Thursday, 1 December 2016

#მე

აქაური სახლის დატოვებამდე ერთ კვირაზე ცოტა ნაკლები რჩება, რაღაცნაირად გული მწყდება, თან ძალიან მიხარია. აქ ჩემი სახელი ყველამ იცის, მე კიდე 2 თვის მერეც კი არ შემიძლია ჩემი ყველა თანამშრომლის სახელი ზუსტად ვთქვა, ვერ მოვიშორე ეგ რომ შემიძლია 'ევრისტიკული რეპრეზენტატულობა' ფსიქოლოგიის პირველივე ლექციის  დაწყებისწამს დავიმახსოვრო და ლექტორის სახელის დამახსოვრებას კიდე ნახევარი სემესტრი მოვუნდე.

ეგეთი ვარ და რაგავაკეთო?! არვიცი რატო, მართლა არ ვაკეთებ სპეციალურად, პირიქით მინდა ხოლმე დამახსოვრება, მარა მერე სადღაც 5 წუთში თავისით თავიდან ფრინდება. თუმცა აქ ხანდახან სახელის დაძახების მაგივრად ერთი გულიანი ღიმილიც ჭრის ხოლმე, ამიტომაც დიდი უხერხულობა ამ ჩემი უაზრობის გამო აქ ნამდვილად არ შემქმნია.

ადამაიანებს უფრო შეგრძნებებით ვიმახსოვრებხოლმე, გულიანად გაიღიმეს თუ არა, ან მადლობის მერე არაფრის-ს როგორ მეუბნებიან, მე ის ადამიანი ვარ ვისაც გულწრფელი მადლობის გადახდა და სხვა ადამიანებისთვის გულწრფელი კომპლიმენტების თქმა საოცრად უყვარს.

საერთოდაც მგონია, რომ როცა ადამიანში რაღაც ძალიან მოგწონს უნდა ადგე და უთხრა, აუცილებლად უნდა უთხრა, ყველანაირი შეყოვნების და ქვეტექსტების გარეშე,
ზოგი სწორად მაინც ვერ იგებსხოლმე, ვიცი :)) უნდა უთხრა იმიტომ, რომ მისთვის შეიძლება შენი 1 სიტყვა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, მაგის მისახვედრად მთელი ცხოვრებაც კი დაგჭირდეს, ან სულაც არ გეყოს.

მაგრამ როცა რაღაც არასასიამოვნო მაქვს ვინმესთვის სათქმელი, აი ის, ზუსტად ის რაც აუცილებლად უნდა ითქვას, ფეხები და ენა უკან მრჩება, არ არის ეგ კარგი თვისება, მართლა არ არის და სულ ვცდილობ ვისწავლო როგორ შევძლო ვუთხრა ადამიანებს ის რასაც ხანდახან მართლა იმსახურებენ, მაგრამ არ გამომდის, უკვე დიდი გოგო ვარ მაგისთვის ვიცი, მაგრამ მაინც არ გამომდის.

დედაჩემიც ეგეთია ვიცი, მამაც, ბებოც, ალბათ მაგისი ბრალიცაა.
ეგეთი რამის თქმას მირჩევნიახოოლმე, რომ გავჩუმდე და საერთოდ არაფერი ვთქვა, მაგრამ სულ ეგ ართქმაც არაა კარგი, მერე გონიათ ადამიანებს რო ცოტა დებილი ხარ და რაებსაც აკეთებენ ვერ ხვდები. იმას კი ვერ იფიქრებს ვერავინ რომ ისევ იმათ ვუფრთხილდები, თუნდაც საკუთარი საქციელის გამო გული კიდევ იქეთ რომ არ ეტკინოთ, საშინელი თვისებაა თუ ჩვევა, იმედია ოდესმე თავს დავაღწევ : )

დღეს საშინელი ამინდია, ცა არ იხსნება, ქარია და ცრის, ბევრ რაღაცაზე ჩამაფიქრა. სულ მინდა გვახსოვდეს-ხოლმე, აი სულ რომ ჩვენს სიტყვებს ძალიან დიდი ძალა აქვთ ჩვენი საყვარელი ხალხისთვის, მართლა, ისეთი დიდი, რომ ჩვენ საერთოდაც ვერ წარმოგვიდგენია-ხოლმე.


დღის კარგ დასასრულს გისურვებთ,


მომავალ წაკითხვამდე.

კიწი

No comments:

Post a Comment