Tuesday, 25 July 2017

#25

ახლა გამახსენდა უცებ, რომ დაბ.დღის პოსტი უნდა დამეწერა, რაღაც ტრადიციასავითაახოლმე, მერე ვიხსენებ სად, რა და როგორ ვქენი. 23 ივლისს ნიკუშას დაბ.დღეა, 24 ივლისს ჩემი. ხოდა მე მეგონა ნიკუშას ვუკეთებდით სიულპრიზს, თავის მეგობრის სახლში პეტრიაშვილზე და მე უნდა მიმეყვანა იქამდე, მერე ისე მოხდა რო თბილ სიო–ში აღმოვჩნდით, ჩვენი ყველასაერთო მეგობარი (ნუ თითქმისყველა) ერთად იყო თავშეყრილი, იმდენად ვიყავი ნიკუშას სიულპრიზზე გადართული რო კარგახანს ვერ მივხვდი რა ხდებოდა ))

მართლა უკარგესი მეგობრები მყავს მე, მაგრამ ძალიან დამწყდა იმაზე გული რო ბევრი ძალიან მალე წავიდა, არადა სხვა რო იუბილარია, სულ ჩაკაკაშკებულ ხასიათძე რომ ვიყო ყირაზე  ვდგები რომ გაერთონ :) და შენ რო ეგრე ხარ ყველასთვის და თვითონ რო იკიდებენ და მიდიან ტეხავს მაგრად :) მარა მართლა გადავწყვიტე ყველას თავზეგადაყოლას მოვრჩე და რასაც ვიღებ ის გავცე, მარტო ეგ და თუ ვისწავლი ეგრე მოქცევას კარგი იქნება,
მაინც არ აფასებენ ადამიანები იმას რასაც უკეთებ, ამიტომ ეგალ :)

რაც შეეხება დაბ.დღეს მართლა ულამაზესი გარემო იყო, პირველად იყო რომ ვერ ვსვამდი, მაგრამ ეგ არაფერი, რას ვიზამთ. უამრავმა ადამიანმა მომილოცა ფბ–ზეც და ისეც და უკარგესი სიტყვები მითხრეს, რა უნდა გინდოდეს ადამიანს ბედნიერებისთვის მეტი?! კუდა (თუ წაიკითხავ) მადლობა შენ, გამამხიარულე ^^ და იმედია მალე გადავიკვეთებით (ჩემი ყავის ვერდალევას რა ვუთხარი).

ხოდა ეგრე რაღაცნაირად დადგა ჩემი 25 წელი. სულ არ მჯერა მაგხელა რომ ვარ, გუშინ საღამოს ფაბრიკაში ვიყავი გოგოებთან ერთად, ძირითადად იმათთანერთად ვინც ბათუმში იყვნენ და გუშინწინ ღამე ვერ მოვიდნენ.

ხოდა მადლობა სამყაროვ რომ ასეთი მეგობრები მყავს, ნუ ყველა არა, მაგრამ კარგები არიან მაინც :) და მომეცი იმისი ფუფუნება, რომ იმაზე მეტად არ ვიზრუნო მათზე ვიდრე ჩემზე ზრუნავენ, კარგი იქნებოდა :)

1/4 საუკუნეც მილეულა ამასობაში,

მომავალწაკითხვამდე.

კიწი

2 comments:

  1. Happy 25 to you ^_^ ყველაფერი საინტერესო ახლა იწყება :))

    ReplyDelete
    Replies
    1. კარგო ნატალია, მადლობა <3 ^^

      Delete