Thursday, 16 March 2017

#თავისგამხნევებები

დღეს დილით ბალიშიდან 09:05–ზე თავს რო ვერ ვწვევდი, ვეცადე გამეხსენებინა გერანიაში როგორ და რომელ საათზე იწყებოდა–ხოლმე ჩემი დილა.

მუშაობას ვიწყებდი 08:00–ზე, ვდგებოდი მემგონი 8ის ნახევარზე, ნახევრადდახუჭული თვალებით, ვიღებდი კბილისჯაგრისს და თან პიჟამოიანი მივბოდიალებდი სამზარეულოში ყავის აპატარის ჩასართავად, ჭიქა გამზადებული მქონდა, ფარდები ჩამოფარებული, შუქს ვანთებდი, ფარდებს იგივენაირად ვტოვებდი, თორე ჩემი თანამშრომლები 7–ზე უდგებოდნენ საქმეს და ეზოდან კიდე მთელი ჩემი ოთახი ჩანდა, მოვდიოდი უკან, ვივლებდი
ალბათ ზუსტად 5 წუთში, ისე ვერ გავდივარ სახლიდან, წინადღით ვიმზადებდი ტანსაცმელს, ვიცოდი დილით არ მექნებოდა თავი, ვეშოლკაზე ლამაზად ვკიდებდი,
ჩემდაგასაკვირად.
ვერ ვიტან ტანსაცმლის წინასწარ გამზადებას, აარსოდეს ვიცი რისი ხალისი შეიძლება მქონდეს დილით, მარა იქ სხვა გზა არ იყო, ვიცვამდი, პომადას ვისვამდი, ერთადერთი თანამშრომელი ვიყავი მარკეტინგში ვინც პომადით დადიოდა :))) სასაცილო იყო, ერთადერთი რაღაცაა რაც მიყვარს და ხო კიდე ალბათ ტუშიც, ხანდახან :))

უხ ეხა გამახსენდა გუშინ ჩემმა მეგობარმა მითრა რო მთელი დღეო ფბ–სთან ზიხარ ტყუილადო და მაგაში გიხდიან ფულსო )) რა ცუდია ადამიანებს შენს საქმიანობაზე ეგეთი შთაბეჭდილება რო რჩებათ.

მე ასე ვარ მაგალითად გაზრდილი, რომ ყოველთვის ვცდილობ ნაკლებადკრიტიკული ვიყო, ადამიანების შრომა და რაღაცაში ჩადებული ენერგია არ დავუკარგო და, 100%იდან სულ რო 20% იყოს კარგი მაინც ის კარგი დავიმახსოვრო და მაგას გავუსვა ხაზი. რა კარგი იქნებოდა ყველა ეგრე რო იყოს... :)

თეატრში ვიყავი გუშინ, ჩემს ერთ–ერთ საყვარელ სპექტაკლზე, მარა ამბოლოდროს რაღაც ვერვარხოლმე კარგად, წინა ხუთშაბათს გამაყუჩებელი დავლიე და 1 საათში შამპანური დავაყოლე და გამძვრა პაკრიშკა, გული ამიჩქარდა და წევიქციე თავი :)))
ხოდა მაგის მერე დიდად კარგად არ ვარ, დამამშვიდებლებს ვსვამ და უჰაერობა ძაან არ მსიამოვნებს და გუშინაც ბოლოს ჰაერი აღარ იყო და უკვე ძლივს ვიჯექი, მერე ღამე გავხდი ცუდად 02:15 იყო რო გამეღვიძა და ცუდად ვიყავი, სუნთქვა რო არ გყოფნის ეგრე, დავლიე მერე წამალი მარა არ მიშველა, ეგ ყველაფერი მოდის თავიდან, კი ვიცი, ვაცნობიერებ და მერე რაღაცნაირად ძლივს გავიჩრე თავი, 4 იყო ბოლოს საათს რო დავხედე, ჩამეძნა.

ალბათ მაგიტო ვერ ვწევდი დღესდილით ბალიშიდან თავს, მარა მაინც იმით გავიმხნევე თავი რო იქ 8ზე ვიწყებდი სამსახურს–მეთქი და აქ 10ზეც არ მინდა?:))
კი მინდა, როგორ არა, გავისეირნე მერე ვაგზლამდე ფეხით და 37 ავტობუსით წამოვედი აქამდე, მაგარი ცუდი მისადგომია ჯანაშია.

გუშინ მეტროში რო ვიყავი პატარა ბავშვს ეჩხუბა 1 ქალი ნუ მათხოვრობო, გვიან გავიგე რო ჩერდებოდა ვაგონი, ნაუშნიკები მეკეთა და ისედაც ჩემი გაჭირვება მქონდა გაძლებაზე ვიყავი:)
ხოდა არავინ გამოესარჩლა ამ ბავშვს ჩემსგარდა, რატოა ხალხი ეგეთი, რატო? მეც ჩავდიოდი და ამ ქალმა ჩქარა ჩამო ვაგონიდანო გამოაგდო ეს ბავში და მერე მე ვეჩხუბე ამ ქალს და ავუხსენი რო არ შეიძლებოდა ეგრე, რო მახსენდება ამ ბავშვის სახე ცუდად ვხდები, ეს თავხედი, გამოპრანჭული, პომადიანი ქალი კიდე ამბობდა რო მაგათ ბავშვობაო 5 წლის ასაკში დაამთავრესო და ცოდო ვართ მაგათ ხელშიო და ეგ იყო და ისე აუცრემლიანდა ამ პატარას თვალები, იმწამსვე რო ლამის მოვკვდი, მივედი მერე ჩავეხუტე, სახელი ვკითხე, ანა ერქვა, როგორი შეშინებული იყო ნეტა გენახათ, ამ ვაგონს უნდა გავყოლოდიო.
ველაპარაკე ცოტა, ვუთხარი რო მაგარი გოგო იყო და მეც მეჩხუბებიან უმიზეზოდ ხანდახან ადამიანები :) მერე არ მოიწყინო–მეთქი და ხელი ჩავარტყით :))) საყვარელი.

ზოგი რა ბოროტია, ერთი ვინმე სხვა ბავში ყოფილიყო, ხო დაიცავდნენ წამში და ვისაც მართლა დაცვა სჭირდება იმას არასოდეს იცავენ.

ეჰ.

წავედი გავაგრძელო ფასწარმოქმნა :)

პ.ს ცუდად ყოფნას რაც შეეხება თავს იმით ვიმხნევებ რომ თუ დავნებდები უკეთესად მაინც ვერ ვიქნები :)

მომავალ წაკითხვამდე და იმედია ბედნიერ ხასიათამდე,

კიწი

2 comments:

  1. უი, ჩამოხვედი? მეგონა, ისევ გერმანიაში იყავი :))

    ეჰ, ეგრე იცის მიჩვევა სიზარმაცემ, კი არადა, გვიან გაღვიძებამ, წინა სამსახურში 10-ის ნახევარზე ვიწყებდი, ახლა 11-ზე მივდივარ და დილით ძლივს ვწევ თავს, ისევე, როგორც მანამდე ძლივს ვწევდი, 2 საათით ადრე რომ ვიღვიძებდი :))

    გაზაფხულია და მაგანაც იცის ახლა გულის ფრიალები და ამბები, გაგივლის იმედია :)

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, 2 თვეა აქ ვარ უკვე ^^

      წავალ ეხა მაისში, მაგრამ 10 დღით, კი მიხარია, მომეანტრა იქაურობა <3

      ხო გამიაროს უნდა, სხვა გზა არ აქვს ^_^

      Delete