Friday, 26 December 2014

hmM

  1. ამ ბოლო დროს ჩემი და ბლოგის ურთიერთობა რაღაც ესე მიდის–ხოლმე, მინდა დაწერა, შემოვდივარ, ვათვალიერებ პოსტებს, გავდივარ, მეზარება, მერე ისევ ვფიქრობ დამეწერა–მეთქი)) რა მაგისი პასუხია და ერნესტ ჰემინგუეის ისეთი რაღაც უთქვამს რაშიც მე, გაგიკვირდებათ და, ვეთანხმები –  About morals, I know only what is moral is what you feel good after and what is immoral is what you feel bad after”   რა შუაში იყო ეხა ეს? რავიცი შემხვდა წეღან თამბლერზე და მგონია რო მართლა ეგრეა რა, ხვალისთვის ბიუჯეტი მაქვს ჩასაბარებელი, წელს ვამთავრებ და ველოდები შემდეგ წელს მოუთმენლად, იმიტო რო თუ არ მგონია, მინდა მაინც რო ბევრად უკეთესი წელი იყოს, ამასაც როგორ დავარქვა რო ცუდი იყო, არ იყო ცუდი, მაგრამ უკეთესიც შეიძებოდა, მართლა. ხოდა ზურგი და კისერი მაქვს დაჭიმული, არადა კომპშ უნდა წვაიკითხო, თან ნაწერეა გადაღებული ფოტო და მოკლეედ )) ხვალ ჩემი სააგენტოს დაბ.დღეა "წიფანი"–ში, დღეს დამპატიჟეს, მეზარება ცოტა მარა თან იმედია გავერთობი, მოკლედ ვნახოთ რა იქნება და მაგის მიხედვით რა, 11 –ის २० წუთია ჯერ და ყველაფერი გენიალურადაა :) ახალ წელს ჯერ არ ვიცი სად წავალთ, ჯერ–მეთქი ისე ვამბობ თითქოს 4 დღეზე მეტი იყოს დარჩენილი, ახალი წელიც მეზარება რაღაცნაირად თითქოს, რიიარი რია?! მარა ვცდილობ ჩემი თავი მაინც გავირთო, რამდენად გამომდის ეგ მეორე საქმეა, ისე გამომდის პრინციპში)) საკუთარი თავის კამპანია მიყვარსხოლმე, ისეთი ადამიანი ვარ რომელიც ხალხმრავლობაზეც გიჟდება და შეულია კაფეში მარტომაც იაროს :) თან თამბლერს ვათვალიერებ და ისე ვწერ, არადა სუ ჩქარამიყვარსხოლმე ბლოგზე წერა, მარა ეხა მონატრებული მაქვს აქაურობა და ალბათ მაგისი ბრალია, თან ვფიქრობ მოვყვე რაღაცები რო მერე გამახსენდეს და გამიხარდეს, მემგონი ერთადერთი ბლოგერი ვარ ომელიც პოსტებს არ "დრაფტავს" არ ამზადებს და გამოქვეყნებამდე არ ამოწმებს, რა ვქნა, არ შემიძლია მერე რაღა დღიური იქნება ^^ გუშინ მთაწმინდის პარკში ავედი "კუკუშკით", ცხოვრებაში პირველად, ჩაფიქრება დამავიწყდა ;)) ღამე იყო უკვე, ლამაზია ღამის თბილისი, ნეტა დღისითაც ეგეთი ლამაზი იყო, როგორიც ღამით ჩანს და რო იმალებახოლმე რაღაც ცუდობები. რატო მოვიწყინე ეხა უცებ? რაღაცნაირად ვიწყენხოლმე ხანდახან, აი ესე, უცებ და თავისით. მერე ვცდილობ ისევ კარგ ხასიათზე დავდგე, მგონიახოლმე რო რაც ყველაზე ძაან მინდა მაინცდამაინც ის არ გამოვა, არადა ახლო წარსულში რაღაც ძაან ოპტიმისტი გოგო ვიყავი :)) ვიზრდებით ხო და რას ვიზამთ ეხა, მომენატრა აი იცი როგორ ბოდიალი? მიმართულების გრეშე, კაგად რო თბილა და სადაც ფეხები წაგიყვანენ თავისით იქით რო წახვალ, მერე რო გაჩერდები და გემრიელ ნაყინს რო შეჭამ, ან ყავას რო დალევ, აი ისეთ ყავას მთელი დღე რო მიგყვება თავისი გემოთი და ენერგიით. ხანდახან მგონია რო რაც მაწუხებს იმაე ფიქრი მეზარება–ხოლმე, იმიტო რო არ მიყვარს ცუდ ხასიათზე ყოფნა და ვცდილობხოლმე რო არ ვიფიქრო, მარა შინაგანად ხო მაწუხებს მაინც თავისით, ან რო ვწერ თავისით მეწერინება და მეწუწკუნება–ხოლმე, როგორც ეხა. ალბათ ეგეც არის ერთ–ერთი მიზეზი ჩემი და ბლოგის ბოლოდროინდელი დამოკიდებულებისა :)) პრინციპში ზამთარმაც იცის რა. კაი წავედი, მეყო ალბათ, იმედია მალე დავწერ ისეთ რაღაცებს რისი წაკითხვაც მერე გამახარებს, ეხა წავალ ბიუჯეტს წავიკითხავ
კიწი ^^ 

