Thursday 18 August 2016

გზა თბილისისაკენ ანუ სევდანარევი სიხარული

ვდგავარ ჩემთვის თვითმფრინავის ტრაპთან, არსად არ მეჩქარება, დიდი რიგია, ხალხი ზემოთაა, ერთმანეთს აწვებიან, მე კიდე ვდგავარ და ვიყურები, ისეთი დაღლილი ვარ ემოციებისგან რო სურათის გადაღების თავიც არ მაქვს. 

ვუყურებ თვითმფრინავების მწკრივს და ვფიქრობ ცხოვრებაზე რომელიც უკან, გერმანიაში მოვიტოვე. 
  
11 თვე გავიდა, ზუსტად 11 თვე, რაც გადავსახლდი და მერე ისევ გადმოვსახლდი თბილისში, თუმცა ჯერ თვითმფრინავში ვარ, მაქედან ვწერ, 1 საათი დავაგვიანეთ და კიდევ ნერვები ამიშალეს მთელი დღე თურქებმა, გიტარა დამატივებინეს, მაგრამ მაგაზე სხვა დროს, ან საერთოდაც არა.

ვიდექი და ვფიქრობდი რო 11 თვეს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს, თან არაფერი. სტრანნი შეგრძნებები მქონდა, ეგრე არ მქონდა წარმოდგენილი უკან დაბრუნება.

ზუსტად ვიცი რომ ჩემი გერმანული ოჯახი დამაკლდება, შეიძლება ძალიანაც დამაკლდნენ, ან ცოტათი ძალიან. 

რატომღაც გამიქრა წერის სურვილი, არ მჯერა სახლში რომ მივდივარ, მიხარია, მაგრამ ეს სიხარული რაღაცნაირად სევდანარევია, სევდანარევი სიხარული ბედნიერების ნაწილაკებით, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ბოლომდე აღიქვა შენს გარშემო რა ხდება. 

კიდევ კარგი ფრენის არ მეშინია, ფრენა მიყვარს, მარა უცებ ეხა ვიფიქრე რომ მოვკვდე-მეთქი, მოვკვდე რა სიტყვაა, გარდავიცვალო,' მარა არა, ადრეა ჯერ :) 

ხოდა ესე, ველოდები ეხა ყავას როდის დაგვალევინებენ, ან ჩაის ან ვისკის(რომელიც არ მიყვარს) 

სევდიანია დასასრულები, მარა არც ისე სევდიანი როგორც დასრულებამდე გვეჩვენებახოლმე.

ყველაფერი კარგია, ამად ღირდა, ყველაფრის დატოვებად და საკუთარი თავის საძებნელად წასვლად. 

ვეღარ დავამთავრე წერა თვითმფრინავში, ღამის 4 ხდება, 4ს აკლია 15 წუთი და ვხვდები რომ მეორედ კიდევ ამდენი ხნით წასვლა აღარ მინდა, ჩემი შესაძლო წასვლა უკვე მთრგუნავს...