Tuesday, 14 February 2017

8 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს!

რატომღაც მომინდა ძველი TAG–თამაშებიდან შეუსრულებლები ისევ დამეწერა. ხოდა ვცადოთ. ისე ახლა პატარა გოგო მელანია უნდა დავთაგო ^^ გაიცანით და შეიყვარეთ.

მოკლედ, ვიწყებ... 8 რამ რაც (ყველაზე) ძალიან მიყვარს.

1. ახალგაღვიძებულზე კითხვა.
აი ვგიჟდები, ტელეფონიც რომ არ აგიღია და ჯერ კიდევ მთელი სამყაროსთვის გძნავს. გადაყოფ ხელს საწოლის გვერდით თაროზე, შენს საყვარელ წიგნს იღებ და საკუთარ სამყაროს იქმნი, თუმცა ამ სამსახურის გადამკიდე დიდი ფუფუნება გახდა, ცადეთ, მაგრად მოაქვს ))))

2. მოღუშული ამინდების უსასრულო ციკლის მერე (რაც გროსბურგვედელში უსაშინლესად ხშრია) მზის სხივების და ცისფერი მზის დანახვა.
ყველაზე დიდი ენერგიით მავსებს და თუ შაბათ–კვირაა ხომ საერთოდ. ვიცი შემიძლია ჩემი ველოსიპედი (აქ ჩემი ერთადერთი მეგობარი) წავიყვანო და წავიდე ყურსასმენებში მუსიკით, თუნდაც გვერდითა ქალაქში და ბევრი, ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრო ცხოვრებაზე.

3. ბავშვები.
ჩემი მეგობრები მეუბნებიან–ხოლმე, რაც არ უნდა ცუდხასიათზე იყო, ბავშვებს რომ დაინახავ ეგრევე კარგ ხასიათზე დგებიო.
ვგიჟდები როგორ შეუძლიათ ყველაფრით აღფრთოვანება და უმნიშვნელო წვრილმანებით ბედნიერი ყოფნა. რა მაგარია ჩვენც რომ ოდესღაც ეგეთები ვიყავით.

4. ბედნიერი სახეები.
ყველაზე მეტად მიყვარს, მართლა ყველაზე მეტად, ადამიანების ბედნიერი, გაღიმებული  და სიცოცხლითსავსე სახეების დანახვა, როცა გრძნობ რომ არსეობ – მაგარია!!

5. დილით ჭიქა ყავის და საღამოს წითელი ღვინის წრუპვა ჩემს მეგობრებთან ერთად.
აი ისე, თითქოს არაფერი რომ გაქვს სალაპარაკო და მაინც იმდენს რომ საუბრობთ თემა კი არ ილევა.

6. ლამაზი კაფეების და ახალი ქუჩების აღმოჩენა.
ვგიჟდები! უაზროდ ბოდიალზე, აი ისეთი ამინდი როა, არც ცივა, არც ცხელა შენ კიდე შეგიძლია მიმართულების გარეშე იარო, მერე პატარა,, საყვარელი, მყუდრო კაფე შენიშნო, შეხვიდე და შენს საყვარელ წიგნთან ან უსაყვარლეს მეგობართან ერთად ვაშლის შტრუდელი შეჭამო დარიჩინით, შემოდგომის გრილ დღეს, მზის სხივებთან ერთად.

7. ახალი ხალხის გაცნობა და ზოგადად ადამიანები.
იმისი კიდევ ერთხელ აღმოჩენა და გაცნობიერება, რომ ყველას თავისი პატარა, საინტერესო სამყარო აქვს, რომელშიც ბევრი საინტერესო რაღაც ხდება.

8. კინო.თეატრი.კონცერტები.მუსიკა.ნახატები.
ყველაფერი რაც ხელოვნებასთან ასოცირდება და რაც გაიძულებს, ხო ზუსტადაც გაიძულებს, რომ თავისი საინტერესოობით ცხოვრება გაიხანგრძლივო.

სულ ეს იყო მეგობრებო, კიდევ ბევრი რამის თქმაც შეიძლებოდა...

და თქვენ რა გიყვართ?!

კიწი

11 ნოემბერი 2016 წელი, გროსბურგვედელი 

მელ, sorry seems 2 be ვერ გადმოვიტანე აქ აქამდე :))) 

No comments:

Post a Comment