Saturday, 22 November 2014

walking in the dark

არ ვიცი რატომ, ესე უცებ გადავწყვიტე მოდი პოსტს დავწერ–მეთქი, აარფერი არ მაქვს ესე სათქმელი მგონია, მარა როცა ესე მგონიახოლმე მაშინ აღმოვაჩენ რო ბევრი რაღაცის თქმა მინდა ^^ ხოდა ვარკეში ვარ დღეს, ჩვეულად  კვირაში 1 დღეს "ვიქენდზე" აქ ვატარებ, კი გამოდისხოლმე კაი ვიქენდობა )) ვისვენებ ასეა თუ ისე, ადრე მოვდივარ სახლშ, მეორე დღეს შედარებით გვიან ვდგები, ჩემ ჭკუაზე ვარ, პაპაჩემი, ბებიაჩემი და მამაჩემი მივლიან )) საჭმელებს მიკეთებენ, აქ ჩემი წამოსვლა არ შეიძლებამეთქი ვფიქრობზოლმე, მგონი 1 დღეშ 2 კილოს ვიმატებ და ისე მივდივარ უკან. რაღაც რატო გადავეჩვიე ჩემი აზრის გამოთქმას? წერისასაც და ისედაც, რაღაც დაბნეული სახე მაქვს ეხა მიღებული, ისედაც არ მიყვარს ყველა ადამიანთან მსჯელობა, ჩემი აზრის გამოთქმა და პოლემიკაში შესვლა მითუმეტეს სერიოზულ თემებზე, არადა ადრე არ მახსოვს ეგეთი ვიყავი თუ არა, აი ამიტო მინდახოლმე რო ბლოგები ვწერო! მინდა, რო მახსოვდეს სულ როგორი ვიყავი! ანუ ძალიან საინტრესო თუარაა ჩემთვის ის ადამიანი ან ძალიან ახლობელი მაგრად მეზარებახოლმე რაღაც საჭირბოროტო თემების განხილვა და რაგავაკეთო. ეხა პორტიშედი დაიწყო ჩემს ფლეილისთში და ჩემი ექსი გამახსენდა)) ერთად ვუსმენდით ხოლმე და ძალიან გვიყვარდა 2ივეს... ბავშვობა იქეთ იყოს და ეხა ეს ფბ ნოტიფიქეიშენები რა მომცდენი რამეა, სუ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებდი და დამავიწყდა, რაღაც გაასწორა ესე წერამ, დღეს ჩემი თამსკი მიფრინავს ბარსელონაშ, ვნახე და ჩემი განუყოფელი რუგზაკიც ვათხოვე (კი ვიცი რო ზუსრგჩანთაა, მაგრამ ჩემ დღიურში ხო როგორც მინდა ისე ვწერ რა გჭირთ?)) ხოდა მომენატრა ჩემი ბლოგის მკითხველების კომენტარები, მართლი ^^  ჩემი თმის რეზინა კიდე 'გეიბნა' სადღაც არადა წერის დროს ესე დისკომფორტში ვგრძნობ თავს რაარი. წელს მეორედაა რო ზღვაზე არ დამისვენია და ძაან მაგრად მომაკლდა, აი ძაან არადა სიონში ხო ვიყავი მარა აი ეს ზღვის სუნი, გვიან დაძინებები, ადრე ადგომები, გოგოების სეირნები, ღამე პლიაჟზე ლუდის დალევა, პინგ–პონგის ბულვარში თამაშ და იმაზე წუწკუნი რო აიი რაარი ეს ბათუმის ზღვა და წამო წავედით სარფშ, მერე სარფში წასვლა და კლდიდან არგადახტომა )) ძაან მნატრება მართლი. აიაიაიიიი ეტა პარადოოქს )) და კიდე იცი რა მომენატრა მაგიდაე ფეხების შემოწყობა და პარალელურად ძალიან ლამაზი ჭიქიდან წითელი ღვინის წრუპვა და მოწევა, ეგრე არასოდეს დამილევია ღვინო მემგონი მაგრამ მაოინც მომენატრა)) მე ვწყვეტ მაგას :3 ხოდა ეგრე )) ვსო წავედი ეხა, წავედი, თორე ძააან ავბოდიალდი
აი ესეც, გიტოვებთ

პ.ს წყალში ჩაყვინთა აგუწინმა ))))))))))
მომავალ წაკითხვამდე
კიწი ^^

Wednesday, 22 October 2014

i wanna hold your haaaand ^^ და ეგეთები კიარა ეს აჯობებს >> Успокой меня заново 
Мне ужасно нравится <მარა ეხა რაღაც შინაგანად ვნერვიულობ და არ გამოვხატავ გაქრა ქართული შრიფტი და გუგლში ვწერ )) ღმერთო )) ზემფირა და ბითლზები რანაირი ტანდემია არვიცი, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება )) ვოტ ტა
ხოდა არვიცი მინდოდა ბლოგზე დაწერა და თან მინდოდა დამეწერა თუ არა, ეხა ზედმეტად წყნარად ვარ, აი ისე როგორ ჰაიდელბერგში ვიყავი გამოცდის დღეს და ეს სიწყნარე არაა კარგის მომასწავებელი )) ნერვიულობისას ვიციხოლმე :-ჯ ხოდა რა ამის პასუხია და ერთი ფილმის ყურება გვაქვს შუაში გაწყვეტილი, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება და აბა რას ვიზამთ )) რაღაც არაადეკვატური ვარ, ვიცი. 
"ოცნებებიიი ხდებაააა"-ო, ესე გვეუბნება სიმღერა და. რა არეულად ვწერ ახლა წარმომიდგენია. მგონი ჯობს მართლა წავიდე რა.
 კიწი

