Showing posts with label სამსახურშიდაწერილიამბები. Show all posts
Showing posts with label სამსახურშიდაწერილიამბები. Show all posts

Friday, 18 August 2017

.

არის ცხოვრებაში ისეთი პერიოდებიც (თურმე) როცა გადაღლისგან თამბლერზე შესვლის თავიც კი არ გაქვს...



note to self - You are so brave and quiet I (sometimes) forget you are suffering.


კიწი

Tuesday, 13 June 2017

#თითქმისსაღამო

სამსახურში ვარ, 27 წუთია ჩემი სამუშაო დღის დასრულებამდე, არა წუთებს არ ვითვლი, უბრალოდ საათს შევხედე, დღეს დიდი დღე იყო, თავისი შეხვედრებიანად დაა ფასწარმოქმნებიანად, ეხა კიდე ვზივარ თეთრ ნაყინს ვჭამ ატმით და ჩემი საყვარელი სიმღერის რაღაც ყურითმოთრეულ ქოვერს ვუსმენ ))
რატო არ გამოვრთავ თვითნაც არვიცი, დღე არ გავა ბლოგზე არ შემოვიდე, უბრალოდ სათქმელი ხანდახან იმდენად ბევრია, რომ თავის მოყრა მიჭირს–ხოლმე, როგორც ახლა.

Friday, 19 May 2017

#დილისფიქრები

წეღან მოვდიოდი სამსახურში ავტობუსით და ვფიქრობდი, რომ თბილისი ვალდებულებების ქალაქია, ვიღაც გავალდებულებს, რომ ბილეთი აუღო, ვიღაც ადგილი დაუთმო, ვიღაც გავალდებულებს, რომო მის მაგივრად რაღაც გააკეთო, სადმე გაყვე, ბედნიერი იყო ან კონკრეტული მოვლენა ისე აღიქვა, როგორც მიღებულია, თუნდაც როგორც მას უნდა.

მე მგონია, რომ ადამიანებს მხოლოდ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაგვაჩნდეს(ნეტა) , არავინაა ვალდებული, არავინ არავისთან, და არავინ უნდა იყოს, საკუთარ თავთანაც კი, არანაირი ვალდებული არაა ადამიანი ის იყოს, ვინც თუნდაც 5 წუთის წინ იყო, ან იგივე შეხედულება ქონდეს რაც 1 თვის წინ. მიმღებლობა ძალიან კარგი თვისებაა, ძალიან.

ჩემი უფროსი მეუბნებოდა გერმანიაში წასვლამდე, ადამიანები ცუდს და უარესს შორის არჩევანს უმარტივესად აკეთებენ, იმიტომ რომ იციან