... ხოდა მეც გადავწყვიტე მეცადა. ქეთევანის ბლოგზე წავაწყდი საინტერესო პოსტს . საერთოდ მიყვარს ასეთი თამაშები :) ჩემი აზრით ცოტათი ძნელია საკუთარი "მარაზმების" რეალურად დანახვა, მაგრამ მე მაინც ვცდი, გავერთობი, ჩემი რა მიდის ;)) :)))...
ვხვდები რომ მიჭირს დაწყება, მაგრამ იმისიც მეშინია ალბათ რომ დავიწყო და ვეღარ გავჩერდე, ეს Nახევრადხუმრობით თავისთავად...
- პირველი რასაც აღვნიშნავდი ჩემი ზედმეტად ემოციურობაა, რომელსაც თითქმის არასდროს არავის ვაჩვენებ სანამ ჭკუიდან გადადგომის ზღვარზე არ აღმოვჩნდები, "საოცრად" ცუდი თვისებაა.
- შემიძლია დაუსრულებლად , გამოშტერებამდე ვუყურო F.TV-ის და არ მომბეზრდეს, ამიტომ ყოველთვის ვერიდები ამ არხზე გადართვას.
- ზოგჯერ უაზროდ სწრაფად მეცვლება ხასიათი, ძალიან ცუდია, ერთ წამს აღფრთოვანებული ხარ რაღაცით, მეორე წამს კიდევ ცხვირჩამოშვებული.
-უაზრო, წამიერი ფიქრები მაწუხებს ხოლმე ხანდახან, თან როცა იცი რომ საშინელი სისულელეა აუტანელია.
- შეიძლება ადამიანს სულ მობილური ეჭიროს ხელში და მესიჯს წერდეს?
- ვერ ვიტან ყველას სადარდებელი მე რომ მიმაქვს გულთან და ყველაფერზე გული მიჩუყდება.
-რაღაც აზრს ავიკვიატებ და მერე ვეღარ ვიშორებ ხოლმე...
-ერთი კინო ამოვიჩემე წლინახევრის წინ და გუშინ უკვე მერამდენე ნახვა იყო ამ ფილმისა ვერ დამითვლია ჯერ :))
მოკლეედ რაა... არც ისე ადვილია საკუთარი "სისულელეების" დანახვა და ალბათ მაგიტომაც ძალიან არასრულფასოვანი გამოვიდა ეს პოსტიი :> მომავალ წაკითხვამდე , კიწი :*
P.S "გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია."
ReplyDeleteმე მიყვარს, როცა ადამიანები ზედმეტად ემოციურები არიან.. გაცილებით საინტერესოა ემოციები..
ReplyDeleteკი საინტერესოა ნამდვილად, მაგრამ ოქროს შუალედი იდეალურია ყოველთვის მე თუ მკითხავ...
ReplyDeleteუი რა დამთხვეაა, ჩემდა უნებურად დაახლოებით იგივე შინაარსის პოსტი ”შემომეპოსტა” :D:D:D:D თუმცა ემოციებზე ყურადღება არ გამომიმახვილებია, უბრალოდ ძალიან შორს წამიყვანდა. ჩემი ნაკლიცაა მქონი ზედმეტად ემოციურობა, ვერც დადებითი და მით უმეტეს ვერც უარყოფითი ემოციისგან ვერ ვთავისუფლდები დიდი ხანი, და თავს ვაბეზრებ ამით ყველას (ხანდახან ჩემს თავსაც კი) :)))) მაგრამ ეგ არაფერი noone is perfect darling ^^
ReplyDeleteრათქმაუნდაა ;;) იდეალური არავინაა, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩემი აზრით მაინც საშინელებაა ყევლაფიერი ზედმეტიი :)) თვით იდეალურობაც კიიი :)))
ReplyDelete