Thursday, 16 October 2014

-_-

aha qartuli shrifti sadga wavida chemi kompiuteridan? :/ ragac saocrad idiouri dgeebi, PMS-ma rac patvi mca xasiattan dakavshirebit exa davdeqi cudze mgoni, phh ramis dawera mindoda, arvici risi da shriftic ki gaqra. scheisse!! moked wavedi, imedi maqvs ro yvelaferi uketesobisken sheicvleba.
kiwi

Wednesday, 1 October 2014

October ❤

ეს სურათი მემგონი ჩემზეა )) არა ეხა როგორ შეიძლება ეს სურათი ჩემზე იყოს?))) ანუ იმისი თქმა მინდოდა ისედაც რო ხანდახან ყელის ტკივილსაც აქვს დადებითი გვერდითი მოვლენები, მაგალითან ცხელი, დარიჩინიანი რძე, რომელსაც ახლა ვსვამ ^^ ვისაც რძე არ გიყვართ წარმომიდგენია როგორ დაიჯღანებოდით ))) გუშინ 30 სექტემბერი იყო, მშვენიერი დღე, დღეს თამარაც ვნახე, ძაან დაღლილი კი ვარ, თან ყელი მტკივა, თან ხვალ დილის 9-ზე მაქვს ლექცია, პჰჰ )) კაი ბოლო წელიც და მერე იმედია ფრი ფრი ფრიი )) ამ თვეში ძაან ბევრი რაღაც გადაწყდება ჩემს ცხოვრებაში და მინდა რომ ძააალიან მაგარი თვე მქონდეს, რომელიც მერე უფრო მაგარ რაღაცებს მოიტანს, ბევრ საინტერესო თავგადასავალს და ბევრსაც გამოცდილებას, მაგრამ ვნახოთ, ვნახოთ. დიდად არ მაქვს იმედი, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში მჯერა მაინც. წავედი ეხა, გავაგრძელო ჩემი რძის სმა სანამ გაცივდა ;))
 და გამარჯობა ოქტომბერო! 
Pleas be good ! 
მომავალ წაკითხვამდე, კიწი

Wednesday, 10 September 2014

And once again - panik mode ON

ხვალ მაქვს ტესტ-დაფის გამოცდა, ვნერვიულობ ძააააან :/ 
წავედი გავაგრძელე სწავლა-განათლება. 
ერთმა ჩემმა მეგობარმა კი მირჩია წინა დღეს არ იმეცადინოვო )) 
მაგრამ არ შემიძლია ...

წარმატებები მე რა, ნამდვილად მჭირდება ტესტ-დაფ 4!! 

ავიღებ, აააარ მაინტერესებს, ეს იცის მსოფლომ ))

ვსო, წვედი

კიწი ^^

Friday, 5 September 2014

გოგო, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა

ალბათ ჩვენი სტუმრებისთვის გოგო ვარ რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა და ეწეოდა)) არ მქვს ეს ქართული შრიფტი დ მაგრდ ვწვლობ წერაზე)) მოვიდნენ ბიჭთან რომლის ხმაც პირველად გავიგე, მოიტანეს არყები, ლუდები. ჩვენც ვსვამთ. ლუდი დავლიე 2 ბპთლი და ეხა შამპანურს ვსვამ))კაია გერმანია კი, სახლს როგორ მოვაგენი კაცმა არ იცის. კი ვიწვალე 1 პირი))  სუ ესაა რისი თქმაც მინდოდა ))) კიწი
პ.ს ბოდიში`თ ნასვამი ვარ)))

Saturday, 30 August 2014

Deutschland :3

აააბა ვემზადები, ხასიათის რა გითხრათ, ჩავლაგდი, ავლაგდი, დავლაგდი )) ეხა ვიბანავებ და ეგაა წავალ, ხვალ ამ დროს უკვე გერმანიის ჩემ სახლშ მეძნება იმედია ტკბილად :3 ზეგ უკვე სკოლა მაქვს :3 ხოდა ეგრე
არვიცი უკვე ვნერვიულობ თუ რა ჯანდაბას ვშვრები, მსოფლიომ არ იცის მე კი არა ))
1 ის ვიცი რო ჩამოვალ ჩემ ბავშვებთან ერთად დავლევ )) აი რაებზე ვფიქრობ )) მოწევა მინდა, მარა შანსი მაქვს ნო ლი
კიდე რა, მეტი არც არაფერი, მაგდენს რა დაწერს რაებსაც ვფიქრობ.
წარმატებები რაა მე, წარმატებებიი, მართლა მჭირდება :3
არვიცი გერმანიამდე, ან თბილისამდე
კი წი

https://www.youtube.com/watch?v=caW9vrBLsSU << აი ასე ))) 

Wednesday, 27 August 2014

გამიმა რთლა ))

