Monday, 30 January 2017

02:07


ახლა ბებო მელაპარაკებოდა ვიღაცაზე და რაც თავი მახსოვს სულ ეგეთია, ზომიერიო. 

რა ბედნიერებაა ალბათ ადამიანი ზომიერი როა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, სულ იმას ვფიქრობხოლმე რომ ოქროს შუალედი ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი. 

და მაინც, როგორი რაღაცნაირია საინტერესოდ ზომიერი რომ ხარ : ) 

dgiurivit.tumblr.com ჩემი თამბლერი :)


ჩემი დაქალები როგორ გრძნობენხოლმე თავს ამის მიხედვით ვიგებ ძალიან ხშირად, ისე რომ არც ვეკითხები. რას არებლოგებენ, რა სიხშირით, რაზე ფიქრობენ იმ დროს, რა აწუხებთ :) მიყვარს მაქაურობა ^^ მართალია თავიდან ვერაფერი გავიგე როცა დავრეგისტრირდი, უკვე ბევრი წლის წინ, ვერც ანიმ გაიგო, მარა ეხა ჩვენი საყვარელი ფოტობლოგია, ადამიანებს ხანდახან რა მარტივი რაღაცები სჭირდებათ-ხოლმე ცხოვრების გასახალისებლად :)

უკარგეს დღეს ვისურვებ და თქვენც გისურვებთ,

კიწი

პ.ს ვგიჟდები მამაჩემზე, იმდღეს თმას ვიშრობდი, შემოვიდა და რაღაცებს "მეჭორავება" მერე მომიბრუნდა და ისე რამდენი ხანია მე და შენ ერთად არ დაგვილევია და დავლიოთო :)))) ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადამიანია ვისაც ვიცნობ მათ შორის!:)

No comments:

Post a Comment