Thursday 24 June 2010

Pop, goes my heart :)))

       მდაა..  რაღაც  ფერად ხასიათზე ვარ ხო იცით თქვეენ?!:>
გასახარად  თუ  მაქვს  საქმე  ნეტავ :-?   მეიბიი :))
სულ  რაღაც  2  გაკვეთილი  ქართულისა  და  მერე  გამოცდებიი!!!   აუ   არ   მჯერა  რო  ასე  მალე   გავიდა  დრო,  თითქოს  ძალიან  მიხარია  რო  ეს  მომზადების  პერიოდი  მთავდრება  და  თითქოს  ძალიან  ვნერვიულობ   :-შ


ყველა  მეუბნება  არ  ინერვიულოო,  ნეტავ  იმაზე თუ  უფიქრიათ,  რომ  ეს  სათქმელად   ადვილია   და   გასაკეთებლად  კი  რავიცი,  რა გითხრათ,  რით  გაგახაროთ?!
ფერადოვნებას  რაც  შეეხება  ალბათ  პეპლების  ბრალია   :">    ეგენი  მახალისებენ  ხოლმე,  ან ჩემი  მეგობრები,  თორე  უკვე  იმდენად  გადაღლილი   ვარ  ხანდახან  ვფიქრობ ,   ახლა  ავიბარგები და   ყველასგან  უჩუმრად  სადღაც  წავალ-მეთქი  :))     მაგრამ  მერე   ეგრევე  გადავიფიქრებხოლმე :))  :P 
           მეტი  რა  ხდება  მნიშვნელოვანი?!  ახლა  ალბათ  დასაძინებლად   დავწვები,  ხვალ  ისევ  გაკვეთილები  ჩვეულად...   ფანტაზიის  უნარი  მაკლია  ხანდახან,  მაგრამ  დროებითი  კრიზისია  მწამს მე    :))) 
                                            და   გამივლიიის   (წამღერებით ეს)   :)))   ვსოო  წაველ , კიწი :> 



Tuesday 15 June 2010

Summer likes relaxation and rest !

თბილისში უკვე გაუსაძლისად ცხელა,  აღარ ვიცი როგორ გავგრილდე, გზაშიც  ძალიან ვიღლები.
ისედაც ყველა უკმაყოფილო სახით დადის.  ზოგიც ისვენებს, ეჰ... 


ჩემი  ღიმილი  მაინც  ტკივილნარევი რატომაა ვერ ვხვდები,  თითქოს ყელში რაღაც გეჩხირება ბურთივით,  მერე  თვალები გეწვის და გისველდება,  შემდეგ მაინც იღიმი ჯიუტად,  და  შენთვითონ გიკვირს  რატომ ხდება ასე,  ხანდახან  გაუსაძლისია ეს გრძნობა,  მაგრამ  მაინც  გაძლებადი.  თითქოს  რაღაც   საზღვარზე ვარ,  მაგრამ  ეს  ზღვარი  რასა და  რას შორის  გადის  ვერ ვხვდები...






ან  იქნებ  უბრალოდ  გადავიღალე და

Tuesday 8 June 2010

♪ booooomba, ♪ ipod-ი, პეკინი და ერთნაბიჯად სიარული...


 კი  ნამდვილად იყო ეგ უდარდელი დრო, მე და ნინუცა, გარეთ,  ყურებში სიმღერით, ერთნაბიჯად რო დავდიოდით, ვღიღინებდით, ვიპრანჭებოდით, ვცუღლუტობდით და  ზოოპარკში ვიპარებოდით, გემზე ვსხდებოდით - გვიხაროდა ცხოვრება... 

კი  ახლაც მიხარია ;;)  მაგრამ ,

ნამდვილად  კარგი იყო  ვერაფერს  იტყვი.
თითქოს გავიზარდე  :|
დღეს მივხვდი რომ ყურებში ბოლოხმაზე აწეული მუსიკა  სულაც აღარ მსიამოვნებს მასწავლებლების შემდეგ  მარშუტში მჯდომს და დაღლილს...