ხოდა ესეიგი რახდება ;)) მე და ანანომ გუშინ ვნახეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარი და კლასელი ნინო, რომელიც სკოლის დამთავრების მერე სტიპენდიით წავიდა გერმანიაში და იქ სწავლობს, მე სუ ვამბობდი ძაან ჭკვიანი გოგოამეთქი, მართლა ეგრეა :3 და საყვარელი. ხოდა შარშანაც იყო ჩამოსული, ვნახეთ ზღვაზე, მერე 2-ჯერ რო ჩამოვიდა მოგვწერა, ეხა იაპონიაში ქონდა გაცვლითი სემესტრი დაფინანსებული და 1 კვირა აქ გამოუშვეს სტაჟირებიდან მივლინებაში ))) ხოდა ვისხედით გუშინ "ამო რამე"-ში, ვსვამდით ცივყავას, როგორც ყველა ანანოს ნახვისას ეხაც ნახევარი საათის ჩამოსული ვიყავი სიონიდან და სახე არ მქონდა )) ჩემი გოგოები ბათუმში წავიდნენ 3 დღეა, ანანოც მიდის ხვალ და ნინო მეკითხება რატო არ მიდიხარო? 3-დღეში მივფინავმეთქი, სადო? გერმანიაში, ჰაიდელბერგში-მეთქი და უცებ სახე შეეცვალა )) 1-ელიდან 3 სექტემბრამდე მანდ ვარ, მეგობართან ჩავდივარო )) არადა ბრემენში ცხოვრობს, იიიიისე გამიხარდა, ადამიანი მენატრება და აქ ვერ ვხედავ წესიერად, გერმანიაში კიდე 2 კვირა ჩავდივარ და იქ ვნახავ )) შოკში ვიყავით 2-ვე, დაგათვალიერებინებ ყველაფერსო, ძაალიან მაგარი ქალაქიაო, ყველაზე მეტად მანდ ვისვენებო, 4 დღეში დაათვალიერებო )) მართლა ბათუმზე ოდნავ დიდია :3 კიდევ რაღაც რჩევებიც მომცა, მოკლედ ძაან გამიხარ და და გამიმარ თლა ))
აი ასეც ხდება
წავედი ეხა დავლიო ატმის ცივი კომპოტი,
კიწი ^^

Sunday, 24 August 2014

Panic mode ON


დარჩა უკვე 5 დღე, გამოცდამდე 16 დღე
არ მჯერა
არც ის რო მივდივარ მარტო ჩემი ორიენტაციის მქონე ადამიანი
და არც ის რო მყოფნის თავხედობა ტესტ–დაფ 4–ზე მქონდეს პრეტენზია ))
მარა ხო იქნება? ჰო? ჰო, ჰოდა ძაანც კაი ^^
სხვა გზა არაა 
ეს იცის მსოფლიომ )) ობამამაც და მისმა მდივანმაც ))
ვითომ ვაფშე არ მენერვიულება :–ჯ
წავედი ეხა, ვსო
კიწი 

Friday, 22 August 2014

.

რაღაც უცებ გამახსენდა ბლოგი, გუშინ 'ერთი პირი' მოვიმანგლისე კიდეც )) სიონიც ფრიად სასიამოვნო იყო, მანამდე კიდე მანგლისიც და მანამდე ბაკურიანიც და მანამდე კახეთის როიალ ბატონიც )) თუ ეგ სადღაც შუაში იყო )) ხოდა გერმანიაც რო კარგი იქნება ეს მსოფლიომ იცის (ამითი თავს ვიმშვიდებ, თორე იისე მეშინია) , ხოდა მეშინია გემანიის კი, ჯერ ერთი რო ორიოენტაცია მაქვს უფ, საოცარი, პირველად მივდივარ სულ მარტო ევროპაში, უნდა ჩავაბარო რაღაც საოცარი გამოცდა, რომელსაც სავარაუდოდ ვერ ჩავაბარებ :/ მარა ჩავაბარებ ჰო? ჰო, ჰოდა ძაან'ც კაი :> მივდივარ სახლში 12 ადამიანთან ერთად რომელთაც არც ვიცნობ, იოქაური ფლეთ მეითები, მივდივარ ისე რო მარტო 3 თვიანი მომზადება მოვასწარი, ხოდა ამას ისიც ემატება რო არც ეხა ვმეცადინეობ საკმარისად, ცოდვა გამხელილი სჯობსო?!)) თუ როგორცაა, ხოდა მაგის გამო არ მივდივარ ეხა ბათუმში, თავიდან ძაან მინდოდა მარა ეხა რავუყო, 2 დღის გამო მაგრად მეზარება, ნიკუშას თქმის არ იყოს მართლა ვახო ხო არ ვარ?)) ხოდა ეგეთები რა, მოვიდეს ეხა ლადო და გავისეირნოთ თორე ძაალიან მცხელა უკვე, გადავირიე
წავედი წავედი
მომავალ წაკითხვამდე
კიწი

Thursday, 31 July 2014

გავ–22–დი :3

უკვე მთელი 7 დღეა, თავს ისევ ისე აღვიქვამ როგორ 17 წლის გოგო )) არ ვიცი ეს კარგია, ნორმალური თუ ცუდი?! დაბ.დღემ კარგად ჩაიარა, გადახდით ესე არ გადამიხდია, თავიდან გოგოები წავედით factory 27–ში, რა ფოტოც დევს დასაწყისშ ეგ არის, ყველაფერი ისეთი გემრიელი აქვთ რო სიტყვები არ მყოფნის )) აიი ძძძალიან, ყვლა ერთმანეთის საჭმელებს ვსინჯავდით )) იდეაში ამითი უნდა შემოვფარგლულიყავით მარა მერე მარიამმა თქვა Riffer–ში დღეს წესით კარაოკეაო ^^ და მეთქი წავედიიიიით, უფ მაგრად გავეთეთ იქ, ერთი ის იყო ცოტა ცხელოდა, ცოტა კიარა მაგრად, კარგადაც დავლიეთ, ვიმღერეთ და ალბათ ესე 2–ისკენ წამოვედით სახლში კარგად დაღლილები ვიყავით ))
ხოდა ჩემი 21 წელი და 22 იმითი განსხვავდება ერთმანეთისგან რო 22 წლის უკვე გერმანიის ვიზით ხელში ვარ, იმდენი ვინერვიულე რიგში რო ვაფშე ვეღარ მივხვდი ჩამირტყეს თუ რა მოხდა )) არადა საფრანგეთის შენგენიც მაქვს მარა ესენი ძაან კლეონიკები არიან )) გადამიეს, ბევრს არ ჩაურტყეს ჩემს წინ და, მერე რამდენიმე დღე მაინც რო აფორიაქებული ხარ და ვერ ისვნებ ეგრე ვიყავი ალბათ მაგიტო იყო რო გუშინ 12–ის ნახევარზე ჩამეძნა და დღეს 11–მდე მეძინა, ეგეთი ფაქტი მგონი ძააალიან იშვიათად ხდება, თან აი ისე ნანერვიულები რო ხარ და რო იღლები მაგისგან )) ხოდამ ეხა ვსო ვპირიძი)) მთავარი გეგმა წინაა თორე მარტო ვიზა რო შველოდეს რამეს...
ხვალ წესით სიონში ავდივარ, წავედი ეხა ვჭამო უნდა და ლაზერებზე გავიქცე თორე დავგვიანდები ;;)
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ თქვენც და ჩემს თავსაც,
4–ში ჩემი გოგოებიც ჩამოვლენ ტბაზე, ხოდა მინდა რო რასაც ქვია კარგად დავისვენო ;;)
თუ მოვახერხე ხაზზე ვიქნები
გკოცნით,
კიწი 

