Sunday, 15 October 2017

"Congratulations, universe, you win.”

დღეს კვირაა, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება-ხოლმე ბესოსთან მოვედი, დღეს დილით ჩემი ძველი დღიურები გადმოვალაგე (რაღაცებს ვალაგებდი) და ჩემი სკოლის ზოგი რვეული, დავალებები რომ წავიკითხე მართლა დავრწმუნდი რო უკარგეს სკოლაშ დავდიოდი და დიდი წვლილი მიუძღვის "ქართულ სასწვალებელს" იმაშ რომ დღეს ასეთი ვარფ და ბევრი რაღაც მაინტერესებს, მესამე კლასში ასტროლოგიას რომ გასწავლიან ადამიანს, ალბათ პატარაობიდანვე მეტის ინტერესი გიჩნდება :)

გუშინ იყო მეოთხე დღე, როცა წამალი არ დავლიე (ყოველ მეორე დღეს ვსვამ), ხოდა მესამე დღეს, ღამის ჩათვლით კარგად ვიყავი და მიხაროდა ძალიან, რაღაცნაირად, თან იპოდრომზე ვიყავი, ანოსთან და მის მეგობრებთან ერთად, რაღც ივენთზე დფა რო მივდიოდი რაღცნაირად ვფიქრობდი რომ ამდენ ხალხში ცუდად არ გავხდე და თავი არ წევიქციო-მეთქი :)) მარა პირიქით, ძალიან გაასწორა და ძაან გავერთე, უდაღლილესი ვიყავი და იმაზე ბევრად კარგი იყო ვიდრე ველოდი. ხოდა ეხა კიდე ერთგან მივდივაფრ წესით, სადაც არ ვარ ნამყოფი და იქაც იმედია მშვიდობით ჩაივლის.

მეზიზღება უკვე კაფეებში სიარული, მართლა, არაფერი არ მეჭმება და არ მესმება და მითუმეეტს ისეთ ვინმესთან ერთად თუ ვარ ვინც არ იცის ძალიან კარგად როგორც ვარ (ანუ ეგ ბევრმა ადამიანმა არ იცის))),
ხოდა ვერ ვიტანბ მენიუში ასი წელი რო უნდა ვიყურო და მაინც ვერაფერი ამოვარჩიო რაც მეჭმება და ბოლოს ისევ კარტოფილი ვჭამო :)

დავიღალე რაღცნაირად რა, თან ხალხთან ეს წუწუნები და ვაიმეცუდადვარები არ შემიძლია და რომც შემეძლოს მაინც ვერ გაიგებენ და ვერფ იგრძNობენ მიახლოებითაც კი რა მჭირს, ვიუსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია :)

მარტოა ანი გამოდგა "ნამდვილი მეგობარი" ყევლაფერი წაიკითხა იმაზე რაც მჭირს და ჩემთან ერთად მოუსმინა ბევრს რამეს ... ნუ თვითონაც სჭირდა მსგავსი რაღაც და ალბათ მაგიტომ ესმის შედარებით ჩემი, არა ისედაც ბევრ რამეში ესმის ჩემი, მარა მაინც, სულ იმას ვამბობთ რა ცუდია საპირისპირო სქესისები რო არ ვართ, ან კიდე ერთი სქესი რო არ მოგვწონს :)))) იმიტო რო იდეალურად ვიქნებოდით, ალბათ :დ

ხოდა სიცილების გარეშე მაინც არ გამომდისხოლმე პრობლემებზე საუბარი, დღეს ბესოს ჩავუგდე ერთი რუსი ფსიქოლოგის გადაცემის ლინკი, მოუსმინემეთქი და მერე თოხაძეა ერთი ამისი ექიმი ძმაკაცი, ყველას რო იცნობს და სფეროში ძალიან კარგად რო ერკვევა ეგეთი და იმას კითხე ვინმე კარგიმეთქი, მეც მითხრეს ვიღაც 2 ტიპი და ვნახოთ რა...

ჩემი თავისთვის ცოტა დრო რომაქვსხოლმე არ მიყვარს...
გუშინ ძალიან დავიღალე, ვმუშაობდი, რაღაც ღნისძიება გვქონდა და მე მევალებოდა, სამსახურიდან, მერე მარიამს გამოვიუარე მანქანით, წავედით კალინაში, მანდ მაინც მეჭმება ყველის პილმენი :)))) ხოდა მერე ანიც მოვიდა, გადავბარგდით მულინში და ისეთი დაღლილი ვიყავი წავედი სახლში, 2 საათი ვიწექი, ცხადია ვერც დავიძნე, ვერც მოვისვენე და გავედი გარეთ, წავედი ლესელიძემდე ფეხით, ლუკაში ნაყინი ვჭამე და მერე ბარში ბავშვები ვნახე.

რა მარტივები არიან ხანდახან კაცები რა, ერთი ბიჭია, მოვწონვარ, ხოდა ეგ მწერდა რო დრანქში თუ მიხვედი და ადგილი თუ იქნა მითხარიო, არვიცი რასტო მიხვდა რო წავიდოდი )) კარგიმეთქი და რო დარწმუნდა რო მივდიოდი ვიღაც გოგოსთან ერთად მოვიდა, ხოდა მე ჯერ ხო ისედაც არ მაინტერესებს ეგეთი რაღაცები და ამ შემთხვევაში მითუმეტეს არ მაინტერესებდა ))) ხოდა მერე მაინც მე მელაპრაკებოდა ზუსტად საათნახევარი, ის გოგოც გვერდით გვეჯდა და მე ძაან შემეცოდა, მე სულ იმ გოგოს ველაპარაკებოდი მე, თან ლამაზი გოგო იყო, ხოდა აი ვერ ვხვდებიხოლმე რანაირად უნდა მოგივიდეს თავში ეგეთი იდიოტური "ხოდი", ვითომ ეხა მაგით რა?! ანუ მე რო არ მაინტერესებს ვითომ მაგითი დამაინტერესებდა თუ რა?!:)))) მე კი ვაფშე არაფერი და ისთ მირ ეგალ, მარა იმ გოგოს ადგილას რო წარმოვიდგინე თავი ძაან შემეცოდა, ხოდა 12ზე ავდექი და მეთქი წავედითქო და წამოვედი, ანიმაც ვერ გამოაღწია, სალომეს ალაგებინებდა სახლს და თუ გადიხარ მაშინ დავრჩებიო და დარჩა.

ხოდა ამეებით რისი თქმა მინდოდა? არც არაფრის, იმისი რო გუშინ დილას უწამლობის გამო ძალიან ცუდად ვიყავი უკვე, დამეწყო ისევ ხუთვები და ვერსუნთქვები და აღარც მახსოვდა ეგეთი საშინელება რო იყო :)

ხოდა დავიღალე ამ ცუდად ყოფნებით და აკრძალვებით რა!!!

დღესაც ვერ ვარ კარგად, მარა ნიჩიო, ძლიერი გოგო ვარ და მიჩვეული ვარ ))) სხვარაგზაა თორე ხანდახან მეც მინდა სუსტივიყო-ხოლმე, მარა არჩევანი არ მაქვს :)

კი მომნატრებია წერა, რამხელა პოსტიკუნა გამოცხვა :)

ლავები, წავედი,

კარგი კვირის სტარტი ხვალ,

კიწი

პ.ს ტომასა უკარგესობაა (ბრჭყვიალაემოჯები)

No comments:

Post a Comment