Sunday 29 August 2010

i'm here ...

* * *
ჩამოვედი  ზღვიდან,   კი  კმაყოფილი ვარ,  ძალიან მენატრებოდა  ზღვა, ამინდები ურევდა შიგადაშიგ, მაგრამ მაინც  კარგი იყო, საერთოდ  იმდენად მიყვარს ზღვა რომ დავისვენე სულიერად... 
საერთოდ  ცოტათიც  კმაყოფილი ვარ ხოლმე, ვცდილობ  დადებითი  ვიპოვო  ყველაფერში და ალბათ კარგიცაა, ცოტათი მომენატრა ცივილიზაცია :))   მართლაც მშვენიერი  იყო  ზაფხული.   ჩემი უსაყვარლესი  წელიწადის  დროის  ბოლო დღეს  ვაქვეყნებ პოსტს,  არ  მჯერა,  შემოდგომა მოვიდა უკვე.   ჩავაბარეე!!!   ზუსტად  იმ  ფაკულტეტზე  რომელზეც  მინდოდა,  რაც  1ლი  მეწერა იმაე მოვხვდი.  ეგ  მშვენიერია,  მაგრამ  ახლა  რაღაც  "დაგრუზულივით"  ვარ,  ხვალინდელ  დღეს  ველოდებოდი  მაგრამ  აღარ  მინდასავით,   კიარადა  აღარ  ველოდები ისეთი  შემართებით,  ცუდია.  ხანდახან  რაღაც  უაზრობები მჭირს  და  ნერვები  მეშლება.  რაღაც  მაგარ  ხასიათზე  ვარ  და  უცებ  მოვიწყენხოლმე :|  საშინელებაა...  რატომ მემართება  ასე  არვიცი,  მაგრამ  არაუშავს,  წელს  ძალიან  გადავიღალე  ემოციურად და ალბათ  მაგისი  ბრალია,  მოკლედ  დასვენებულ-დაზაგრულ-კმაყოფილი დაგიბრუნდიით : )




Thursday 19 August 2010

yeaaah :)))

დილის  10  საათია,  მე  კიდევ  ყავის  ჭიქით  ხელში  ვწერ  პოსტს,  რამ  გამაგვიძა  ასე ადრე?:)  ხო  რავიცი,  დასასვენებლად  მივიჩქარი  ზღვისკენ და  წასვლამდე  კომპიუტერის  ჩართვა  გადავწყვიტე...  თბილისშიც  აღარ  ცხელა ისე  გაუსაძლისად,  წყნეთშიც  ძალიან  კარგი  იყო,  გრილოდაა!!! რაც  მთავარია :>  იმედია კარგი ამინდები იქნება,  ჩემი მეგობრებიც იქით არაიან :>   დანარჩენი ყველაფერი კარგადაა  <3  წავედი ახლა  მეეე :> კარგ  დასვენებას  ვისურვებ, წერაც მეზარება ჯერ მძინავს ზეზეურად :))) 

Thursday 12 August 2010

mmm... ალბათ უფრო გულახდილი პოსტი


მმმ :>   ნახეთ  რა  მაგარი  ფოტო  ვიპოვეეე :>  მუცელში  პეპლებიი <3 <3   რა  მაგარიააა!!!   სიყვარულმა  იცის  ასეთი  შეგრძნებები,  დღეს  ძალიან  თბილი  დღე  იყო,  დადებითი,  ძველი  ამბები  გავიხსენეთ  და  ძალიან  ძალიანნ   ბევრი  ვიცინეთ  <3


მიყვარს   ასეთ  კარგ  განწყობაზე  ყოფნა,  ყველაფერი  უმნიშვნელოთი   შეგვიძლია  აღვფრთოვანდეთ  როცა  ერთად  ვართ,  საერთოდაც  ვხვდები  რომ  უბედნიერესი  ვარ  ამ  ადამიანის  გვერძე,  და  ძალიან  მიხარია, უბრალოდ  რაღაც  მეშინია  თითქოს  ახალი (რაღა  ახალი მაგრამ მაინც)  ურთიერთობის,  მეშინია  რო   ყველაფერი  არ  დამთავრდეს  ცუდათ,  როგორც  წინა  შემთხვევაში  მოხდა,  ალა  უკვე  მიხარია  რო  წინა  ურთიერთობა  დავამთავრე,  მიუხედავად  იმისა  რომ  მართლა  ძალიან  ბედნიეად  ვგრძნობდი  მასთან თავს,  ძალიან  ძალიან  მიყვარდა,  კარად  ვერთობოდით  ერთად,  სულიერადაც  ძალიან  ახლოს  იყო  ჩემთან,  რაც  ალბათ  თავისთავად  გამომდინარეობს  იმიდან  რომ  საკმაოდ დიიიდი  ხანი  ვიყავით  ერთად.


