Thursday 3 October 2013

*

  უკვე ოქტომბერია... ხშირად შემოვდივარ აქ, მაგრამ იშვიათად ვწერ. ალბათ ადრე უფრო მეწერინებოდა, ან უფრო მეტი დრო მქონდა, ან პირიქით უფრო ნაკლები და უფრო ბევრ რამეს ვასწრებდი, ალბათ ბოლო ვარიანტი იყო. ძალიან მიყვარს აქაურობა, ბევრ რამეს მახსენებს.
   დღეს ცუდი ამინდი იყო, საშინელი, დღისით არა, მეტროდან ამოვედი და უკვე 5 წუთი მქონდა სახლამდე დარჩენილი რო ამოვარდა ქარაშოტი, ქოლგა კი მქონდა, მაგრამ რად გინდა, მართმევდა. ძლივს მივაღწიე ტაქსიმდე.ხვალ დილის 11-ზე მაქვს ლექცია და ძალიან არ მინდა ცუდი ამინდი იყოს, საერთოდ არ მიყვარს ცუდი ამინდი, კი, შემოდგომა მიყვარს, მაგრამ წლევანდელი შემოდგომა შემოდგომას არ გავს საერთოდ,