Wednesday 22 September 2010

. . . . . . . . . . . .

         ესეიგიი :-)  კარგახანია  აღარ  დამიწერია      აქ,  კი  ვკითხულობ   ხოლმე  რაღაცებს  მაგრამ  მეზარებოდა  ცოტა :)   და რა  ხდება?!  უნივერსიტეტი  დაიწყო,  მშვენიერია.  იქ  მოვხვდი  ზუსტად  სადაც  მინდოდა,  ხალხი  და  სიტუაცია კარგია, ლექტორებს  ვეგუები ნელ-ნელა.  ჯერჯერობით  სიტყვა  "ლექციის"  მაგივრად  ისევ  "გაკვეთილს"  ვხმარობ  და   "ლექტორის"  მაგივრად  "მასწავლებელს"  ნუ  ჩვევაა  და :-)   ამასაც  მივეჩვევი.  უკვე  ძალიან  ბევრი  მოგვცეს  სასწავლი,  თავს  გავართმევ იმედია :))  


კურსელებიც  კარგები  მყვანან.  დღეს  უკვე  ერთადაც  ვიყავით  წასულები  სადღაც.  დანარჩენი ყევლაფერი კარგადაა,  ძველებურად,  ვარ  საყვარელი  ხალხის  გარემოცვაში   ანუ.   ჯერჯერობით დაკარგული მაქვს  წერის  "მუღამი"  მაგრამ   ეგ  არფერიი :))  ვიცი  ყევლაფერი იმაზე  ბევრად  უკეთესად  იქნება  ვიდრე  მგონია  და  მინდა. : )    and  I'ts all :) 

Wednesday 1 September 2010

თვალი გავუსწოროთ საკუთარ მარაზმებსოოო...

... ხოდა მეც  გადავწყვიტე  მეცადა. ქეთევანის ბლოგზე  წავაწყდი საინტერესო პოსტს . საერთოდ  მიყვარს  ასეთი  თამაშები :)  ჩემი აზრით  ცოტათი  ძნელია  საკუთარი "მარაზმების"  რეალურად  დანახვა,  მაგრამ  მე  მაინც  ვცდი, გავერთობი, ჩემი რა მიდის ;)) :)))...
ვხვდები რომ მიჭირს დაწყება, მაგრამ იმისიც  მეშინია  ალბათ  რომ დავიწყო  და  ვეღარ  გავჩერდე,  ეს  Nახევრადხუმრობით  თავისთავად...


- პირველი  რასაც  აღვნიშნავდი  ჩემი  ზედმეტად  ემოციურობაა,  რომელსაც  თითქმის არასდროს  არავის  ვაჩვენებ  სანამ  ჭკუიდან  გადადგომის  ზღვარზე  არ  აღმოვჩნდები,  "საოცრად" ცუდი  თვისებაა.


- შემიძლია  დაუსრულებლად , გამოშტერებამდე ვუყურო  F.TV-ის  და  არ მომბეზრდეს,  ამიტომ  ყოველთვის  ვერიდები  ამ  არხზე  გადართვას.
- ზოგჯერ  უაზროდ  სწრაფად  მეცვლება  ხასიათი,  ძალიან  ცუდია,  ერთ  წამს  აღფრთოვანებული  ხარ  რაღაცით, მეორე  წამს კიდევ  ცხვირჩამოშვებული.
-უაზრო,  წამიერი  ფიქრები  მაწუხებს  ხოლმე  ხანდახან,  თან  როცა  იცი  რომ  საშინელი სისულელეა  აუტანელია.