ვზივარ ლექციაზე, ჩემთვის, ხმას არავის ვცემ. ცოტა უჩვეულო მომენატია ჩემთვის, დაჟე ცალკე მერხზე ვჯდები რომ არავინ მელაპარაკოს (ჯერ დაკვირვების რეჟიმში ვარ და მაგიტო ალბათ), რაღაცნაირად მეზარება, არადა მიყვარს ახალი ხალხის გაცნობა, ხანდახან.
ალბათ ჩემს ჯგუფელებს უინტერესოდ ვთვლი?! ეგრეც ვერ ვიტყვი, ცალსახად, ვზივარ და თორნიკეს ვუსმენ, საროჩკა აცვია, ცოტა მოუმატია კიდეც, ისე უფრო მეტს ველოდი, როგორც პროფესიონალი კარგია, როგორც ლექტორი მოიკოჭლებს, ნუ ეს ჩემი გადმოსახედიდან, სხვებს მგონი ძალიან უყვართ. მაგრამ კარგი ლექტორობა და თან პროფესიონალიზმი ძნელია ალბათ ერთად.
ნეტა მე თუ შევძლებდი?! არვიცი, მეუბნებიან-ხოლმე კარგად იცი რაღაცების ახსნაო, მარა არვიცი მართლა თუ გამომდის.
ხოდა ერთი გოგოა,დეა, ვებ-დიზაინერია და მარკეტოლოგი, ეგ მოვიდა ჩემთან და მეუბნება
შენ ძაან პოზიტიური ხარო, ლექციებზე ეგრეევ კარგად განვეწყვე შენს მიმართო, კაი ტიპი ხარო და მინდოდა მეთქვაო :) არადა არც კი გამიღიმია მემგონი და "რაის პოზიტიური"-მეთქი, ვფიქრობ, რა საინტერესოა როგორ გვხედავენ-ხოლმე ადამიანები.
მემგონი როცა დავდივარ და ვზივარ ჩემთვის მეღიმება-ხოლმე, მახსენდება ხშირად რაღაცები, ან რამე ისეთს ვიფიქრებ, იქნებ მაგიტომ, მაგრამ ისე, რორამე ისთ მირ ეგალ :) წავედი ახლა, პასტით ვწერ, დამეღალა ხელი...
ასე იკითხებოდა პიემესის დროს ლექციაზე ჩაწერილი ფურცელი :) კაი 10 დღე კი გავიდა მგონი.
მერე ჩემს ორ ჯგუფელსაც დავუმეგობრდი, რომლებიც აზროვნებენ და წესიერად შეგიძლია დაელაპარაკო ბევრ რამეზე :) ერთი საბაა, მეორე დეა, გუშნ დეამ დანქინიდან მოგვიტანა რაღაცები (იქ მუშოაბს) მე დონატები, რომელსაც შოკოლადი ქონდა და ვერ ვჭამე, საბას ბურგერი :))
ჯგუფის შეკრებაზე ერტად წასვლაც დაიგეგმა და ჩაიზე მისაყოლებელი ფბ-ჩათიც შეიმნა, მუცლისტკივილამდე სიცილებით. ლექციების მერე ფილარმონიამდე მივდივართხოლმე და მერე სხვადასხვა ლოკაციებზე ვიშლებით, ძრითადად )
ხოდა ერთ-ერთი გასვლისას დეა მეუბნება რო შენ გაცნობით დღეზე მახსოვხარ,ეხა გამახსენდაო, რაღაც გკითხე და ფურცელი რო მომაწოდე კი გამიღიმე ვიფიქრე რა კაი გოგოა, მარა მერე ყველაზე სწერვა ადმიანი მეგონე მთელ თბილისში, აი ისეთი კონტაქტში არავისთან რო არ შედიან, სულ თავისთვის რო არიან და ხმას არავის სცემენო, მაგდღესვე ანუ )) არვიცი რატო, ძაან გაგვეცინა.
როგორი საინტერესოა რა საიმიჯო პარამეტრები ამოხტებახოლმე შეფასებების დროს :დ
საბა კიდე მეუბენბა ესეთი დადებითი ნუ ხარ მეშინიაო, არადა რა მოუგონიათმეთქი, ჩემთვის ვფიქრობხოლმე, კარგია ალბათ ეგრე როცა გხედავენ, ან არ არის კარგი, არვიცი :) საბას მოწერილი გავახმოვანე გუშნ და ანუკიმ თავიდან ქეთა რო გავიცანი მეგონაო რო ეს რაღაცას მატყუებსო, რანაირადაა ესეთიო, მერე მივხვდი რო მართლა ეგეთი იყავიო :დ
ხოდა თურმე რაები შეიძება გაიგო ადამიანმა შენი დაქალისგან კარგახნის მერე, პირველად მესმოდა :დ
ხოდა რა შუაშ იყო ეხა ესენი მეც არვიცი, უბრალოდ გონებაშ მქონდა და მინდოდა დამეწერა, რომ ანუ უნი არაა ძაან ცუდი, 1-2 კარგი ბავშიც მოიძებნა (თუმცა მარტოც ძვირფასად ვგრძნობდი თვს), მაგრამ დავალება ჯგუფურად გვაქვს სულ და გინდა არ გინდა მომიწევდა ხალხთან ურთიერთობა :დ
ხოდა რა ამათი პასუხი იყო და 3 დღის წინ გამეღვიძა დილას, ულამაზესი დილა იყო, თბილი და მზიანი, ხოდა პირველი რაც იყო გამეღიმა და უცებ მივხვდი რომ ვისაც რა უწყენინებია ჩემთვის აი ასე ავდექი და ყველას ყველაფერი ვაპატიე :) მაგარი შეგრძნება ყოფილა, ძალიან, ტქვენც ცადეთ, ხო აი ასე უბრალოდ და დიდი ბედნიერების შეგრძნება მოიტანა, ძალიან. ვაპატიე და დავიკიდე ანუ (ოღონდ) )) და წარსულში დავტოვე.
კაი მოკლედ რა, რაღაც არეული პოსტი გამოვიდა მგონი, მარა ეგეთი დღეა დღეს
წავედი
კ.
პ.ს იმისი თქმა მინდოდა რო ძალიან საინტერესო იქნებოდა ხანდახან ისე აღვიქვამდეთ საკუთარ თავებს, როგორც სხვები აღგვიქვამენ :)

No comments:
Post a Comment