Saturday 17 December 2011

/\/\*/\/\

ახალი წელი მოვა მალე ♥ რაღაც წელს მიხარია მგონი, შარშან უფრო ვერ ვგრძნობდი და საერთოდ ბოლო წლებში ძალიან მშვიდად ვხვდებოდი იმ ფაქტს რომ ახალი წელი უნდა მოსულიყო, არადა ბავშვობაში მართლა მინიმუმ 1 თვით ადრე ვიწყებდი ფიქრს - როდის მოვა ახალი წელი-მეთქი... ამ წელს ალბათ თბილისში არ შევხვდები, სავარაუდოდ ვიქნები ბათუმში. კი ძალიან მიხარია, მთელი წელია ვამბობ ნეტა ზამთარში მანახა ბათუმი(ზღვა)-მეთქი  ეგ კი

Tuesday 6 December 2011

eu falu um poku ji portugeis ♥

პირველ რიგში დიდი მადლობა ლევანს, ჩამოვტვირთე პორტუგალიურის აუდიო გაკვეთილები და პირველი unit-ი გავიარე, ძალიან მიხარია! სულ რას ვამბობდი იცით? აუუ პორტუგალიურის სწავლა როგორ მინდა, მაგრამ ალბატ ვერასოდეს ვისწავლი-მეთქი. საერთოდ ძალიან მიყვარს ენების სწავლა, გეგმაში მაქვს რო ფრანგული მივამატო ჩემს არც თუ ისე გრძელ სიას, მაგრამ ჯერ ვეცდები ეს საქმე მივიყვანო ბოლომდე! ძალიან მინდა რო არ დამეზაროს, ძალიან მინდა რო ბოლომდე შემართებით ვიყო, მინდა, მინდა, მინდა!! რაც შეეხება შუალედურებს ჩავამთავრე, მერე ფინალურები დამეწყება და ესე რაა.. ერთფეროვნად ვარ უნივერსიტეტში.     კიდევ რა ხედება?