გამარჯობა დღიურო,
დღეს 4შაბათია, მაგრამ 3შაბათი მგონია, იმიტომ რომ ორშაბათს შვებულება მქონდა დაწერილი, ნიკო იყო ჩემთან ჩემი უახლოესი მეგობარი, ჰანოვერი არ გვეყო და ამსტერდამშიც ვიყავით 2 დღე.
ძალიან მოეწონა ნიკოსაც ამსტერდამი, შეუყვარდა კიდეც მგონი, როგორც მე შემიყვარდა გაზაფხულზე,პირველივე ნახვისას. მართლა საოცარი ქალაქია, ულამაზესია, გასაკვირია მაგრამ მშვიდიცაა, კარგი ჰაერია, სიმპატიური და ლამაზად ჩაცმული, ველოსიპედზე შემომსხდარი ხალხით, 'მესტნებს' და ტურისტებს ერთმანეთისგან წამში არჩევ მოკლედ რო გითხრათ.
მუცლის ტკივილი ხელს მიშლის წერაში, გუშინ 2 წამალი დავლიე, მაგრამ ვერ გავიყუჩე ვერაფრით, ბოლოდ 9 საათზე სერიალის ყურებისას ჩამეძინა, ეგეთი როდის მოხდა ბოლოს არ მახსოვს, ალბათ გადავიღალე ძალიან, -7 გრადუსი იყო გუშინ დილად, ამინდს რომ დავხედე ლამის გული გამისკდა. დღესაც ძლივს ავდექი, არვიცი რა მჭირს, არ ვარ არადა საერთოდ ზარმაცი. მართლა.
ალბათ ის მჭირს რომ წლები არ მეძინა წესიერად, იმიტო არა რო უძილობა მაწუხებდა, უბრალოდ ძილში დროის დაკარგვა მენანებოდა, ახლაც მენანება, მარა მაშინ ვქაჩავდი 3 საათის ნამძინარებზე ყველაფრის მაგრად კეთებას, ახლა ვეღარ, მთელმა 24-მა წელმა ალბათ მაინც თავისი ქნა ))))
ბლოგზე თემა შევცვალე, მიხარია, არვიცი რატომ. სამსახურში თან საგიჟეა და თანაც სიმშვიდე,
ყველა ზის და თავისთვის წყნარად აკეთებს მილიარდ გასაკეთებელ საქმეს, თუ ერთმანეთს ვერ ეხმარებიან, არ უშლიან მაინც. ახლაც ჩემს თანამშრომელს ველოდები, რაღაც უნდა გამომიგზავნოს, რომ მუშაობა გავაგრძელო, ხოდა მეც დრო მოვიგდე. მაგრად დავიღალე დღეს, საჩუქრები დავარიგეთ, მაგრამ ისე უხაროდათ თანამშრომლებს, რომ მათი ბედნიერი სახეების დანახვაზე დაღლა უცებ მეხსნებოდა, თოვლისბაბუობა რა მაგარი პროფესიაა ალბათ, ხალხს რომ ახარებ. :)
საინტერესო მემგონი არაფერი ხდება ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში, ნუ ის კი რო ვმოგზაურობ და ჩემი მეგობრები ჩამოდიან ჩემთან, მაგრამ რაღაც დრაივი მაკლია, არ გავრობოტდე ამათნაირად )))
ძალიან, უზომოდ მომენატრა რამე საიტერესო წიგნში თავიდან ბოლომდე გადაშვება, რამე საინტერესო და ისეთი ფილმის ნახვა სულში რომ ჩაგრჩება, ჩემს მეგობრებთან პირადად ლაპარაკი, ყველანაირი ტექნიკის შუამავლობის გარეშე, ალბათ ესეც მღლის, მარა იქნება ყველაფერი კარგად, კარგად ისედაცაა პრინციპში, მაგრამ უკეთესად. თეატრში წასვლა მენატრება ძალიან, კიდე საინტერესო ლაივებზე...
მოკლედ თბილისური ცხოვრება მომენატრა, რო შეიძლება 100 წელი საცობში იდგე და მაინც არ გეშლებოდეს ნერვები, ან კიდე დაუსრულებლად იწუწუნო მაგაზე, მე ორივე ძალიან მაგრად შემიძლია, ნერვების არ მოშლაც და წუწუნიც, გააჩნია რომლის ხასიათზე უფრო ვარ ან თემა რამდენად სერიოზულია, თუ ძალიან სეწრიოზულია ნერვებს არ ვყვები, მშვიდად ვუყურებ და ვუვლი, თუ არაა სერიოზული შემიძლია ვიწუწკუნო ტყუილად ))) ანუ მთელი გულით არა, ისე რა, რო გავერთო.
9 დეკემბერს ვრჩები აქ სტაჟირებას, მიხარია, დავიღალე, აღარაა საინტერესო, წლის ბოლოა და არავის სცალია საჩემოდ, ჰო, ეგრე.
მოკლედ ერთი სული მაქვს სახლში როდის წავალ. რაღაც პოსტი დავწერე, თეგ თამაშიდან, მელანო უნდა დამეთაგა მარა 2 ფურცელი სადღაც გეიბნა და როცა ვიპოვი მერე დავწერ.
წავედი ეხა დავუბრუნდე ჩემს რუტინულ ცხოვრებას,
გკოცნით
კიწი

წუწუნზე მე ვარ ხოლმე ეგრე, თუ რამე სერიოზულია, ხმამაღლა საერთოდ ვერ ვლაპარაკობ და სამაგიეროდ, წვრილმან რამეებზე დაუსრულებლად ვწუწუნებ :))
ReplyDeleteმეც ეგრე ვარ ზუსტად ))) ეგრე ჯობს მგონი <3
Delete