Sunday 18 December 2016

#24


საშინლად დაგვიანებული პოსტი, ანუ ჩემი 24-ე დაბადებისდღე ან თუნდაც მარტივად - #ესეცრომარდამავიწყდეს.


ახლა შევამჩნიე რომ რაც ბლოგი მაქვს 2 დაბ.დღის პოსტი არ დამიწერია, ერთი როცა 24-ის გავხდი და ერთი როცა 21-ის.

როცა 21ის გავხდი მაშინ ალბათ იმდენად დაკავებული ვიყავი ბედნიერებით რომ დასაწერად არ მეცალა, წელს კიდე ისეთ ბევრ საქმეში ვიყავი, იმდენი საფიქრალი მქონდა, რომ არც გამხსენებია სავარაუდოდ (თუმცა დარწმუნებული ვიყავი დავწერე).
ამისთვის კიდე უამრავი მიზეზი მქონდა, ჩემი მაგისტრატურის თემებიდან დაწყებული, ვიზის პასუხებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა რომ უკარგესი დაბადებისდღე მქონდა და მიუხედავად იმისა რომ ჩემმა გერმანელმა ოჯახმა, ბევრი ნერვების შლის მიუხედავად, უკარგესი დაბადებისდღე გადამიხადა.


ეწ. ფესტი ეზოში იყო, საჭმელად რაკლეტი გვქონდა(უგემრიელესობაა დაგუგლეთ ვინც არ იცით) ირამ გულის ფორმის ნამცხვარიც კი გამომიცხო, სანთლები რომ ჩამექრო. სტუმრად 35 კაცი მყავდა და ყველა მაგიდაზე მზესუმზირის დიდი თაიგული იდგა მათ შორის ზოგი ჩემი მეგობარი იყო, ზოგი კიდევ ჩემი გერმანეული ოჯახისწევრი

Friday 9 December 2016

.

ვაიჰ, ორსაათნახევარიც...
სამსახურში ვარ,

საშინლად მეძინა, მაგრამ მარტივად ავდექი - ვნერვიულობდი ღამეც.

მაგიდაზე ყვავილები დამახვედრეს - წვიმს...

თინას რეისი გადაიდო - ველოდები.

Thursday 8 December 2016

#მერერა?!

Leos have a hard time saying goodbye...

ხოდა ხვალ მიწევს აქაურობასთან გამომშვიდობება, ხოდა მართლა ეგრეა რაც ზემოთ წერია, ხოდა ძალიანაც მიხარია რომ მივდივარ, ხო არც ჩემს ყველა თანამშრომელზე ვგიჟდები ისე, რომ ნახვამდის თქმა ასე მიჭირდეს.

მაგრამ ძნელია, მაინც ძალიან ძნელია, ვერ ვიტან დამშვიდობებებს, მართლა არ მიყვარს, მასევდიენებს, მიუხედევად იმისა რომ ძალიან მიხარია რომ ვბრუნდები და როგორც ჩანს ეს დეკემბერი საინტერესო იქნება, თბილისამდე კიდევ 22 დღეა დარჩენილი.

და საერთოდაც დამღალა ამ ციგანი ბავშვივით ჩმოდნებით წოწიალმა და ქალაქიდან ქალაქში გადასახლებამ, არვიცი მართლა ესე დავიღალე ამითი თუ ახლა ხასიათის ბრალია...

ხოდა მივდივარ ხვალ, უკვე ჩემს სახლად შეგუებულ სახლს ვტოვებ, დავემშვიდობები თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც გუშინ უკვე გადავიღე ე.წ გამოსამშვიდობებელი ფოტო პოლაროიდით, ჩავალაგებ ბოლომდე ჩემოდანს, ჩალაგებისას ჩემთვის ვიწუწუნებ და გავბრაზდები ყოველთვის ბოლო დღემდე რატო ვდებ ჩემოდნის ჩალაგებას, ბოლოჯერ წავალ ამ სამსახურში, ვეცდები, ბოლო დღისდა მიუხედავად, 9-ის ნახევარზე გვიან არ მივიდე, მერე გამოვიხურავ კარს და ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ეტაპს დავასრულებ.

რაღაცნაირად სევდიანია-ხოლმე დასასრულები, მითუმეტეს იმ ადგილას ერთი საყვარელი ადგილი თუ მაინც გაქვს და ერთი ადამიანი თუ მაინც გყავს რომელიც შენს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია და უყვარხარ.

Thursday 1 December 2016

#მე

აქაური სახლის დატოვებამდე ერთ კვირაზე ცოტა ნაკლები რჩება, რაღაცნაირად გული მწყდება, თან ძალიან მიხარია. აქ ჩემი სახელი ყველამ იცის, მე კიდე 2 თვის მერეც კი არ შემიძლია ჩემი ყველა თანამშრომლის სახელი ზუსტად ვთქვა, ვერ მოვიშორე ეგ რომ შემიძლია 'ევრისტიკული რეპრეზენტატულობა' ფსიქოლოგიის პირველივე ლექციის  დაწყებისწამს დავიმახსოვრო და ლექტორის სახელის დამახსოვრებას კიდე ნახევარი სემესტრი მოვუნდე.

ეგეთი ვარ და რაგავაკეთო?! არვიცი რატო, მართლა არ ვაკეთებ სპეციალურად, პირიქით მინდა ხოლმე დამახსოვრება, მარა მერე სადღაც 5 წუთში თავისით თავიდან ფრინდება. თუმცა აქ ხანდახან სახელის დაძახების მაგივრად ერთი გულიანი ღიმილიც ჭრის ხოლმე, ამიტომაც დიდი უხერხულობა ამ ჩემი უაზრობის გამო აქ ნამდვილად არ შემქმნია.

ადამაიანებს უფრო შეგრძნებებით ვიმახსოვრებხოლმე, გულიანად გაიღიმეს თუ არა, ან მადლობის მერე არაფრის-ს როგორ მეუბნებიან, მე ის ადამიანი ვარ ვისაც გულწრფელი მადლობის გადახდა და სხვა ადამიანებისთვის გულწრფელი კომპლიმენტების თქმა საოცრად უყვარს.

საერთოდაც მგონია, რომ როცა ადამიანში რაღაც ძალიან მოგწონს უნდა ადგე და უთხრა, აუცილებლად უნდა უთხრა, ყველანაირი შეყოვნების და ქვეტექსტების გარეშე,