Wednesday 31 March 2010

maybe :>




თითქოს ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ მეზარებასავით წერა. დღეს საკმაოდ დავიღალე. ქართულში მქონდა ტესტირება. ლამაზი დღე იყო, ქარი მაწუხებდა ცოტა, მაგრამ ძალიან არ შემციებია. 3 საათი ვწერდით ბავშვები, მერე ვნახე და გაკვეთილზე ერთად წავედით, უფროსწორად მე გაკვეთილზე, ის - უნივერსიტეტში. ძალიან კარგია და საყვარელი. სახლისკენაც ერთად დავბრუნდით, უკვე ციოდა. მაგრამ ერთად ყველაფერი კაირგია :>

Wednesday 24 March 2010

I am waiting ... ???

რას ველი? ჰმ, ეგ კითხვა მეც მაწუხებს, ამ მომენტში კონკრეტულად არაფერს, ცხოვრებისაგან კიდევ ბევრ რამეს... კარგს რათქმაუნდა. ნუ მაქვს მაგის ამბიცია რას ვიზამთ... :)
დღესაც ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.

დილა - მზის ულამაზესმა სხივებმა გამაღვიძა მაღვიძარას ზარამდე ნახევარი საათით ადრე, ისეთი ლამაზი და მზიანი იყო გარეთ ყველაფერი რომ დაძინება აღარ მოგინდებოდა, ფანჯარა გამოვაღე და დილის ჰაერი ჩავუშვი ფილტვებში თბილისის ხედთან ერთად... ცოტა ხანში მივხვდი რომ კიდევ დიდხანს შემეძლო ასე დგომა მაგრამ გასამზადებელი ვიყავი... მმმ უნარები, თან ასე ადრე, ეჰ, რას ვიზამ?! მაგრამ გარეთ გასვა კარგია ასეთ ამონდში სამაგიეროდ. კაარგი, ესეც ჩემი ყავა-მეთქი :) სულმოუთქმელად დავლიე და

Monday 22 March 2010

tiredness... :P

ოხ ეს მასწებთან სიარული მომკლავს, მე ვიცი რაა :)) დღეს ძალიან დავიღალე, მაგრააამ საერთო ჯამში კარგი დღე იყო. დილიდან ჯერ ქართულზე ვიყავი 3 საათი, მერე მე და ანიმ კაფეში შევლა გადავწყვიტეთ... თუმცა ისტორია არ მქონდა ნასწავლი, მაგრამ მაინც წავედი და ვისწავლე გზაში :> აბა უსწავლელი ხო არ მივიდოდი მასწთან :P გარეთ ყველა დაშტერებული სახით რატომ დადის ვერ ვხვდები.

Sunday 21 March 2010

simply good day...

დილით ჩემი დაქალის ზარმა გამაღვიძა, რაღა დილით ისე 1ის ნახევარ ხდებოდა მგონი :) სამებაში წამოდი პატრიარქი ლოცავს ბავშვებსო. ნახევრად მეძინა მაგრამ ელვის სისწრაფით მოვწესრიგდი უცებ(მაგვიანდებოდა, იწყებოდა უკვე), მოკლედ მივედი, თან კარგა ხანი არ მყავდა ნანახი, აღმოჩნდა რომ ზოგადად სკოლებს ლოცავდა მაგრამ მაინც დავრჩით ბოლომდე. კარგი ამინდი იყო დღეს...


Friday 19 March 2010

why am i so sad? :(

უჰ... მართლაც რომ ცუდად ვარ. ვრასოდეს გაიგებ ამ სიტყვებს ჩემგან თუ მართლა ძალიან არ მიჭირს. არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვების შეწუხება, ალბათ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ, ბლოგზე, საკუთარ თავთან საუბარი. ვინმესთვის შეიძლება დიდი სისუელეც იყოს მაგრამ მე კი მეხმარება. არა, არ იფიქროთ რომ საუკეთესო დაქალები არ მყავს, ანუ ისეთები რომლებსაც ყველაფერზე ვესაუბრები, პირიქით, მყავს და მართლა ძალიან კარგები არიან. უბრალოდ მე არ მომწონს როცა ვწუწუნებ რამეზე.

Monday 15 March 2010

yeap

აშკარად რაღაც ძალამ მაიძულა ლეპტოპი ჩამერთო, როგორც ყოველთვის ისევ სადღაც მეჩქარება და როგორც ყოველთვის მაინც არ ვჩქარობ, თითქმის არასდროს არსად ვაგვიანებ, არ ვიცი რატომ, უბრალოდ არ მიყვარს როცა ვალოდინებ და ანალოგიურად არც ის მიყვარს მე როცა მალოდინებენ :) ერთი სული მაქვს როდის მოვა გამოცდები... არც ისე ბევრი დრო დარჩა...

Thursday 11 March 2010

Just leave me alone . . .

არა რაა, არავინ შემომედავოს იმაში რომ დღე თუ ცუდად დაიწყო და თავიდანვე მარცხენა ფეხზე, უხასიათოდ აგექი მერე ძალიან ძნელად თუ ეშველება მაგ საკითხს რამე :-< მართლაც რაღაცნაირად ძალიან უაზრო დღე იყო დღეს და ერთი ადამიანის ზარებმა და მესიჯებმა დააგვირგვინა საერთოდ :( რატომ არ მეშვება ვეღარ ვიგებ უკვე, ახლა მტრულადაც განეწყო ჩემს მიმართ, რა დავუშავე ვერ ვხვდები, რაც უფრო კარგად ექცევი ამ ხალხს და ცდილობ ყველაფერზე თავზე ხელი გადაუსვა

Tuesday 9 March 2010

I find somebody ...

ამ ნაწილის წერას როცა ვიწყებ სულ სადღაც რატომ უნდა მეჩქარებოდეს ვერ ვხვდები, შეიძლება იმიტომ, რომ ყველაზე ბოლოს მახსენდება, რადგანაც დიდად არ მიყვარს საკუთარ გრძნობებზე და შეგრძნებებზე ლაპარაკი . . . მიუხედავად იმისა რომ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ (მხოლოდ ჩემი აზრი არაა ეს) :>

უმეტესად ვისმენ და რჩევას ვაძლევ , ვიდრე ვყვები ... :) ესეც კაია ხანდახან.

ხო? აბა რა ხდება?

Saturday 6 March 2010

You tell me your blue skies fade to grey

რაღა დგიმალოთ და დღეს წვიმის ხმამ გამაღვიძა, არა რა, ეს მარტი მართლა გიჟია, არადა დღეს არც ისე ცოტა საქმე მაქვს . . .
სახლიდან მიწევს გასვლა სულ რაღაც 15 წუთში, ჯერ არც კი ჩამიცვამს , მე კი რას ვაკეთებ ?!:) ვზივარ აქ და ვჯღაპნნი რაღაც სისულელეებს :> მარა ეგ არაფერი, ისედაც ცუდი ამინდია გარეთ და სულ არ მეჩქარება

A Whole New World

დღიურივით რაღაც? :) ალბათ ჰო, გაზაფხულია და რაღაც ახლის წამოწყება მინდოდა. თუმცა არც ისე ბევრი დრო მაქვს ახლა, გამოცდები მელის ივლისში >:) მარა მერე რა?