წეღან მოვდიოდი სამსახურში ავტობუსით და ვფიქრობდი, რომ თბილისი ვალდებულებების ქალაქია, ვიღაც გავალდებულებს, რომ ბილეთი აუღო, ვიღაც ადგილი დაუთმო, ვიღაც გავალდებულებს, რომო მის მაგივრად რაღაც გააკეთო, სადმე გაყვე, ბედნიერი იყო ან კონკრეტული მოვლენა ისე აღიქვა, როგორც მიღებულია, თუნდაც როგორც მას უნდა.
მე მგონია, რომ ადამიანებს მხოლოდ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაგვაჩნდეს(ნეტა) , არავინაა ვალდებული, არავინ არავისთან, და არავინ უნდა იყოს, საკუთარ თავთანაც კი, არანაირი ვალდებული არაა ადამიანი ის იყოს, ვინც თუნდაც 5 წუთის წინ იყო, ან იგივე შეხედულება ქონდეს რაც 1 თვის წინ. მიმღებლობა ძალიან კარგი თვისებაა, ძალიან.
ჩემი უფროსი მეუბნებოდა გერმანიაში წასვლამდე, ადამიანები ცუდს და უარესს შორის არჩევანს უმარტივესად აკეთებენ, იმიტომ რომ იციან
ერთი ცუდია და მეორე უარესი, ისინი კი ცუდს ირჩევენო, მაგრამ ცუდისა და კარგს შორის არჩევანის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია მათთვის იმიტომ, რომ კარგს ვერ ხედავენო :) ხოდა ამას რაღა დავამატო, უბრალოდ დავეთანხმები.
3 დღის წინ ჩამოვედი გერმანიიდან, ჩემებთან ვიყავი 10 დღე, ხოდა რა საოცარია როგორ სხვადასხვანაირად ვუყურებთ სამყაროს. აქ ყველაფერზე ვაი–ვიში იციან, მართლა, შევწუხდი, რაც პრობლემა არაა იმისგანაც პრობლემას ქმნიან და შენც გგრუზავენ, ვაფშე ვერ ვხვდებოდი ადრე მაგას, მარა რაც გადავცხოვრდი და შემდეგ გადმოვცხოვრდი, ძალიან ბევრ რამეს შევხედე სხვანაირად.
მაგალითად, რაც ცუდად გავხდი მაგის მერე წამალს ვსვამ, რომლის გამოც ბევრი ისეთი რაღაც მაქვს აკრძალული, რაც ძალიან მიყვარს, მათ შორის დალევაც :) აქ ისეთი რეაქციები აქვთ მაგაზე, აუ, ვაი, ვაიმე, საწყალო, რა გაახურე ამდენი არ დალევით, რატო არ ეგრე ისა ესა, ტვინს აგხდიან, რო მივდიოდი ვემზადებოდი კიდევ ერთი ეგეთი ტალღისთვის, თან ხო ვიცი ისინიც კაი მეწვრილნმანეები არიან :) ხოდა რო ჩავედი და ვთქვი რეაქციის მერე ეგრევე ამოვისუნთქე და მივხვდი რო ვაფშე სხვადასხვა პლანეტაზე ვართ. ერთადერთი იმაზე დაწყდათ გული მთლად ფამტასტიურად რომ ვერ ვიყავი, ზედმეტად გაგებით მოეკიდნენ, ზედმეტად!! აქ ვინმეს რამე თუ არ გამოსდის მერე გგრუზავენ შენც რო აი იმას არ გამოუვიდა, აი ვიზა არ მისცეს, აი ვერ გააკეთა, აი ვერ ჩააბარა და შენ როგორ "ბედავ" და როგორ გინდა ეგენი გააკეთო?!
იქ კიდე პირიქით, არ გამოგივა?! გეუბნებიან, ცხვირი მაღლა, ცხოვრებაა, ყველაფერი ხდება, გამოგივა აუცილებლად თუ იშრომებ იმისთვის რო გამოგივიდეს, არც იმას ამბობენ ვინმეზე რო გაუმართლა, უბრალოდ ამბობენ რო იშრომაო, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ შრომითო, ზუსტად იგივენაირად ზრდიან შვილებს, რომ აუზში ჩახტომისას მუხლებს თუ გადაიტყავებ კი არ უნდა იტირო და დაჯდე, კი უნდა იტირო და მერე მაინც თავიდან ჩახტე.
ბავშვებს ასწავლიან, რომ შენ აქეთ–იქით ნუ იყურები სხვა რას შვებაო, არ აქვს მნიშვნელობა შენზე ცუდია, თუ შენზე კარგიო, შენ თავს შეხედე და მარტო წინ იყურეო, თქვი რომ ეს შეგიძლიაო, სამჯერ ღრმად ჩაისუნქე და გააკეთეო, თუ გამოგივიდა ხო კაი თუ არა და ცხოვრებაა და კიდე ცდიო, ესე არიგებდა ბებია 5 წლის ბავშვს ცურვის გაკვეთილზე წასვლისას, რომელსაც ყვინთვის სწავლა უჭირდა.
რატო, რატო არ შეიძლებოდა რო ჩვენთანაც ეგრე აღზარდონ ბავშვები? რატო, რამხელა ბედნიერება იქნებოდა, მე ვეცდები ეგრე გავზარდო ჩემი შვილები, რომლებიც ალბათ ოდესმე მეყოლება :))
არვიცი რა, დასაწყისში იმისი თქმა მინდოდა რომ მხოლოდ სხვისი ვალდებულების ვალდებულებების ქალაქია თბილისი :)
წავედი გავაგრძელო მუშაობა,
მომავალ წაკითხვამდე
კიწი *

No comments:
Post a Comment