Sunday, 18 December 2016

#24


საშინლად დაგვიანებული პოსტი, ანუ ჩემი 24-ე დაბადებისდღე ან თუნდაც მარტივად - #ესეცრომარდამავიწყდეს.


ახლა შევამჩნიე რომ რაც ბლოგი მაქვს 2 დაბ.დღის პოსტი არ დამიწერია, ერთი როცა 24-ის გავხდი და ერთი როცა 21-ის.

როცა 21ის გავხდი მაშინ ალბათ იმდენად დაკავებული ვიყავი ბედნიერებით რომ დასაწერად არ მეცალა, წელს კიდე ისეთ ბევრ საქმეში ვიყავი, იმდენი საფიქრალი მქონდა, რომ არც გამხსენებია სავარაუდოდ (თუმცა დარწმუნებული ვიყავი დავწერე).
ამისთვის კიდე უამრავი მიზეზი მქონდა, ჩემი მაგისტრატურის თემებიდან დაწყებული, ვიზის პასუხებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა რომ უკარგესი დაბადებისდღე მქონდა და მიუხედავად იმისა რომ ჩემმა გერმანელმა ოჯახმა, ბევრი ნერვების შლის მიუხედავად, უკარგესი დაბადებისდღე გადამიხადა.


ეწ. ფესტი ეზოში იყო, საჭმელად რაკლეტი გვქონდა(უგემრიელესობაა დაგუგლეთ ვინც არ იცით) ირამ გულის ფორმის ნამცხვარიც კი გამომიცხო, სანთლები რომ ჩამექრო. სტუმრად 35 კაცი მყავდა და ყველა მაგიდაზე მზესუმზირის დიდი თაიგული იდგა მათ შორის ზოგი ჩემი მეგობარი იყო, ზოგი კიდევ ჩემი გერმანეული ოჯახისწევრი
, ბავშვების დიდი ბებიაც კი იყო, ძალიან მიყვარს, ვგიჟდებგი, ამინდი კარგი იყო, მაგრამ გაგვიწვიმდა, მაგასაც არაუშავდა, ტენტის ქვეშ გადავიტანეთ ყველაფერი, იმდენი და ისეთი საჩუქარი მივიგე, რომელიც არც ერთ დაბ.დღეზე არ მიმიღია, 24 ივლისსაა ჩემი დაბადების დღე და მაგ დროს ან მე არ ვიყავი თბილისში ძირითადად ან კიდე ჩემი მეგობრები.

ხოდა სანამ ხალხი გართობას შეუდგებოდა მანამდე სიტყვა წარმოვთქვი, ასეა აქ მიღებული, მადლობა გადავუხადე სტუმრებს მოსვლისთვის და გართობისკენ მოვუწოდე :)))) კარგი იყო, უფროსი სასტავი მალე წავიდა, ბოლოს მარტო მე ჩემი მეგობრები და ჩვენი გიტარა დავრჩით, რუსაც იყო ჩამოსული ჩემთან ფრეიბურგიდან, რათქმაუნდა დარჩა, სტუმრების გაციელბის შემდეგ ალაგებაში მომეხმარა, მერე ვერანდაზე ვიჭორავეთ დიდხანს და დავწექით.

ცუდია რომ არ მახსოვს ზუსტად ჩემს 21-ე დაბ.დღეზე რა ვქენი, მემგონი დაივში ვიყავი, ბავშვებთან ერთად და ძალიან კარგადაც გავერთე, უბრალოდ სულ მინდა დავწეროხოლმე, რომ არ დამავიწყდეს ჩემი დაბადებისდღეები.

უი, ჰო რამ დამავიწყა, 12 საათზე ჩემს 10 მეგობართან ერთად ჩვენს საყვარელ ბარ რიბინგურუმუში შევხვდით ჩემს დღეს, 12 რომ გახდა ჩემს მეგობრებს აუტვირთავთ ვიდეო ჩემს ფეისბუქზე, თამარას მოუფიქრებია, ყველანი არიან ვიდეოში, მართლა ყველანი, ბებია-ბაბუიან-გოგოიან-ბიჭიანა )))) უზომოდ გამეხარდა, უზომოდ, აი უზომოდ, მაგას საკუთარ თავზე ძალიან ბევრ კილომეტრ იქეთ წაული თუ არ გამოცდით მე ვერ აგიხსნით ისე, რამხელა ბედნიერების მოტანა შეუძლია შენი მეგობრის უკარგეს იდეებს.

ხოდა დასაწყისშივე ხომ ვთქვი, კარგი დაბ.დღე იყო, ძალიან კარგი, მაგრამ, მე მაინც მოწყენილი იუბილარი ვიყავი....

კიწი

No comments:

Post a Comment