Thursday, 12 August 2010

mmm... ალბათ უფრო გულახდილი პოსტი


მმმ :>   ნახეთ  რა  მაგარი  ფოტო  ვიპოვეეე :>  მუცელში  პეპლებიი <3 <3   რა  მაგარიააა!!!   სიყვარულმა  იცის  ასეთი  შეგრძნებები,  დღეს  ძალიან  თბილი  დღე  იყო,  დადებითი,  ძველი  ამბები  გავიხსენეთ  და  ძალიან  ძალიანნ   ბევრი  ვიცინეთ  <3


მიყვარს   ასეთ  კარგ  განწყობაზე  ყოფნა,  ყველაფერი  უმნიშვნელოთი   შეგვიძლია  აღვფრთოვანდეთ  როცა  ერთად  ვართ,  საერთოდაც  ვხვდები  რომ  უბედნიერესი  ვარ  ამ  ადამიანის  გვერძე,  და  ძალიან  მიხარია, უბრალოდ  რაღაც  მეშინია  თითქოს  ახალი (რაღა  ახალი მაგრამ მაინც)  ურთიერთობის,  მეშინია  რო   ყველაფერი  არ  დამთავრდეს  ცუდათ,  როგორც  წინა  შემთხვევაში  მოხდა,  ალა  უკვე  მიხარია  რო  წინა  ურთიერთობა  დავამთავრე,  მიუხედავად  იმისა  რომ  მართლა  ძალიან  ბედნიეად  ვგრძნობდი  მასთან თავს,  ძალიან  ძალიან  მიყვარდა,  კარად  ვერთობოდით  ერთად,  სულიერადაც  ძალიან  ახლოს  იყო  ჩემთან,  რაც  ალბათ  თავისთავად  გამომდინარეობს  იმიდან  რომ  საკმაოდ დიიიდი  ხანი  ვიყავით  ერთად.


