Wednesday 25 October 2017

ფაქ

ჰო

აი ასე

Saturday 21 October 2017

#ოქტომბერი21

“Never miss an opportunity to show your love, especially to those close to you, because we are always at our most cautious with them for fear of being hurt.”

• • • 

Thursday 19 October 2017

HONEY THAT'S ALRIGHT! (?)

ყავის სუნი მომივიდა ახლა და ყველაზე მეტად მომინდა ყავა, რა საშინელი შეგრძნებაა როცა რაც გიყვარს აკრძალული გაქვს ყველაფერი, ვერც კი წარმოიდგენთ მართლა, ვამბობხოლმე რო წყევლაამეთქი, ან კარმული წმენდათქო, ან ორივე ერთად არვიცი, თან ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ზოგადად ცხოვრებაში შეზღუდვებს ვერ იტანს.
მემგონი პიემესი დამეწყო, რაღაც ძაან სენსიტიურად აღვიქვამ ბოლო 2 დრეა ამ თემას, ზოგადად ვცდილობხოლმე რო არ ვიფიქრო ამაზე და თავი არ დავისტრესო ზედმეტად, ისედაც იმაზე მეტი ვიფიქრე ვიდრე ვინმემ შეიძება რო წარმოიდგინოს, თავიდნ ცუდად როცა გავხდი მართლა 24 საათიდან, რამდენიც მეღვიძა, იმდენი საათი ამ პრობლემის გადაჭრაზე ვფიქრობდი, ვკითხულობდი, ვეძებდი, ვიკვლევდი რა ხდებოდა, თან ისე რომ სახლშიც კი არ იცოდნენ, ვფიქრობდი ინერვიულებენმეთქი, ისე რო ვისწავლო ამ 25 წლის ასაკში მაინც რომ ხანდახან შეიძება სხვებმაც ინერვიულონ შენზე, იმის მაგივრად რო შენ ინერვიულო სხვებზე, ურიგო არ იქნებოდა, მარა მაგისი სწავლა რთული ჩემთვის მემგონი, თუმცა ვცდილობ :) ხოდა რატო დავწერე ეს ყველაფერი

Sunday 15 October 2017

"Congratulations, universe, you win.”

დღეს კვირაა, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება-ხოლმე ბესოსთან მოვედი, დღეს დილით ჩემი ძველი დღიურები გადმოვალაგე (რაღაცებს ვალაგებდი) და ჩემი სკოლის ზოგი რვეული, დავალებები რომ წავიკითხე მართლა დავრწმუნდი რო უკარგეს სკოლაშ დავდიოდი და დიდი წვლილი მიუძღვის "ქართულ სასწვალებელს" იმაშ რომ დღეს ასეთი ვარფ და ბევრი რაღაც მაინტერესებს, მესამე კლასში ასტროლოგიას რომ გასწავლიან ადამიანს, ალბათ პატარაობიდანვე მეტის ინტერესი გიჩნდება :)

გუშინ იყო მეოთხე დღე, როცა წამალი არ დავლიე (ყოველ მეორე დღეს ვსვამ), ხოდა მესამე დღეს, ღამის ჩათვლით კარგად ვიყავი და მიხაროდა ძალიან, რაღაცნაირად, თან იპოდრომზე ვიყავი, ანოსთან და მის მეგობრებთან ერთად, რაღც ივენთზე დფა რო მივდიოდი რაღცნაირად ვფიქრობდი რომ ამდენ ხალხში ცუდად არ გავხდე და თავი არ წევიქციო-მეთქი :)) მარა პირიქით, ძალიან გაასწორა და ძაან გავერთე, უდაღლილესი ვიყავი და იმაზე ბევრად კარგი იყო ვიდრე ველოდი. ხოდა ეხა კიდე ერთგან მივდივაფრ წესით, სადაც არ ვარ ნამყოფი და იქაც იმედია მშვიდობით ჩაივლის.

მეზიზღება უკვე კაფეებში სიარული, მართლა, არაფერი არ მეჭმება და არ მესმება და მითუმეეტს ისეთ ვინმესთან ერთად თუ ვარ ვინც არ იცის ძალიან კარგად როგორც ვარ (ანუ ეგ ბევრმა ადამიანმა არ იცის))),