Wednesday 25 June 2014

.

რაღაც მეპოსტინება :3 და ყველაფერზე დამეჭირა ვაფშე შემთხვევით დაპოსტვის ღილაკის გარდა.
ჰოდამ, რაღაც სიმღერა ამეკვიატა რაარის ეს. დღეს დავიღალე ცოტა, ჯერ გაკვეთილი მქონდა, მერე ბავშვები ვნახე შუალედში, ვარჯიშზე წავედი და მერე ნატასტან სამსახურის საქმეების გასარჩევად "ოჯახური" შეკრება გვქონდა, ცოტა მეზარებოდა წასვლა და იქაც გათიშული ვიჯექი, ესე მემართებახოლმე, ხან იმდენი იდეა მომდის თავში რო ენას ვერ ვაჩერებ და ეხა ისე მაქვს ტვინი გადაღლილი სხვა რაღაცებზე ფიქრისგან რო იმენა სწორი ხაზი გადიოდა დღეს ტვინში )) ძირითადად მოსმენით და 1-2 კომენტარით შემოვიფარგლებოდიხოლმე.
დავიღალე რა! რამე კარგი წიგნი მინდა, აი კარგი და ცოტა ლაითიც რო იყოს ეგეთი, ან რამე ფილმი, ხვალ ვუყურებ რამეს, არ მაინტერესებს! მე რისი კეთებაც მსიამოვნებს იმისთვისაც გამოვნახავ დროს, უკვე მგონიახოლმე რო ეს ბოლო პერიოდი დაპროგრამებულივით ვცხოვრობ )) ვერ ვიტან ყოველ საღამოს ერთიდაიგივე რაღაც რა დაგეგმილი, ან ვარჯიში ან გაკვეთილი, ისე ვგრძნობ თავს რო რაღაც დროში ვარ მოქცეული, ყველაფრის დაგეგმვა კი მიყვარს მარა ჩემით! მე როგორც მიყვარს ისე რო დავგეგმო, ჩემი ბიჭი მომენატრა კიდე რაც მანგლისიდან ჩამოვედით არ მინახავს მე-3 დღეა :ს ფეხი იტკინა ისედაც, რაღაც დროებში ვერ დავემთხვიეთ, მიყვარს, მიყვარს და კიდე ერთხელ მიყვარს! დიახაც, ძალიან და სუმენატრებახოლმე. უიმეე ეს ვითომ სვეცქი ხალხი როგორ არ შემიძლიააა)) თან რო იცი რა გოიმებიც არიან რა სასაცილოები ჩანანხოლმე )) კაი ჰო, ვჩუმდები, არ მიყვარს ისედაც ცუდების ლაპარაკი, მაგრამ ხანდახან ძაან სასაცილოახოლმე :-ჯ
წავალ ისევ თამბლერზე გავერთობი
მაგის გარეშე არვიცი რია  ^^
კიწი

Tuesday 17 June 2014

ფჰჰ

ვზივარ ჩემთვის და ლუდს ვსვამ, არც შემიხედავს რა ლუდია, მამაჩემმა მითხრა კარგი ჩეხური ლუდი მოვიტანე მაცივარშია და ნახეო, ჭქაში დასხმა დამეზარა და ბოთლიდან ვსვამ, ესეთი რაღაც იშვითად ხდებახოლმე :) ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი სამყარო ჩემი სურვილების, უფროსწორად გეგმების წინააღმდეგაა! აი რატო? ჯერ ბერლინში ენის კურსზე ვერწასვლა "გამოვიტირე"  2 დღე და ეხა ისიც დაემატა რო პატივცემული გოეთე ტესტდაფის გამოცდას 11 სექტემბერს არ ატარებს, ყველგან მაგ დროსაა, ჩვენ მთელი აგვისტო ვისვენებთო და ალბათ მაგიტომაც ამოვარდა 11 სექტემბრის გამოცდაო!! აი პროსტაა, ძაან არ მესმის რაშუაშია. დაფინანსების საბუთების მიღება 30 ოქტომბერს წყდება სავარაუდოდ და გამოცდა კიდე (ენის სერთიფიკატის) 15 ნოემბერსაა, ხო კაია?! კი ძაან –_– ისე გამიტყდა რო რავიცი, ტრაკები ეგენი, ხვალ რო მივალ გერმანულზე ერთად მივწერთ ტესტდაფის გერმანიის ოფისს თუ ვინც არიან, უნდა ვკითხო რა შეიძლება ვქნა, თან შუა მეცადინეობის დროს გავიგე ეგ ა ღარც არაფერი გამიკეთებია მერე, შევედი საბანაოს ეგრევე რო ამეშალა ნერვები
წავედი ეხა
გათბა ჩემი ლუდი
ყველაფერი მაინც კარგად იქნება! აი ეგრე
კიწი

