Monday, 15 March 2010

yeap

აშკარად რაღაც ძალამ მაიძულა ლეპტოპი ჩამერთო, როგორც ყოველთვის ისევ სადღაც მეჩქარება და როგორც ყოველთვის მაინც არ ვჩქარობ, თითქმის არასდროს არსად ვაგვიანებ, არ ვიცი რატომ, უბრალოდ არ მიყვარს როცა ვალოდინებ და ანალოგიურად არც ის მიყვარს მე როცა მალოდინებენ :) ერთი სული მაქვს როდის მოვა გამოცდები... არც ისე ბევრი დრო დარჩა...

მაგრამ არც ისე ცოტა ჩვენ რომ გვგონია, კიდევ ბევრი რამის სწავლა და მოსწრება შეიძლება ამ 3,5 თვეში. ვაიმე.. მართლაც ცოტა დრო დარჩენილა. მარა მოვასწრებ მჯერა :))

ისევ ცუდი ამინდია, გუშინ წინ უსაშინლესი დღე მქონდა, გუშინდელს არაუშავდა კი არადა კარგიც იყო საერთო ჯამში, იმედი მაქვს დღევანდელი უკეთესი იქნება :) აუ ამ ჩიფსების ჭამით მოვკვდი :)) უნდა გადავდო გვერძე, ვსო გადავდე...

ახლა წავალ ცოტა ხანში, მაგრამ ვერ ველევიი აქაურობას :> მინდა რაღაც ვწერო, მაგრამ არ ვიცი რა, ასე რომ ჯობს ავდგე და ჩავიცვა...

წავედი :) შეხვედრამდე, კიწი.

No comments:

Post a Comment