* * *
ჩამოვედი ზღვიდან, კი კმაყოფილი ვარ, ძალიან მენატრებოდა ზღვა, ამინდები ურევდა შიგადაშიგ, მაგრამ მაინც კარგი იყო, საერთოდ იმდენად მიყვარს ზღვა რომ დავისვენე სულიერად...
საერთოდ ცოტათიც კმაყოფილი ვარ ხოლმე, ვცდილობ დადებითი ვიპოვო ყველაფერში და ალბათ კარგიცაა, ცოტათი მომენატრა ცივილიზაცია :)) მართლაც მშვენიერი იყო ზაფხული. ჩემი უსაყვარლესი წელიწადის დროის ბოლო დღეს ვაქვეყნებ პოსტს, არ მჯერა, შემოდგომა მოვიდა უკვე. ჩავაბარეე!!! ზუსტად იმ ფაკულტეტზე რომელზეც მინდოდა, რაც 1ლი მეწერა იმაე მოვხვდი. ეგ მშვენიერია, მაგრამ ახლა რაღაც "დაგრუზულივით" ვარ, ხვალინდელ დღეს ველოდებოდი მაგრამ აღარ მინდასავით, კიარადა აღარ ველოდები ისეთი შემართებით, ცუდია. ხანდახან რაღაც უაზრობები მჭირს და ნერვები მეშლება. რაღაც მაგარ ხასიათზე ვარ და უცებ მოვიწყენხოლმე :| საშინელებაა... რატომ მემართება ასე არვიცი, მაგრამ არაუშავს, წელს ძალიან გადავიღალე ემოციურად და ალბათ მაგისი ბრალია, მოკლედ დასვენებულ-დაზაგრულ-კმაყოფილი დაგიბრუნდიით : )
No comments:
Post a Comment