Tuesday, 22 July 2014

I like to hangout with people that make me forget to look at my phone

აი,ის საშინელი მომენტი როცა შენი 2 საუკეთესო მეგობარი ერთ დღესაა დაბადებული, თანაც შენს დაბადებისდღეზე 1 დღით ადრე, ნუ ეს მეორე ფაქტი ახლა არეფრს ცვლის, მაგრამ ცუდია, რაღაცნაირად ცუდია. ერთმა დამირეკა არ მოდიხარო? მეთქი სად გოგოები დამადგნენ სიულპრიზადო და მე არც ვიცოდი, მეორემ კიდე კარაოკეში მივდივართ და წამოდიო, მე კიდე გუშინ გვიან მოვედი სახლში ნასვამი, ხოდა დღეს გვიან გასვლას გამიპროტესტებდნენ აშკარად, რომც არ გაეპროტესტებინათ რომელს უნდა ვაწყენინო? ვერც ერთს, ვერ ვიტან მეგობრებს შორის არჩევანის გაკეთებას, რა სისულელეა, მიუხედავად იმისა რომ ერთს ბევრად დიდი ხანია ვიცნობ ვიდრე მეორეს 2ივე ერთნაირად მიყვარს, ასეთ შემთხვევაში ჩემთვის დრო ბევრ არაფერს წყვეტს. ალბათ თქვენთვისაც ეგრეა, ჰო?! ხოდა ავდექი და არც ერთგან წავედი, კი გაპროტესტდებოდა სახლში მარა მოხერხდებოდა რამე, ხვალ იუბილარი ვარ ბოლოსდაბოლოს. ხოდა ეგრე, ერთობიან ახლა ჩემი მეგობრები, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, მარა ეგეც მიხარიახოლმე რო მერე რა რო მე ვერ ვერთობი ამ მომენტში, ჩემები ხო მაინც ერთობიან ^^ ცოტა ვერ ვარ ალბათ ხო?)) არვიცი მარა მე ესე მესმის. ჩემი ბიჭიც დღეს ჩვენს მეგობრებთან წავიდა და იქაც ვერ წავედი, თან შენ თუ არ წამოხვალ სხვა გოგოებიც არ აპირებენ მოსვლასო, ვერ ვიტან "პონტალამაწელობას" მარა დღეს საელჩოს გამო დილის 8-ზე ავდექი და სხვა ზემოთხსენებული მიზეზების და გამოც გადავწყვიტე არ წავსულიყავი...
ასე იყო და ამგვარად
ეხა 29-ას ველოდები დიდი მოლოდინებით :-ჯ
წავედი ეხა ჩემ ჯონ გრინს წავიკითხავ, რომელიც სიმართლე ითქვას და დიდად ვერ შევიყვარე.

22 წლის ასაკში შევხვდებით :ს

მომავალ წაკითხვამდე

კიწი

პ.ს I like to hangout with people that make me forget to look at my phone  ეს კი მართლაც ასეა :) 

Tuesday, 8 July 2014

:-ჯ

აუუ ამ 'იაჰუმ' თავისი ფასვორდის შეცვლის მოთხოვნით ტვინი წაიღო უკვე, თანაც ფრიად. და კიდე ერთმა ჩემმა საყვარელმა ბლოგმა, რომელზეც ხან მიშვებს და ხან არა -_-www.79ideas.org ესაა და ძაან საინტერესო რაღაც-რუღაცებიახოლმე. ხვალისთვის გერმანულის 1 სავარჯიშო დამრჩა მარტო და ეგაა, ვივარჯიშე კიდეც ^^ წიგნის წაკითხვაც მოვასწარი და მწვანე ჩაის დალევაც, მოკლედ კაი გოგო ვარ :3 დაჟე საკონსულოში შეხვედრის გადავადებაზეც დავრეკე მარა ჯერ არ არის შემდეგი თარიღები გახსნილიო, თორე რეგისტრაციის საბუთს ვერ ვასწრებ და თან ისე არ მოხდეს რო სახლის გარეშე დავრჩე )) არავის არ უნდა 12 დღით რო მომაქირავოს და რაგავაკეთო უკვე აღარ ვიცი, მარტო გუშინ წინ 128 მეილი გავაგვზავნე მაგასთან დაკავშირებით, ხოდა ჯერ 3-მა მომწერა პასუხი, იმათმაც უარყოფითი და წარმატებებს გისურვებთ ძებნაშიო :-) ოჰ უღრმესი მადლობა, საჭიროა ნამდვილად )) ხოდა ეგეთი ამბებია, გუშინ კიდე ნემსით გავიკეთე ეპილაცია, ლაზერს თუ დიდი ხანი იკეთებ თურმე ძაანეფექტურია )) მე კი მოვკვდი და, 1,5 საათი ვიკეთებდი, არ მეგონა ამდენი თუ შემეძლო :-ჯ ხოდა წავედი ეხა ანისთან უნდა ჩავიდე ცოტახანი და მერე ჩემს ბიჭს ვნახავ ალბათ, 4 დღეა არ მინახავს

