Sunday 30 January 2011

staying home...

ღომი, სულგუნი, შვეიცარული ყველი და ყავა რძით... :-) ხომ მაგარია*
გარეთ წვიმს. . . 
საოცრად არ მიყვარს წვიმა, მაგრამ ძალიან ვხალისობ გაწუწუილი ხალხის სახლიდან ყურებაზე... როცა შენ თბილად ხარ სახლში, არადა არ ვარ ბოროტიი :))
უბრალოდ მეც ხომ ვარ ხოლმე მაგ მდგომარეობაში, რა მოხდა მერეე :))
2 ფილმს ვიწერ და რომელიმეს ვუყურებ, არ ვიცი.
არც ინტერნეტში ხდება რაიმე საინტერესო... 
აარადა დღეს ნდა დავისვენო კარგად, ხვალიდან იწყება ისევ.
ზოგმა დალევა გვინდაო, ზოგმა გართობაო.

Saturday 29 January 2011

• • • • • •

იცი რა?!
არც არაფერი *
ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როცა აცნობიერებ რომ ბედნიერი ხარ *
ჰი, ჰი, ჰი :-)
რაღაც ახალი ვთქვი ჰო?!
ვიცი *
კარგია ზემფირა,  ჩაი უხდება *
მაგრამ ჩაის დასასხმელად მეზარება იქით გასვლა :)
კახეთში ვიყავი, 2 დღით, თუ 3-ით *
მშვნიერი იყო...
რაღაც იდეები მაწუხებს, არა
არაფერი ისეთი *-*

Monday 24 January 2011

*-*

უნივერსიტეტში ვარ, ყავას ვსვამ, ნათუკა პიარის ივენთს გეგმავს * გვეზარება ცოტა, არა ყველაფერი გვეზარება, აქაურობის დანახვა აღარ გვინდა :) არა კი, გვინდა, მაინც მივეჩვიეთ და გვიყვარს, უკვე ვიცი რო ისტორია შემეტენა, არ მინერვიულია იმიტო რო ველოდებოდი :) ბევრი ვიმეცადინე, შეიძლება ზედმეტადაც, მაგრამ მაინცც :) რას ვიზამთ. ზაფხულის სემესტრის გავლა მომიწევს ალბათ, ისე მეზარებააა !!  მაგრამ მაინც გვიყვარს აქაურობა, სიტუაციას და ბავშვებს მივეჩვიეთ თორე რა საყვარელია :) 

Thursday 20 January 2011

in 2011 i Just want to be HappY ..!

... რა იყო ვითომ დღეს დილით რო მოთოვა?! ვითომ თოვლი რო მოდიოდა ციდან, მე კი მეყო გასაყინად სანამ უნივერსიტეტამდე მივედი. ნახევარი საათით კი დამაგვიანდა ჟურნალისტიკის პრეზენტაციაზე, გამოცდებს მოვრჩი, კაია რო კარგი ლექტორია და არა არ დამიწერა ამჯერად :) ზამთარი აღარ მინდა და ზაფხული და გაზაფხული მენატრება საოცრად!!! გუშინ მზე იყო და ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ წამს, სახე მივუშვირე და კანი ამეწვა იმდენ ხანს ვიდექი. მიყვარს და რა ვქნა? დადებითად მმუხტავს. აუუ ხვალ ადრე რო უნდა ავდგე ეგ ფაქტი მზარავს :)) და საერთოდაც ეს კვირაა რაღაც წუწუნა ხასიათზე ვარ, ნუ თავისი მიზეზი აქ ყველაფერს. თან ეხა ეს გამოცდებიც :))  

Tuesday 18 January 2011

ჩანახატი...

... მე ოქროსფერი რუჯით მოგაჯადოვე, შენ საოცარი ღიმილით მომხიბლე. მე შენთვის ზედაც არ შემომიხედავს, შენ შეეცადე გაგეღიმამაინც ჩემთვის. მე - საღამოს მშვიდ ზღვაში მზისკენ გავცურე, შენ ნაპირიდან დაისის ცქერით ტკბებოდი, შემდეგ მე

Saturday 15 January 2011

.... მოკლე

არ ვიცი რა დავწეროოო , უბრალოდ დავიღალე ცოტათი და, 1 გამოცდ აჩავაბარე, 7 მა ბავშვმა ჩავაბარეთ მარტოოო  :(
მეცოდებიან ძალიან ბავშვები. დღესაც პიარს ვმეცადინეობდი თაკოსთან, დავიღალე ცოტა, ხვალ ისევ გამოცდა მაქვს!! აღარ მინდა რაა, მეძინება, მაგრამ ვიცი ინგლისურის თემებს უნდა გადავხედო მაინც :) კი მეზარება მაგრამ ჯობს. კიდევ მშვენიერი დღე იყო, ჩემი ბიჭიც ვნახე, ძალიან მომენატრა, მართალია გუშინაც ვნახე, იმის წინაც, იმის წინაც, იმის წინაც... მაგრამ მაინც :)
იმდენად მეზარება ეხა კიდე მეცადინეობა რო ვფიქრობ რა გავაკეთო-მეთქი?!

