Tuesday 21 March 2017

Everything (everything) happens for a reason!!

“There will always be a reason why you meet people.
 Either you need them to change your life or you’re the one that will change theirs.”

დღეს ამომიგდო მემორი და 1 წლის წინ შემყრია ის სენი, რომელსაც ბერლინის სიყვარული ქვია! რავქნა მიყვარს, ძალიან! იცი რატო? აი ხო არ ვიცოდი სად მივდიოდი? როგორი ქალაქი იყო, მეგონა ეგრე კიარა საერთოდ არ შემიყვარდებოდა, უბრალოდ ჩემი დაქალის სანახავად წავედი, მაგრამ ფეხი ჩავდგი თუ არა დავმშვიდდი, მართლა, საოცარი აურა აქვს.
წელს ჰანოვერში მოღვაწეობას რომ მოვრჩი და ბერლინში მივდიოდი, რაღაც პერიოდის გასვლის მერე, მაგარი ნანერვიულები მივხვდი რო უცებ ძალიან კარგხასიათზე დავდექი, დავხედე მერე ჩემს გუგლის რუკას და მანახა რომ მაშინ შევსულვართ ბერლინში, ჩემთვის რაღაც ჯადოსნური აურა აქვს, წავიდოდი ახლაც დიდი სიამოვნებით, დავისვენებდი.

დღეს დილით ნატალიას ველაპარაკე, ზუსტად ჩემი ერთიწლისწინანდელი ვოიაჟის დამსახურებაა რომ 10 დღეში უნივერსიტეტში იწყებს სწავლას მაგისტრატურაზე და მე ძალიან ამაყი ვარ!
განადგურებული იყო რომ ჩავედი და სახლში მოდიოდა, მერე კი ერთად ვიბრძლეთ, მართლა ვიბრძოლეთ იმ ეტაპისთვის, რომელიც მის ცხოვრებაში ახლა დგება.
დღეს დილით კიდე ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით

Thursday 16 March 2017

#თავისგამხნევებები

დღეს დილით ბალიშიდან 09:05–ზე თავს რო ვერ ვწვევდი, ვეცადე გამეხსენებინა გერანიაში როგორ და რომელ საათზე იწყებოდა–ხოლმე ჩემი დილა.

მუშაობას ვიწყებდი 08:00–ზე, ვდგებოდი მემგონი 8ის ნახევარზე, ნახევრადდახუჭული თვალებით, ვიღებდი კბილისჯაგრისს და თან პიჟამოიანი მივბოდიალებდი სამზარეულოში ყავის აპატარის ჩასართავად, ჭიქა გამზადებული მქონდა, ფარდები ჩამოფარებული, შუქს ვანთებდი, ფარდებს იგივენაირად ვტოვებდი, თორე ჩემი თანამშრომლები 7–ზე უდგებოდნენ საქმეს და ეზოდან კიდე მთელი ჩემი ოთახი ჩანდა, მოვდიოდი უკან, ვივლებდი

Sunday 12 March 2017

#პატარასიხარულები

აი ეგაა რა, გული რო ორად გაქვს გაყოფილი რაღაცნაირად, ამიტო დიდი ხნით არ უნდა იცხოვრო ადამიანმა სხვაგან რა, მაიკიმ მომწერა წეღან ვაცაფზე რო ეხა შტუტგარტში მივდივარო და ჩვენს რადიოში ქართულ სათხილამურო კურორტებზეაო რეპორტაჟიო და ეხა დაიწყებაო და გუგლში მოძებნეო SWR3 რადიოვო და მოისმინე თუ გინდაო და უცებ რაღაცნაირად მეგონა რო მეც მაიკის გვერდით ვიჯექი მანქანაში და ერთად მივდიოდით შტუტგარტში,

მერე ჩვენი სიმღერა ჩაირთო რეკლამისას twenty one pilots- stressed out-ი, ავსტრიაში რო მივდიოდით მთელი გზა ეგ იყო ჩართული მემგონი და სულ კარგ რაღაცებს მაგონებს, რაღაცნაირად თან გამიხარდა და თან გული რო ჩაგწყდება, ეგაა ზუსტად ალბათ მთელი სიძნელე რო, გინდ გერმანიაში ვიყო და გინდ თბილისში გულში ჩემი საყვარელიხალხი სულ მაკლია...

კი წავალ მაისში, მაინც კარგია, მარა