Tuesday, 13 June 2017

#თითქმისსაღამო

სამსახურში ვარ, 27 წუთია ჩემი სამუშაო დღის დასრულებამდე, არა წუთებს არ ვითვლი, უბრალოდ საათს შევხედე, დღეს დიდი დღე იყო, თავისი შეხვედრებიანად დაა ფასწარმოქმნებიანად, ეხა კიდე ვზივარ თეთრ ნაყინს ვჭამ ატმით და ჩემი საყვარელი სიმღერის რაღაც ყურითმოთრეულ ქოვერს ვუსმენ ))
რატო არ გამოვრთავ თვითნაც არვიცი, დღე არ გავა ბლოგზე არ შემოვიდე, უბრალოდ სათქმელი ხანდახან იმდენად ბევრია, რომ თავის მოყრა მიჭირს–ხოლმე, როგორც ახლა.

საქმე ბევრია, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობ, თუ ვერთობი დაახლოებით 11 საათის მერე, მარა როგორც პაპაჩემი იტყოდა შრომამ შექმნა ადამიანიო :))
ხოდა დიდი გოგო ვარ უკვე და დაღლებზე წუწუნის დრო არაა, 3 თვეა არ დამილევუა, წამალს ვსვამ, კი გერმანიაშიც ისე ვოყავი 10 დღე რომ ლუდი არ დამილევია.  თან რო გინდა რო დაწერო და თან რო გეზარება ეგრე ვარ.
მაგრამ მერე მიყვარსხოლმე ძველი ამბების გადაკითხვა, სულ მაინტერესებს რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ან რას ვგრძნობდი ... :)
ხოდა დიდ გოგობაზე რას ვამბობდი? 24 ივლისიც მოვა მალე და 25 ის გავხდები...
ჩემი 25 ცოტა სხვანაირად წარმომედგინა, მარა ნიჩიო ... :)))
უარესიც შეიძებოდა.
ისე უკეთ ვარ, ბევრად, მაგრამ ბოლოდე კარგად მაინც არა, ეგეც ჩაივლის. მართლა ჩემს თავს ვახსენებ სულ რომ თუ დავნებდები უკეთესად ვერ ვიქნები. ასე რომ

ძვირფას საღამოს გისურვებთ

კიწი

2 comments:

  1. იეი, მარტო მე არ ვარ ფხიზელი :))) 29 ნოემბრამდე არ ვსვამ. მონიშნული მაქვს კალენდარში.

    ReplyDelete
    Replies
    1. ვიციი :)) FB–მ შემატყობინა, ჩემთან უბრალოდ ისაა, რომ განუსაზღვრელია ვადა ))) შეიძლება მალე მორჩეს ეგ სუხოი კანონი, შეიძლება არა, კარგია რომ იცი :)) <3

      Delete