Leos have a hard time saying goodbye...
ხოდა ხვალ მიწევს აქაურობასთან გამომშვიდობება, ხოდა მართლა ეგრეა რაც ზემოთ წერია, ხოდა ძალიანაც მიხარია რომ მივდივარ, ხო არც ჩემს ყველა თანამშრომელზე ვგიჟდები ისე, რომ ნახვამდის თქმა ასე მიჭირდეს.
მაგრამ ძნელია, მაინც ძალიან ძნელია, ვერ ვიტან დამშვიდობებებს, მართლა არ მიყვარს, მასევდიენებს, მიუხედევად იმისა რომ ძალიან მიხარია რომ ვბრუნდები და როგორც ჩანს ეს დეკემბერი საინტერესო იქნება, თბილისამდე კიდევ 22 დღეა დარჩენილი.
და საერთოდაც დამღალა ამ ციგანი ბავშვივით ჩმოდნებით წოწიალმა და ქალაქიდან ქალაქში გადასახლებამ, არვიცი მართლა ესე დავიღალე ამითი თუ ახლა ხასიათის ბრალია...
ხოდა მივდივარ ხვალ, უკვე ჩემს სახლად შეგუებულ სახლს ვტოვებ, დავემშვიდობები თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც გუშინ უკვე გადავიღე ე.წ გამოსამშვიდობებელი ფოტო პოლაროიდით, ჩავალაგებ ბოლომდე ჩემოდანს, ჩალაგებისას ჩემთვის ვიწუწუნებ და გავბრაზდები ყოველთვის ბოლო დღემდე რატო ვდებ ჩემოდნის ჩალაგებას, ბოლოჯერ წავალ ამ სამსახურში, ვეცდები, ბოლო დღისდა მიუხედავად, 9-ის ნახევარზე გვიან არ მივიდე, მერე გამოვიხურავ კარს და ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ეტაპს დავასრულებ.
რაღაცნაირად სევდიანია-ხოლმე დასასრულები, მითუმეტეს იმ ადგილას ერთი საყვარელი ადგილი თუ მაინც გაქვს და ერთი ადამიანი თუ მაინც გყავს რომელიც შენს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია და უყვარხარ.
მე მყავს, მარტინა, დასაწყისშიც ვწერდი მასზე. წინა შაბათ-კვირას ოცნება ამიხდინა და ორღანის მოსასმენად წამიყვანა. საბოლოოდ მარტო მოსასმენად კი არა დავჯექი და 'დავუკარი' კიდეც, ძალიან მაგარი იყო.
მერე რა რომ ბოლო 1 თვეა არც ერთი შაბათ-კვირა მიძინია წესიერად და მერე რა რომ გადაღლილობისგან 07.30-ზე ვეღარ ვდგები, მერე რა რომ რაღაცნაირად მომეწყინებახოლმე ნახვამდის თქმამდე, მერე რა რომ 200 ბარგი მაქვს სათრევი, მერე რა რომ ჩემოდანში ვერაფერს ვატევ, მერე რა რომ მაიკიმ თავისთან ჩასასვლელი ბილეთი ბერლინის ნაცვლად მაინც ჰანოვერიდან მიყიდა და მერე რა რომ პორტუგალიიდან ჩამოსული, ერთი დღე დასვენების მაგივრად, ჰანოვერში უნდა გავიქცე, მერე რა, ყველაფერი კარგად არის აი ეგრე!!
და ეგრეც იქნება.
სასიამოვნო მოსალოდნელ შაბათ-კვირას გისურვებთ,
მე კი გავერთობი (წესით),
გკოცნით,
კიწი

No comments:
Post a Comment