Saturday, 10 March 2012

becouse i'm a lady ))

პოსტის სათაურთან რა შუაშია რასაც დავწერ არ ვიცი,  მართლა მეზრბა ეხა წერა, მარა მართლა მინდა რო დაუწერლად არ დავიძინო... გუშინ ჩემი ანანოს დაბ.დღე იყო, კარგად გავერთეთ, მშვენივრად, ჩემი ახლადნასწავლი "გაზაფხული შემოსულა, ლენ" დავუკარი, თუ მაგას დაკვრა ერქვა რათქმაუნდა ))) მარა რო დალევენ ბევრს, მერე ვეღარ ხვდებიან )) ჰაჰაა, 4 გაკვეთილია რაც მივედი, მინდოდა ძალიან, ქართული სიმღერების სწავლა მინდა ჯერ, ოღონდ ეგეთების, კარგების, ძალიან მიყვარს და რა ვქნა... <3 რაღაც გაზაფხული მოიპარება ნელ-ნელა, ვარჯიშიც დავიწყე სააგენტოში, ისე მტკივა კუნთები, ისე... ფეხს ძლივს ვადგამ. ისე დღეს მშვენიერი დღე იყო საერთო ჯამში. დილიდან სააგენტოში ვიყავი, 3 საათი, ქანცი გამძვრა )) მერე მარიტასთან წავედი, ნუ ახლონათესავები გახლდნენ რათქმაუნდა ადგილზე. 10ისკენ მე და მამი წამოვედით და "სტაროპრამენში" 2-2 კათხა, ერთი დიდი და ერთიც პატარა, ლუდი გეახელით. ბევრიც ვიცინეთ, ვისაუბრეთ და სადღაც საათნახევარში, ანუ მალევე წამოვედით სახლსა შინა, ეხა ისეთი დაღლილი ვარ და ამ ლეპტოპის გადადებაც ისე მეზარება, თან მომნატრება აქაურობა.

ღამის ნისლში გარინდულან ქუჩები.
მე ჩვეულად არავის ვეურჩები...
სიარულში დამეღალა ფეხები,
გზადდ შეომხვდნენ აშოლტილი ვერხვები/
რა?! - გავიქცე?!
ვიღას დავემალო მე,
მეზობლები ძელებურად "გალობენ"
თავს გვანებებს გაწუწული მურია,
ჩემი ხმა კი 'ძაააან' შინაურია.
მინდა წერა, არ მანებებს ქაღალდი
ამიტომაც, ფიქრით სადღაც გადავხტი... ))


რა შუაში იყო ახლა ეს ექსპრომტი რომელსაც აღარ გადავიკითხავ, მაინც რავიციი ))) არ შმეცვლევინოს რამეე, ტკბილი ძილი ჩემო თავო, თქვენც ხალხნო...
კიწი

2 comments:

  1. ჰაჰა)) ეს აღარც მახსოვდაა))

    ReplyDelete