        შემდეგ  რა  მოხდა?!  მეც  არ  ვიცი,  მოხდა  რაღაც,  იყო  წყენა,  არც ისე  დიდი,  თუმცა  არც  სე  პატარა...  ვინმეს  შეიძლება  ეპატიებინა კიდეც,  მაგრამ  მე  მაგ  ვიღაცების  კატეგორაში  არ  შევდივარ  სამწუხაროდ  თუ  საბედნიეროდ,  ჩემი  დღევანდელი  გადმოსახედიდან  საბედნიეროდ,  ხოდა  დავშორდი,  ბევრი  ცრემლის,  ბევრი  ტკივილის,  ბევრი  სიძნელისა  და  თქვენ  წარმოიდგინეთ  სიყვარულის  მიუხედავადაც კი.  ჰო  ნამდვილად  მიჭირდა  თავიდან :|  შინაგანად  ცუდად  ვიყავი,  არადა  გაკვეთილებზე უნდა მევლო,  კარგადაც  უნდა  მემეცადინა,  წინ  გამოცდები  მელოდებოდა,  თუმცა  უძილო  ღამეების  შემდეგ  ყრედღების  მოკრება  ძალიან  მეძნლებოდა,

Wednesday 11 August 2010

J'arka

რაღაა დასამალი და ძალიან ცხელა,  ეს სიცხე  ფიქრებსაც  მირევს სამწუხაროდ, კმაყოფილი და დასვენებული დავუბრუნდი თბილისს,  მალე ალბათ ისევ  "ავალ" (როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე) სადმე ახლომახლო : )
თითქოს  ყველაფერი  ჩვეულებრივადაა და დასვენების მერე უფრო მოშვებულიც უნდა ვიყო,   მაგრამ  რაღაც არ მასვენებს შინაგანად.
  მგონია  ახლახანს  გამოვფხიზლდი და  გავახილე  თვალები ..
სანამ   პოსტის  საწერად  დავჯდებილი  ძალიან  ბევრი  იდეა  მიტრიალებს  თავში,  გადავდებხოლმე  და  მერე  მავიწყდება  კიდეც,  თუმცა  ვიცი  ბევრი  არავინ  კითხულობს,  მაგას  არ  აქვს  მნიშვნელობა  ეს  ხო  ისეა  როგორც  ჩემი  დღიური : )
დღესაც  არაფერი  მიკეთებია  ისეთი,  გუშინ  მონატრებული მეგობრები  ვნახე : )
კიდევ  მე  და  ჩემმა  საყვარელმა ადამიანმა  ვიმაიმუნეთ  ბევრიი :>   ჰოო  კარგი  იყო,  მშვენიერი :> :)

Sunday 8 August 2010

...

     ჰო, ნამდვილად  ორივე  ვგრძნობდით,  ჩემი  იქ  ყოფნა  ნიშნისმოგებას  უფრო  ჰგავდა,  თუ  რაღაც  მაგდაგვარს,   მიჭირს  სახელის  დარქმევა,  მგონი ეს იყო.  
     მერე   თავგამოდებით  ვცდილობდი  საკუთარი  თავისთვის  იმის  დამტკიცბას,  რომ  გაუფრცქვნელი  ატმის  ჭამაც  მშვენივრად  შემიძლია :-)  არც  ცივი  ყავის  დალევა  მიყვარს  საწრუპით  და  რა  ვქნა?!
     ვხვდები   რომ   ხანდახან  უშენოდ  სუნთქვაც  კი  მიჭირს,  მაგრამ  კარგია  რომ  ხანდახან,  თორემ  ალბათ  გაუსაძლისი  იქნებოდა ორივესთვის. 
     სხვა?!  ხო  კარგი  იყო  დასვენება,  10  დღით  შევძელი  გავრიდებოდი  თბილისის  სიცხეს,  თუმცა  ისევ  მომიხდა  დაბრუნება,  მალე  წავალ  ისევ  იმედი  მაქვს.
     ვხვდები  რომ  ემოციურად  გადავიღალე,  კარგია  რომ  ეს  შეგრძნება  არც  ისე  მძაფრია.  ხალხის  დაზაფრული   სახეების  დანახვა  ქუჩაში  ნერვებზე  მოქმედებს :-)  მაგრამ ეს ისე "ლაითად"