Tuesday 27 March 2012

(●̮̮̃•̃)

მმმ მეძინება, მინდა ვუყურო ფილმს და ამის მაგივრად "თბილისი ლაივს" ვუყურებ, სამწუხაროდ. ჰო სულ ისეთ დროს მინდება წერა როცა ლეპტოპთან სხვა ზის, ან არ მაქვს მე. მთეეელი 12 სიმღერა ვისწავლე გიტარაზე. ეს ცუდი ამინდები მკლავს, ცოლო 2 დღეში ყველა ვნახე ვისი ნახვაც შეიძლებოდა მგონი, ერთის გარდა. ჩემიანის ბიჭი გავიცანი გუშინ <3 მთელი ამბები ჩავატარე(თ) გოგოებმა რო ანის ვერ გაეგო რო ამოდიოდა, გავასიულპრიზეთ ანუ)) ხოდა კარგი იყო ძალიან, ჩემი ბიჭიც რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა... ცოტა დამღალა ამ სიცივეებმა, არა ცოტა არა! ძალიან. ხოდა რაღაც-რუღაცები იცვლება, პიარ კლუბიც გაიხსნა. ხოდა ნეწერინებოდა და წერა რო დავიწყე გადამიარა რაღაცნაირად... კიდე არ მესმის ნიჭიერში რო საყვარელი ანა იო, პატარა, ლექსი რო წაიკითხა, რატო არ მოსწონთ?:შ ბავშვია! რატო ვერ ხვდებიან... 7 წლისები არ ოფილან დავიჯერო?! მოკლ'ეეედ. ხვალ გიტარა მაქვსს :> 1 კვირა მიცდებოდა, რა კარგია <3 წავალ ახლა ჩავწვები და ვუყურებ ფილმს, კაი ხანია ფილმი არ მინახავ ისეთი, კარგი. იმედია მომეწონება. კიწი

Saturday 10 March 2012

becouse i'm a lady ))

პოსტის სათაურთან რა შუაშია რასაც დავწერ არ ვიცი,  მართლა მეზრბა ეხა წერა, მარა მართლა მინდა რო დაუწერლად არ დავიძინო... გუშინ ჩემი ანანოს დაბ.დღე იყო, კარგად გავერთეთ, მშვენივრად, ჩემი ახლადნასწავლი "გაზაფხული შემოსულა, ლენ" დავუკარი, თუ მაგას დაკვრა ერქვა რათქმაუნდა ))) მარა რო დალევენ ბევრს, მერე ვეღარ ხვდებიან )) ჰაჰაა, 4 გაკვეთილია რაც მივედი, მინდოდა ძალიან, ქართული სიმღერების სწავლა მინდა ჯერ, ოღონდ ეგეთების, კარგების, ძალიან მიყვარს და რა ვქნა... <3 რაღაც გაზაფხული მოიპარება ნელ-ნელა, ვარჯიშიც დავიწყე სააგენტოში, ისე მტკივა კუნთები, ისე... ფეხს ძლივს ვადგამ. ისე დღეს მშვენიერი დღე იყო საერთო ჯამში. დილიდან სააგენტოში ვიყავი, 3 საათი, ქანცი გამძვრა )) მერე მარიტასთან წავედი, ნუ ახლონათესავები გახლდნენ რათქმაუნდა ადგილზე. 10ისკენ მე და მამი წამოვედით და "სტაროპრამენში" 2-2 კათხა, ერთი დიდი და ერთიც პატარა, ლუდი გეახელით. ბევრიც ვიცინეთ, ვისაუბრეთ და სადღაც საათნახევარში, ანუ მალევე წამოვედით სახლსა შინა, ეხა ისეთი დაღლილი ვარ და ამ ლეპტოპის გადადებაც ისე მეზარება, თან მომნატრება აქაურობა.

ღამის ნისლში გარინდულან ქუჩები.
მე ჩვეულად არავის ვეურჩები...