        შემდეგ  რა  მოხდა?!  მეც  არ  ვიცი,  მოხდა  რაღაც,  იყო  წყენა,  არც ისე  დიდი,  თუმცა  არც  სე  პატარა...  ვინმეს  შეიძლება  ეპატიებინა კიდეც,  მაგრამ  მე  მაგ  ვიღაცების  კატეგორაში  არ  შევდივარ  სამწუხაროდ  თუ  საბედნიეროდ,  ჩემი  დღევანდელი  გადმოსახედიდან  საბედნიეროდ,  ხოდა  დავშორდი,  ბევრი  ცრემლის,  ბევრი  ტკივილის,  ბევრი  სიძნელისა  და  თქვენ  წარმოიდგინეთ  სიყვარულის  მიუხედავადაც კი.  ჰო  ნამდვილად  მიჭირდა  თავიდან :|  შინაგანად  ცუდად  ვიყავი,  არადა  გაკვეთილებზე უნდა მევლო,  კარგადაც  უნდა  მემეცადინა,  წინ  გამოცდები  მელოდებოდა,  თუმცა  უძილო  ღამეების  შემდეგ  ყრედღების  მოკრება  ძალიან  მეძნლებოდა,  თუმცა  მაინც  ვაკეთებდი  თითქმის  ყველაფერს  რაც  გასაკეთებელი  იყო.   ჯიუტად  არ  ვიშორებდი   სახიდან  ღიმილს,  არც  ჩემი  მეგობრების  "შეწუხება" მიდოდა 24 საათი  ჩემს  პრობლემაზე  საუბრით,  ამიტომაც  ვცდილობდი (და  გამომდიოდა კიდეც)  რომ  ცუდათ  ყოფნა  არ  შეემჩნიათ  +  ამას  ისიც  ემატებოდა  რომ  არ   მინდოდა  ზედმეტი  კითხვები  გასჩენოდათ,  ამიტომ  დედაჩემსაც  ჰგონია  რომ  ძალიან  მშვიდად  და  უმტკივნეულოდ  დავშორდით...   ამ  მოვლენთა  პარალელურად  ისიც  გამოჩნდა,  ყველაფერი  უცნაურად და სასაცილოდ დაიწყო,  სრულიად  შემთხვევითი  ნაცნობობით, თავიდან  ვმეგობრობდით,  ყოველ  შემთხვევაში  ჩემი  მხრიდან  მეგობრობა  იყო,   სხვა არაფერი  გამივლია  აზრად,  ცოტა  ხნით ისიც კი დავივიწყე  რომ  მითხრა  "მომწონხარ,  უბრალოდ  მინდოდა  გცოდნოდა,  მე  ვიცი  რასაც  ველი  ამ  ურთიერთობისგანო" ,  საკმაოდ  თავდაჯერებულად  ჟღერდა,  ისიც  კი  ვიფიქრე  ცოტა  ვერაა მეთქი (კეთილი  გულით  ოღონდ) :))  თან  ჩემთვის  არფერი  უკითხავს,  უბრალოდ  უნდოდა  მცოდნოდა  და მითხრა,   რამაც  ცოტა  არ  იყოს  და  გამაკვირვა :)   ეს  ფაქტი  დავივიწყე  იმიტომ  რომ  როგორც  მეგობარი  და  როგორც  ადამიანი  ძალიან მომწონდა,  და  არ  მინდოდა  რომ  ამის   გამო  რაღაც  დისტანცია  დამეჭირა,  ამიტომაც  დავივიწყე  ცოტა  ხნით  ეს  ამბავი :)  
სულ  ვკონტაქტობდით  ტელეფონით,   რაღაც  პერიოდის  გასვლის  შემდეგ  მივხვდი  რომ   მომწონდა,  თქმით  არეფრი  მითქვამს,  მაგრამ  ვთვლი  რომ  ხშირად  საქციელი  უფრო   მეტს  ნიშნავს  ვიდრე  სიტყვები,    და  რო  ხვდებოდა  ეგეც  ზუსტად  ვიცი,  საერთოდ  ხასიათის  შტრიხებით  ძალიან  ვგავართ  ერთმანეთს,     ამას  მოჰყვა  ერთად  გატარებული  ლამაზი  დღეები,  ჩემთვის დაწერილი  და  ერთად  ნამღერი  სიმღერები :>   ბევრი  დადებითი  ემოცია,   ფინელი  ტურისტების მიერ  გადაღებულ  ფილმში,  სრულიად  შემთხვევით  მონაწილეობის  მიღება,  ნაყიენიც  ჭამაა :)))  და  სიყვარულის  ახსნა...     ისევ  სრულიად  მშვიდად  მითხრა, მოკლედ  მიყვარხარ,  ჩემთვის  არ  აქვს  არანაირი  მნიშვნელოა  მის  მიმართ  გრძნობ  თუ  არა  რამესო,  დაახლოებით  ვხვდებოდი  რომ  ამის  თქმას  აპირებდა,  მაგრამ  მოვლენების   ასე  სწრაფად  განვითარებას  ნამდვილად  არ  მოველოდი :)  და  მე  იცით  რა  ვკითხე?:))  რა  იცი  მეთქი?:))   ხოო  ძალიან  ლოგიკური კითხვა  იყო  კი  ვხვდები,  მაგრამ  დამაინტრესა  და  შესაბამისი  ახსნაც  მოვისმინე,  მაგ  დროს  ვხვდებოდი  რომ  უკვე  მიყვარდებოდა,  თორე  ასე  ახლოს  არ  მოვუშვებდი  ჩემთან...    პასუხი  ისევ  არ  გამიცია,    უბრალოდ  ვუთხარი,  ხომ  იცი  შენს  მიმართ  არანაირი  გრძნობა  რომ  არ  მქონდეს  არც  გნახავდი  საერთოდ  მეთქი :)   სადღაც  ერთი  თვის  შემდეგ,  როცა   აბსოლიტურად  ბოლომდე  ვიყავი  დარწმუნებული  რომ  მიყვარდა  ვუთხარი <3   ძალიან  ბედნიერი  სახე  ქონდა,  ისე   მაგრად  ჩამეხუტა  რომ  სუნთქვა  შემეკრა,  მეც  ძალიან  ბედნიერი  ვიყავი,  იმიტომ  რომ  ძალიან  მშვიდად  და  მემგონი  ცოტა  მოულოდნელადაც  ვუთხარი  რასაც   ვგრძნობდი...
მოკლედ   ამოვისუნთქე  და  ბოლომდე  შემოვუშვი  ჩემში  სიყვარულის  ძალა... დღეს  კი  ძალიან  ბედნიერი  ვარ,  სამყარო  ცვალებადა,  ყველაფერი  ერთ  წრეზე  ბრუნავს,   ძველი  მიდის,  სწორედ  იმიტომ  მიდის  რომ  შემდეგ  ახალი  დაბრუნდეს.   შეიძლება  უკეთესი,  ან  თუნდაც  უარესი,  მაგრამ  დღეს  მე  ძალიან  ბედნიერი  ვარ და  ჩემი  საყვარელი  ადამიანი  რომ  კითხულობდეს  ამ  პოსტს  ვეტყოდი :   მე  შე  ძალიან  ძალიან  მიყვარხარ <3

2 comments:

  1. იმით დავიწყებ, რომ გავგიჟდი, აი, პირდაპირ გაააააავგიჟდი ეს ფოტო რომ ვნახე (კუჭში პეპლები), აი რაღაცეები დამემართა, ყველაზე ახლოსაა ჩემს გრძნობასთან, ოღონდ ეგეთი ბევრი ბევრი პეპელა <3
    ვაიმე, მერე პოსტის წაკითხვამ საერთოდ გადამიყვანა ჭკუიდან.
    ჩვეულებად მექცა აქ შემოსვლა:)) უჰ, ვეღარ მომიშორებ <3

    ReplyDelete
  2. მიხარია , ძალიან მიხარია რომ მოგწონს :*
    ყოველთვის სიხარულით დაგხვდები <3
    ამ ფოტოზე მეც ვგიჟდები :>

    ReplyDelete