Tuesday, 8 June 2010

♪ booooomba, ♪ ipod-ი, პეკინი და ერთნაბიჯად სიარული...


 კი  ნამდვილად იყო ეგ უდარდელი დრო, მე და ნინუცა, გარეთ,  ყურებში სიმღერით, ერთნაბიჯად რო დავდიოდით, ვღიღინებდით, ვიპრანჭებოდით, ვცუღლუტობდით და  ზოოპარკში ვიპარებოდით, გემზე ვსხდებოდით - გვიხაროდა ცხოვრება... 

კი  ახლაც მიხარია ;;)  მაგრამ ,

ნამდვილად  კარგი იყო  ვერაფერს  იტყვი.
თითქოს გავიზარდე  :|
დღეს მივხვდი რომ ყურებში ბოლოხმაზე აწეული მუსიკა  სულაც აღარ მსიამოვნებს მასწავლებლების შემდეგ  მარშუტში მჯდომს და დაღლილს...



გული  დამწყდა, მაგრამ იქნებ  მხოლოდ დღეს  იყო  ეგრე,  ხანდახან კარგია ძველი დროის გახსენება,  მინორული განწყობაც  კარგია  იშვიათად.

გამოცდების  მოლოდინი მღლის,  თუმცა  ვცდილობ არ "შევუშინდე" 
ჯერ არც ვნერვიულობ დიდად...
ჩვეულ  რიტმში  ვცხოვრობ ისევ :)
მეტი გზა არცაა ახლა, დასვენება მესაჭიროება ძალიან,  ზღვა მენატრება უზომოდ,  ბევრი გართობა,  ზაგარი... 
მაიმუნობის,  რამის  გაფუჭების ,  სიმღერის და ბეევრი  ბოდიალის  ხასიათზე  მაინც  სულ  ვარ,  მიუხედავად  ჩემი  გადაღლისა :> 
პოეზიის  და კითხვის  ხასიათზეც ვარ, ოღონდ ვეფხისტყაოსანი აღარ მინდა რააა !!!!
ხოდა  კარგი  იყო ბავშვობა,  ბანკეტიც  მქონდა  უკვე, მაგრად გავერთეთ ძალიან ძალიან :>
რამე   სიმღერას დაგიტოვებთ მოსასმენად... 

Dire Straits - Romeo and Juliet





ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, იმედია მოგეწონებათ.
amis xasiatze var axla, მოკლედ დატკბით...
მომავალ წაკითხვამდე,  კიწი :*

No comments:

Post a Comment