პ.ს ანის დაბ.დღესე "სტრადაში" კარგი იყო ძალიან, თავიანთი ლიმონათი აქვთ უუგემრიელესი პიტნით და ლიმონით ^^

ვსო წავედ, მომავალ წაკითხვამდე, კიწი ^^

Wednesday, 25 June 2014

.

რაღაც მეპოსტინება :3 და ყველაფერზე დამეჭირა ვაფშე შემთხვევით დაპოსტვის ღილაკის გარდა.
ჰოდამ, რაღაც სიმღერა ამეკვიატა რაარის ეს. დღეს დავიღალე ცოტა, ჯერ გაკვეთილი მქონდა, მერე ბავშვები ვნახე შუალედში, ვარჯიშზე წავედი და მერე ნატასტან სამსახურის საქმეების გასარჩევად "ოჯახური" შეკრება გვქონდა, ცოტა მეზარებოდა წასვლა და იქაც გათიშული ვიჯექი, ესე მემართებახოლმე, ხან იმდენი იდეა მომდის თავში რო ენას ვერ ვაჩერებ და ეხა ისე მაქვს ტვინი გადაღლილი სხვა რაღაცებზე ფიქრისგან რო იმენა სწორი ხაზი გადიოდა დღეს ტვინში )) ძირითადად მოსმენით და 1-2 კომენტარით შემოვიფარგლებოდიხოლმე.
დავიღალე რა! რამე კარგი წიგნი მინდა, აი კარგი და ცოტა ლაითიც რო იყოს ეგეთი, ან რამე ფილმი, ხვალ ვუყურებ რამეს, არ მაინტერესებს! მე რისი კეთებაც მსიამოვნებს იმისთვისაც გამოვნახავ დროს, უკვე მგონიახოლმე რო ეს ბოლო პერიოდი დაპროგრამებულივით ვცხოვრობ )) ვერ ვიტან ყოველ საღამოს ერთიდაიგივე რაღაც რა დაგეგმილი, ან ვარჯიში ან გაკვეთილი, ისე ვგრძნობ თავს რო რაღაც დროში ვარ მოქცეული, ყველაფრის დაგეგმვა კი მიყვარს მარა ჩემით! მე როგორც მიყვარს ისე რო დავგეგმო, ჩემი ბიჭი მომენატრა კიდე რაც მანგლისიდან ჩამოვედით არ მინახავს მე-3 დღეა :ს ფეხი იტკინა ისედაც, რაღაც დროებში ვერ დავემთხვიეთ, მიყვარს, მიყვარს და კიდე ერთხელ მიყვარს! დიახაც, ძალიან და სუმენატრებახოლმე. უიმეე ეს ვითომ სვეცქი ხალხი როგორ არ შემიძლიააა)) თან რო იცი რა გოიმებიც არიან რა სასაცილოები ჩანანხოლმე )) კაი ჰო, ვჩუმდები, არ მიყვარს ისედაც ცუდების ლაპარაკი, მაგრამ ხანდახან ძაან სასაცილოახოლმე :-ჯ
წავალ ისევ თამბლერზე გავერთობი
მაგის გარეშე არვიცი რია  ^^
კიწი

Tuesday, 17 June 2014

ფჰჰ

ვზივარ ჩემთვის და ლუდს ვსვამ, არც შემიხედავს რა ლუდია, მამაჩემმა მითხრა კარგი ჩეხური ლუდი მოვიტანე მაცივარშია და ნახეო, ჭქაში დასხმა დამეზარა და ბოთლიდან ვსვამ, ესეთი რაღაც იშვითად ხდებახოლმე :) ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი სამყარო ჩემი სურვილების, უფროსწორად გეგმების წინააღმდეგაა! აი რატო? ჯერ ბერლინში ენის კურსზე ვერწასვლა "გამოვიტირე"  2 დღე და ეხა ისიც დაემატა რო პატივცემული გოეთე ტესტდაფის გამოცდას 11 სექტემბერს არ ატარებს, ყველგან მაგ დროსაა, ჩვენ მთელი აგვისტო ვისვენებთო და ალბათ მაგიტომაც ამოვარდა 11 სექტემბრის გამოცდაო!! აი პროსტაა, ძაან არ მესმის რაშუაშია. დაფინანსების საბუთების მიღება 30 ოქტომბერს წყდება სავარაუდოდ და გამოცდა კიდე (ენის სერთიფიკატის) 15 ნოემბერსაა, ხო კაია?! კი ძაან –_– ისე გამიტყდა რო რავიცი, ტრაკები ეგენი, ხვალ რო მივალ გერმანულზე ერთად მივწერთ ტესტდაფის გერმანიის ოფისს თუ ვინც არიან, უნდა ვკითხო რა შეიძლება ვქნა, თან შუა მეცადინეობის დროს გავიგე ეგ ა ღარც არაფერი გამიკეთებია მერე, შევედი საბანაოს ეგრევე რო ამეშალა ნერვები
წავედი ეხა
გათბა ჩემი ლუდი
ყველაფერი მაინც კარგად იქნება! აი ეგრე
კიწი

