Thursday 22 May 2014

...

აი ის მომენტი, როცა რაღაცაზე გაქვს აწყობილი მთელი შენი ცხოვრების გეგმები (ნუ მინიმუმ სწავლა განათლების და ცოტახნით სხვაგან გადასახლების) და რო გეტყვიან, არაო, არაო შვილოო ეგ არ მოხდებაო, კიარადა ვერ გამოვაო
და რჩები...
პ.ს არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს მაგას როგორც რჩები :) 

...with kaleidoscope eyes

კანის კინოფესტივალის გვერდი წელს ისეთი ხალხის ფოტოებს დებს რო ძალიან ვნანობ შარშან რო ვიყავი და არა წელს )) თავხედი ვარ ვიცი, მარა ახლაც რომ მინდა?!^^  წეღან ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი, სარეკლამოში ვმუშაობო და ასწორებსო(დიდხანს არ გვყავდა მოკითხული ერთმანეთი), ზალიან მაგრად მახსოვს კადრი ფილმიდან, იქნებოდა ეს მინიმუმ 10 წლის წინ. ტიპებს აქვთ სარეკლამო კომპანია და ოფისში აქვთ დიდი წარმოსახვითი ბურთი, ფერადი(მე ფერადად აღვიქვამდი მაშნ) და ამ ბურთის გადაწოდებით ესალმებიან ერთმანეთს, ერთობიან, იჭერენ ამ ბურთით თამაშობენ... ნეტა რა ფილმი იყო, არც ვიცი.. მაგრამ ცხადად მახსოვს, თვალწინ მიდგას კადრები.
ალბათ მაგის გამო მინდოდა ბავშვობიდან რო სარეკლამო კომპანიაში მემუშავა
ოღონდ ეგეთში
ბევრი კრიატივით
ეგ მართლა ასწორებს ალბათ...
ძალიან თან
კიწი 

Wednesday 21 May 2014

ich bin müde

მემგონი მეორე ვარიანტი უფრო აჯობებს!! დავიღალე, ათას რაღაცაზე ვფიქრობ და ეს ყველაფრის თავიდან კეთება კიდე არ შემიძლია, ხო აი არ არსებობს ისეთი დიზაინი, ან ისეთი რამე რაც ყველას მოეწონება, ეხა ნატალიასთან დავიწყე პიარის, მარკეტინგის, გაყიდვების და ყველაფრისპონტში ერთად მუშაობა)) რა მაცინებს, არადა რა ხასიათზე ვარ, მოკლედ რა! და კიდე ათასი რაღაცა და მილიარდი ერთად, იქ ენის კურსებზე ვნერვიულობ, აქ გამოცდებზე, სამსახურზე, გერმანულზე, ვარჯიშზე, იმაზე ამაზე :/ გასკდა თავი, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ბოლოდროს როცა ცუდ ხასიათზე ვარ მარტო მაშინ ვწერხოლმე, ეგრე მიწევს, ხოდა აბა რისთვის მაქვს ეს დღიური? მაგისთვის, ხოდა მოკლედ ერვეცე რა, ვსე კ ლუჩშემუ! მაინც ეგრე, ვოტ! წავედი ეხა, წავიდე ამ გერმანულზეც :-ჯ
კიწი