Monday, 22 March 2010

tiredness... :P

ოხ ეს მასწებთან სიარული მომკლავს, მე ვიცი რაა :)) დღეს ძალიან დავიღალე, მაგრააამ საერთო ჯამში კარგი დღე იყო. დილიდან ჯერ ქართულზე ვიყავი 3 საათი, მერე მე და ანიმ კაფეში შევლა გადავწყვიტეთ... თუმცა ისტორია არ მქონდა ნასწავლი, მაგრამ მაინც წავედი და ვისწავლე გზაში :> აბა უსწავლელი ხო არ მივიდოდი მასწთან :P გარეთ ყველა დაშტერებული სახით რატომ დადის ვერ ვხვდები.

ხოოდა მერე სახლშიც მივედი, დამხვდნენ დედაჩემის დაქალ-ძმაკაცები, იმათთანაც გავერთე კარგად, ჩვენი ჭკუის ხალხია მაინც :) მერე ჩემი დაქალოჩკაც მოვიდა და წავედით კაი საქმეზეე - სასეირნოდ რაა :) ახლა კიდევ აი ძაააალიან მეზარება ადგომა რო დავწვეეეე :-@ არადა ხვალაც მასწავლებლებიიი და მოკლედ რია , დევიღალე და დევიღალე. მარა დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ვიყავი და იმედია სულ ასე იქნება დღეიდან. ადრეც ეგრე ვიყავი და მაგიტომ, ბოლო 2 თვე მქონდა რაღაც ჩავარდნა და აბიტურიენტული წუწუნა დეპრესია :))) მარა მგონი რომ დაესვა წერტილი ამას, ნუ ყოველ შემთხვევაში კარგი იქნება თუ მართლა დაესვა... ააუჰ კაი წავედი ვსიიიიო, თორე რას ვწერ მე აღარ ვიცი უკვე და ბოლოს, კაი დღე იყო მაინც დღეს... :>

შეხვედრამდე: კიწი :*

4 comments:

  1. ჩემი აბიტურიენტობის პერიოდი გამახსენდა ეხლა... :)))) ყველაფრის მოსწრება მინდოდა,არაფრის მოკლება არ მინდოდა და ბოლოს ლოგინამდე ძვლივს მიმქონდა ჩემი თავი :))

    ReplyDelete
  2. ეეჰ მეც ეგრე ვარ, აბა რა ვქნა? :) და მაინც ყველაფერს ვასწრებ რაც მინდა, აბა ამ მომზადების გამო სულ წიგნებთან ხომ ვერ ვიჯდები? :) თან იმასაც ვახერხებ რომ ყველაფერი მქონდეს 100%ით შესრულებული :D

    ReplyDelete
  3. წარმატებები ეროვნულებზეეე :)))

    ReplyDelete