ამსტერდამში ვიყავი მაისში, ამსტერდამი არის წარმოუდგენლად კარგი, აი საოცრებაა! მართლა, არა იმიტომ რომ თავისუფლების სუნი დგას, ნუ რაღაცა დოზით ალბათ მაგიტომაც, მაგრამ ქალაქი არის საოცრად ლამაზი, საოცრად მოწესრიგებული და საოცრად სიმპაწიური ველოსიპედზე შემომჯდარი ბიჭებით, გოგოებს ძალიან კარგად ეცვათ ყველას მაგრამ ვიდზე დიდად ვერ იყვნენ, როგორც ჩემი "გასთ-დედა" ამბობს დაუთოვებული სასტავიაო!)) თავი პავილიონშI მეგონა, ამსტერდამზე ალბათ უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სხვადროს იყოს...

ცხვირს რა სიხშირით ვიწმენდ ვერ აგიღწერთ, თან ხვალ მარიამის დაბ.დღეა და მინდა კარგად გამოვშუშდე მაქამდე, ნუ ვეცდები მაინც...

ეს Kung Fu Junkie უკვე მეასედ ჩავრთე, აღარ მინდა :))) 

რამდენი ხანია ჩემი თავისთვის ესე წყნარად დრო აღარ მქონია, მაინცდამაინც ცუდად უნდა გახდე ადამიანი ალბათ!:)))

წავედი ეხა, გამოვკეთდები იმედია.

მომავალწაკითხვამდე.

კიწი

ესეც თქვენ ^^

Monday, 28 March 2016

წა-ვე-დით ბერლინში (არადა უკვე წამოვედით) 🌟


რაც გერმანიაში ვარ ესე კარგად არც ერთ ტრიპში არ დამისვენია, ახლაც მატარებელში ვზივარ ბერლინი-შტუტგარტის მიმართულებით, მიყვარს მატარებლიდან წერა რაღაცნაირი გარემოა, წინ სტარბაქსის ჭიქა მიდევს რომელიც რუსამ მაჩუქა და ცხელი ყავით მოვახერხე უკვე ორჯერ პირის დაწვა, ჯერ 7-ის ნახევატია სახლში ღამის პირველზე ვიქნები, ასე რომ დიდი გზა მაქვს. 
გოგოები მეკითხებოდნენ როგორი ქალაქია ბერლინიო?! მე კიდე ვუთხარი დეხის ჩადგმისთანავე ნერვები რო დაგიმშვიდდება ეგეთი მეთქი. არადა მოლოდინი ისეთი მქონდა, მეგონა არ მომეწონებოდა საერთოდ, აი ისეთი ქალაქია სულ რომ ნდა იქექო, საინტერესო ადამიანივითაა, გარედან ნაცრიფერი კედლები, გრაფიტები და კონტრასტული შენობებით, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ დიდად ა უხდებიან ერთმანეთს. მგონია ხანდახან ქართულად აზრის გადაბმა მავიწყდებამეთქი, და ნერვები მეშლება. კარგია აქ, მატარებელშიც კარგია, ჩქაროსნული მატარებლით მივდივარ რომელიც დაახლოებით 300 კმ-ით მიდის საათში. საოცარი ამინდი დავტოვე, არ მინდოდა უკან წამოსვლა, თან რომ
მახსენდება რამდენი საქმე მაქვს! მაგრამ საქმის გარეშე აბა როგორ?! ეგაა რო გვაძლევს მოძრაობის ძალას. მოკლედ კარგი ქალაქია ბერლინი :) ისეთი რომ სურვილს გაგიჩენს კიდევ თუნდაც 1 კვირა იარო და შიგნიდან უჩხიკინო, ათვალიერო, გზაში 2 საათი გაატარო, ტრემზე დააგვიანო და ფეხით წახვუდე ყინვაში სალში, კი კარგი ქალაქია ბერლინი და ნამდვილად არ მეგონა ქასვლამდე ამდენს თუ დავწერდი მასზე. რაღაც ახალი ეტაპი იწყება ასე მგონია, თავისი სითბოებიანად, რაც ყველაზე მეტად მახარებს, მთელი ზამთარი გაზაფხულზე ფიქრით გადავიტანე და იმედია დადგა აქაც უკვე სწორი გაზაფხული. 
წავედი ახლა რამე ფილმს ჩავრთავ მივლაუნჯდები. 
კეთილი მგზავრობა მე და ბედნიერებები ჩვენ.
გკოცნით
მომავალ წაკითხვამდე, 
კიწი 

Friday, 12 February 2016

თბილი.სი

ახლა ყველაზე მეტად ის მინდა რომ დღეში 48 საათი იყოს... 🙏🏻 

გერმანიამდე დარჩა 3 დღე 😭 

ძალიან ცოტა ... :| 

მე ჩემი თბილისი მინდა და ჩემი მეგობრები და ჩემი ოჯახისწევრები!! 

დებილი მანძილი.

აქ უფრო კარგია...