უჰ... მართლაც რომ ცუდად ვარ. ვრასოდეს გაიგებ ამ სიტყვებს ჩემგან თუ მართლა ძალიან არ მიჭირს. არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვების შეწუხება, ალბათ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ, ბლოგზე, საკუთარ თავთან საუბარი. ვინმესთვის შეიძლება დიდი სისუელეც იყოს მაგრამ მე კი მეხმარება. არა, არ იფიქროთ რომ საუკეთესო დაქალები არ მყავს, ანუ ისეთები რომლებსაც ყველაფერზე ვესაუბრები, პირიქით, მყავს და მართლა ძალიან კარგები არიან. უბრალოდ მე არ მომწონს როცა ვწუწუნებ რამეზე.
ბევრი რამე მაწუხებს ერთად
გარეგნულად კი არაფერი მეტყობა მარა... ამ ბოლო დროს ისიც დაერთო რომ გულმა დამიწყო "გახურება", არ ვიცი რატომ, ექიმთან არ მინდა, თან არ მინდა ჩემები ვანერვიულო ტყუილად. მოკლედ რა... თან არც ვიმჩნევ, ხომ არ დავუწყებ 2 წამში ერთხელ ვაიმე ცუდათ ვარ-მეთქი :)
თან წელს ისედაც ბევრი საქმე მაქვს, ვაბარებ, ეტყობა ეგეც მტვირთავს და შეიძლება გადაღლილობის ბრალიც იყოს საერთოდ... არ ვიცი :)
მარა როგორც ყოველთვის მაინც მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება, ღვთის მადლით!
ცუდია ჩემთან არავინ რო არ ტოვებს კომენტარებს, მაინტერესებს ხოლმე თქვენი აზრიც... :)
კიწი.
No comments:
Post a Comment