Tuesday 10 June 2014

Seven days in (sunny) June

'სანი ჯუნის' რა გითხრათ ისე, ბოლო რამდენიმე დღეა ვერ გაიგებ რა უნდა ჩაიცვა დილით, თან საღამომდე რო ათასი საქმე გაქვს და სახლში ვერ შემოდიხარ დღის მანძილზე, ამიტო დრ.მარტენსები და რუგზაკში ჩაგდებული ჟაკეტი საუკეტესო გამოსავალია ხოლმე. ღამის 11 ხდება, მე კიდე ყავას ვსვამ, ძალიან იშვიათია ასეთი შემთხვევა, ყავის გვიან დალევის მერე ჭოტივით ვარ ხოლმე, უბრალოდ ხვალ 2 პრეზენტაცია, 2 გამოცდა და გერმანულის გაკვეთილი მაქვს )) საღამოს უნდა წავიდე მთაწმინდაზე "მოდელები ლეიკემიის წინააღმდეგ" ესეთ ღონისძიებას ატარებს ჩემი სააგენტო და უნდა მივეხმარო რაღაცებში, ზეგაც გამოცდა და მერე თუ გამიმართლა და ლექტორმა არ გაჭედა 'ფრეე' ვიქნები უნივერსიტეტისგან სექტემბრამდე, მარა გაკვეთილისგან და ვარჯიშისგან ჯერჯერობით არა.
იმის მაგივრად რო მემეცადინა დილიდან ვკითხულობდი წიგნს, გუშინ 2ივე პრეზენტაცია დავასრულე,
მერე წავედი ვარჯიშზე და ამ დაუნი ამინდების გამო ისეთი დაღლილი ვიყავი რო ლამის ჩამეძინა, მარა დღეს აერობიკა გვქონდა და ვივარჯიშე მშვენივრად. ჩემი ბიჭი ვნახე ცოტახნით და წამოვედი სახლსა შინა.
ხოდა ახლაც უნდა ვიმეცადინო, ამიტომ ვსვამ ყავას.
მეცადინეობის მაგივრად კი ვწერ ))
უხხ
წავედი, მივხედე საქმეს კიწი ^^

Sunday 1 June 2014

ვიჰიი ^^


iruw0fyfdosihfsdpf ესე! ოღონდ კარგად ეგრე! ჩემი გოგო ჩამოდის დღეს იტალიიდან, 3 თვეა არ მიხავას და რაც აეროპორტში წასვლის დრო ახლოვდება ნელ-ნელა მუცელში იმატებს პეპლები, გოგოები დავხვდებით, მე და ჩემი 3 ანი, ჩვენს მე-4 ანის :3 კი ვემუქრებოდით წასვლამდე რო შენს ადგილზე დროებით ვაკანიას გამოვაცხადებთთქო, მაგრამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძო ვერავინ )) ჩვენი ალბათ უკვე 20 წლიანი ნაცნობობის, ბაღში ერთად სიარულის და ა.შ შემდეგ 3 თვიანი უნახავობა პირველია :ს და ძაან მომენატრა აი ძაან და ალბათ რამდენი გვაქვს საჭორაოები, მოსაყოლები, რჩევები ამბები სიყვარულები და კაროჩე გავარია )) ხვალ დილის 10-ზე მაქვს პიარში გამოცდა და ძაან კაია ჰო?)) დღეს კი ვიყავი საჯაროში დილის 12-ის ნახევრიდან მარა რიავის, ნუ ამას მოვუხერხებ რამეს, ავედი ეხა ერთ-ერთი ანი გავაღვიძო :> ვისაც მივყავართ
კიწი
პ.ს თან არ იცის რო ვხვდებით :">
p.s.s VIHII ))