Tuesday, 10 June 2014

Seven days in (sunny) June

'სანი ჯუნის' რა გითხრათ ისე, ბოლო რამდენიმე დღეა ვერ გაიგებ რა უნდა ჩაიცვა დილით, თან საღამომდე რო ათასი საქმე გაქვს და სახლში ვერ შემოდიხარ დღის მანძილზე, ამიტო დრ.მარტენსები და რუგზაკში ჩაგდებული ჟაკეტი საუკეტესო გამოსავალია ხოლმე. ღამის 11 ხდება, მე კიდე ყავას ვსვამ, ძალიან იშვიათია ასეთი შემთხვევა, ყავის გვიან დალევის მერე ჭოტივით ვარ ხოლმე, უბრალოდ ხვალ 2 პრეზენტაცია, 2 გამოცდა და გერმანულის გაკვეთილი მაქვს )) საღამოს უნდა წავიდე მთაწმინდაზე "მოდელები ლეიკემიის წინააღმდეგ" ესეთ ღონისძიებას ატარებს ჩემი სააგენტო და უნდა მივეხმარო რაღაცებში, ზეგაც გამოცდა და მერე თუ გამიმართლა და ლექტორმა არ გაჭედა 'ფრეე' ვიქნები უნივერსიტეტისგან სექტემბრამდე, მარა გაკვეთილისგან და ვარჯიშისგან ჯერჯერობით არა.
იმის მაგივრად რო მემეცადინა დილიდან ვკითხულობდი წიგნს, გუშინ 2ივე პრეზენტაცია დავასრულე,
მერე წავედი ვარჯიშზე და ამ დაუნი ამინდების გამო ისეთი დაღლილი ვიყავი რო ლამის ჩამეძინა, მარა დღეს აერობიკა გვქონდა და ვივარჯიშე მშვენივრად. ჩემი ბიჭი ვნახე ცოტახნით და წამოვედი სახლსა შინა.
ხოდა ახლაც უნდა ვიმეცადინო, ამიტომ ვსვამ ყავას.
მეცადინეობის მაგივრად კი ვწერ ))
უხხ
წავედი, მივხედე საქმეს კიწი ^^

Sunday, 1 June 2014

ვიჰიი ^^


iruw0fyfdosihfsdpf ესე! ოღონდ კარგად ეგრე! ჩემი გოგო ჩამოდის დღეს იტალიიდან, 3 თვეა არ მიხავას და რაც აეროპორტში წასვლის დრო ახლოვდება ნელ-ნელა მუცელში იმატებს პეპლები, გოგოები დავხვდებით, მე და ჩემი 3 ანი, ჩვენს მე-4 ანის :3 კი ვემუქრებოდით წასვლამდე რო შენს ადგილზე დროებით ვაკანიას გამოვაცხადებთთქო, მაგრამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძო ვერავინ )) ჩვენი ალბათ უკვე 20 წლიანი ნაცნობობის, ბაღში ერთად სიარულის და ა.შ შემდეგ 3 თვიანი უნახავობა პირველია :ს და ძაან მომენატრა აი ძაან და ალბათ რამდენი გვაქვს საჭორაოები, მოსაყოლები, რჩევები ამბები სიყვარულები და კაროჩე გავარია )) ხვალ დილის 10-ზე მაქვს პიარში გამოცდა და ძაან კაია ჰო?)) დღეს კი ვიყავი საჯაროში დილის 12-ის ნახევრიდან მარა რიავის, ნუ ამას მოვუხერხებ რამეს, ავედი ეხა ერთ-ერთი ანი გავაღვიძო :> ვისაც მივყავართ
კიწი
პ.ს თან არ იცის რო ვხვდებით :">
p.s.s VIHII )) 

Thursday, 22 May 2014

...

აი ის მომენტი, როცა რაღაცაზე გაქვს აწყობილი მთელი შენი ცხოვრების გეგმები (ნუ მინიმუმ სწავლა განათლების და ცოტახნით სხვაგან გადასახლების) და რო გეტყვიან, არაო, არაო შვილოო ეგ არ მოხდებაო, კიარადა ვერ გამოვაო
და რჩები...
პ.ს არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს მაგას როგორც რჩები :) 

...with kaleidoscope eyes

კანის კინოფესტივალის გვერდი წელს ისეთი ხალხის ფოტოებს დებს რო ძალიან ვნანობ შარშან რო ვიყავი და არა წელს )) თავხედი ვარ ვიცი, მარა ახლაც რომ მინდა?!^^  წეღან ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი, სარეკლამოში ვმუშაობო და ასწორებსო(დიდხანს არ გვყავდა მოკითხული ერთმანეთი), ზალიან მაგრად მახსოვს კადრი ფილმიდან, იქნებოდა ეს მინიმუმ 10 წლის წინ. ტიპებს აქვთ სარეკლამო კომპანია და ოფისში აქვთ დიდი წარმოსახვითი ბურთი, ფერადი(მე ფერადად აღვიქვამდი მაშნ) და ამ ბურთის გადაწოდებით ესალმებიან ერთმანეთს, ერთობიან, იჭერენ ამ ბურთით თამაშობენ... ნეტა რა ფილმი იყო, არც ვიცი.. მაგრამ ცხადად მახსოვს, თვალწინ მიდგას კადრები.
ალბათ მაგის გამო მინდოდა ბავშვობიდან რო სარეკლამო კომპანიაში მემუშავა
ოღონდ ეგეთში
ბევრი კრიატივით
ეგ მართლა ასწორებს ალბათ...
ძალიან თან
კიწი 

