არა რაა, არავინ შემომედავოს იმაში რომ დღე თუ ცუდად დაიწყო და თავიდანვე მარცხენა ფეხზე, უხასიათოდ აგექი მერე ძალიან ძნელად თუ ეშველება მაგ საკითხს რამე :-< მართლაც რაღაცნაირად ძალიან უაზრო დღე იყო დღეს და ერთი ადამიანის ზარებმა და მესიჯებმა დააგვირგვინა საერთოდ :( რატომ არ მეშვება ვეღარ ვიგებ უკვე, ახლა მტრულადაც განეწყო ჩემს მიმართ, რა დავუშავე ვერ ვხვდები, რაც უფრო კარგად ექცევი ამ ხალხს და ცდილობ ყველაფერზე თავზე ხელი გადაუსვა
უარესს შვებიან ვხედავ...
უარესს შვებიან ვხედავ...
მე ხომ მხოლოდ იმას ვთხოვ რომ თავი დამანებოს და მშვიდად ცხოვრება მაცადოს, მაინც ვცდილობ კარგად ველაპარაკო, სიმშვიდე ბოლო წამამდე შევინარჩუნო (როგორც მჩვევია ძირითადად), მაგრამ არა! ასეთი არაფერი მინახავს საერთო დ რა... ადამიანს არც კარგი სიტყვა ესმოდეს, არც ცუდი... თვითონაც არ იცოდეს რა უნდა და კიდევ შენ გადანაშაულებდეს და აქეთ ქონდეს ყველაფერზე პრეტენზია.. :( მართლაც რომ შესაშური მოთმინების უნარი მაქვს მაგრამ... მაგრამ ახლა ის დრო დადგა როდესაც ჩემს მოთმინებასაც კი გადაესვა ხაზი...
მერტო ყოფნა მინდა ჩემს თავთან, მეტი არაფერი და ადამიანურად რომ გაიგოს არ შეიძლება? :-< არ ვიცი. იმედი მაქვს რომ გამოსწორდება ყველაფერი ... <3>
არ მინდა ასე მინორულად ვიყო, თავ ვცდილობ რომ არავის ვანახო ჩემი განცდები... არ მიყვარს როცა სხვას ჩემი პრობლემებით ზედმეტად ვტვირთავ, ცუდია, ხო?! ვიცი, მაგრამ ეგრეა და რას ვიზამთ.
არადა მჯერა რომ მაინც კარგად იქნება ყველაფერი, დამანებებს საბოლოოდ თავს და ღმერთმა ქნას ეგრე იყოს მართლა...
No comments:
Post a Comment