Monday 10 January 2011

aaaaaaaaaaaaaaaH !

ააუუუუუუუჰ, ხვალიდან საგიჟეთი იწყებააა!!!!
ფინალურები მეწყება ზეეგ, პირველი ისტორიაში მაქვსს, ცოტა არ იყოს და არ მინდაა :))
საკითხებს არ გვაძლევენ თან და რა ცუდიაა რააა, ყველაფრის გამეორება მომიწევს, როგორ მოვასწრებ არ ვიცი, არდადეგებზე (თუ მაგას დასვენება ერქვა, თითქმის 10 დღეს) გავერთე და პრეზენტაციებიც ვწერე, მეტი აღარაფერი მიმეცადინია, ჯგუფში 1 პრეზენტაციის მეტი ჯერ არავის დაიწერიაა :))) და ბავშვებმა დავშინდითო :))) >:) მარა სხვადროს როდისღა დავწერდი?! პირდაპირ ფინალურების მერეე პრეზენტაციების კვირა, წარდგენა და დაცვაა :)) დევიღალეეეე : ))
<<<<<  I   Know! ! !


ახლა წავედიი, დღეს ფილმების და დასვენების დღე მაქვს ;)) 

Saturday 8 January 2011

NaAaa na na na naa NaAaaa

აუჰ... აი რაღაცნაირ ხასიათზე ვარუს, კარქუსზე. ჰოოდა კიდევ ხვალ მინდა რომ ავდგე და წავიდე წირვაზე, მაგრამ ახლა რომ დავწვე ვიცი რო არ დამეძინება, გვიან გავიღვიძე დღეს და :) მერე ლანკასთან ვიყავი, "ინტერვიუს" ასაღებად, პრეზენტაციისათვის "profile story" მქონდა დასაწერი, ჰოო, მშვენიერი გამოვიდა ვგონებ. რაღაც ენერგიები მაწეუხებს და ვერ ვხარჯავ მგონი :)) ვერ ვიტან "საერთაშორისო პრობლემებზე" სხვის "მოსაწონად" ჯღაბნას ;)) იმიტო როოო ჩეემი დღიურია ეს... :>  და საერთოდ პასტით წერა მენატრება ხოლმეე, მაგრამ მეზარება.

Wednesday 5 January 2011

it's me

ამ ფოტოზე მე ვარ, ძალიან მომწონს <3


დღეს დილით გადამიღო ჩემმა დაქალმა.


ახლა პრეზენტაციებს ვწერ.


ცოტათი დავიღალე, მარა არ ვომჩნევ.


დღეს გავიგე რომ გამოცდები 12-ში მეწყება და არა 10-ში.


გამიხარდა.

Saturday 1 January 2011

2♡11

ხოდა ესეიგი დღესაა  2♡11 წლის პირველი დღე, მართალია უკვე 12-ს გადაცდა და ალბათ 2-ის რიცხვით დაიწერება, მაგრამ მინდოდა რამე დამეწერა, თუნდაც ძალიან პატარა...
ძალიან ბედნიერი ახალი წელი მქონდა, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად და მეგობრებთან ერთად ვიყავი, მაგრამ ყველაზე მაგარი შეგრძნებაა ვინც გიყვარს მის გვერდით რომ იღვიძებ, თუმცა სულ 3 საათი გვეძინა, ან არც კი.
გვქონდა ბუხარი რომელიც კვამლს გარეთ უშვებდა,   ბილიარდი - რომელიც არ გვითამაშია, პურები რომელნიც ტყუილად იყიდეს ამდენი, ნახევრად შემწვარი მწვადები, ძალიან დიდი სახლი, 1 როიალი, ერთიც პიანინო, 2 გიტარა და 2 ნახევრადმწყობრშიმყოფი ცენტრი.
სამაგიეროდ ყველა