Wednesday, 21 May 2014

ich bin müde

მემგონი მეორე ვარიანტი უფრო აჯობებს!! დავიღალე, ათას რაღაცაზე ვფიქრობ და ეს ყველაფრის თავიდან კეთება კიდე არ შემიძლია, ხო აი არ არსებობს ისეთი დიზაინი, ან ისეთი რამე რაც ყველას მოეწონება, ეხა ნატალიასთან დავიწყე პიარის, მარკეტინგის, გაყიდვების და ყველაფრისპონტში ერთად მუშაობა)) რა მაცინებს, არადა რა ხასიათზე ვარ, მოკლედ რა! და კიდე ათასი რაღაცა და მილიარდი ერთად, იქ ენის კურსებზე ვნერვიულობ, აქ გამოცდებზე, სამსახურზე, გერმანულზე, ვარჯიშზე, იმაზე ამაზე :/ გასკდა თავი, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ბოლოდროს როცა ცუდ ხასიათზე ვარ მარტო მაშინ ვწერხოლმე, ეგრე მიწევს, ხოდა აბა რისთვის მაქვს ეს დღიური? მაგისთვის, ხოდა მოკლედ ერვეცე რა, ვსე კ ლუჩშემუ! მაინც ეგრე, ვოტ! წავედი ეხა, წავიდე ამ გერმანულზეც :-ჯ
კიწი 

Sunday, 27 April 2014

April ☂ ☁ ☂

აპრილი გაზაფხულია?
კი გაზაფხულია. რატო წამოვიდა ასეთი მაგარი სეტყვა 5 წუთის წინ, როცა იდეაში 10 წუთში სახლიდან უნდა გავიდე, ცალკე ჩემი ბიჭი მირეკავს გაცივდები არ წახვიდე გერმანულზეო, ცალკე დედაჩემი. არადა რო არ გამოდის ეს არწასვლაც? ერთი გავეთილი გავაცდინე ისედაც, 11 სექტემბრამდე კი რაღა დარჩა, პრინციპშ არც არაფერი. იმდღეს ვამბობდი გამოცდის დღეს (11 სექტემბერს) ტერაქტის საპატივცემულოდ მეც ავიფეთქებ თავს მეთქი )) რაღა მაგ რიცხვს დაემთხვა, ჯანდაბა!)) თუმცა რამნიშვნელობააქვს, რიცხვების ძალის თუ მჯერა ზოგადად?)) რავიცი, რა გითხრა, ალბათ უფრო არა, ან ალბათ უფრო კი. მივხვდი რო მზესუმზირაზე მაქვს ალერგია, ალერგია რა, ძაან ბევრს რო შევჭამ სახე მეფხანება მერე, მართლა უზომოდ ბევრს ვჭამ, თუ დავიწყე მერე მარაგის ამოწურვამდე. ეხა უნდა ავდგე და ჩავიცვა, ვაფშე არ იყო წვიმების დრო ეხა რა, მამიკოს ველაპარაკებოდი დღეს და გააგზავნე სამერ სქულში წერილიო, გაიგე რაღაცებიო, რავიცი ვნახოთ რა. მომბეზრდა ეს მეცადინეობაც )) რავქნა წვიმის დროს სუ ესეთ წუწკუნა ხასიათზე ვარ და სუ რაღაცები მეწერინება ამდროს )) რაგავაკეთო, არაუშავს, ვსო წავედი ჩავიცვი :–ჯ კიწი ^^
არადა შაბათ–კვირა დასვენების დღეებია, და სვე ნე ბიის ))))
და არა გაკვეთილების
და არა ვარჯიშის
გართობის და დასვენების!)) 
მარა რად გინდა :–ჯ 

Sunday, 13 April 2014

Ph

მოდი ამ ჩემი 'პმს'–ის დროს ბევრი რამის დაწერისგან თავს შევიკავებ, თორე ამ დროს ისეთი დეპრესიული და უხასიათო ვხდები (როგორც ყველა გოგო, ნუ მე ვისაც ვიცნობ ყოველშემთხვევაში) ყველაფერი მეზარება, აო აბსოლიტურაც, ჯდომაც, დგომაც, წოლაც,სწავლაც უნრალოდ მინდა რო ბევრი ვისეირნო და ცოტახანი არაფერზე ვიფიქრო, მამაჩემი მიდის დღეს 1 დღით ბათუმში, დილით ვეუბნებოდი ნეტა მეც მოვიდოდე–მეთქი, 1 დღით რა გინდაო, ცოტახანი მაინც ამოვისუნთქავდი რა, ამ ერთიდაიგივე ადგილების დანახვა მომბეზრდა უკვე (ხო ვამბობდი კაი აზრი არაამეთქი ამ დროს წერა) )) ხოდა დღეს გერმანული მაქვს, 2 სავარჯიშო დამრჩა გასაკეთებელი და ეგეც მეზარება, ძალიან მაქვს დავიწყებული და ვინ თხოვა ამ გამოცდას რო ამ წლის სექტემბერშ გამოხტიო :/ იქითა წლის მაგივრად. ნუ არვიცი, რამე იქნება იმედია, ან თუ არც იქნება... ეხა კონკურსს ვიწყებთ ისევ, იმედია კაი გამოვა, ძაან მონდომებული ვართ ყველა ორგანიზატორი. რას ვიფიქრებდი ისე რო ადრე სადაც მეც ვიღებდი მონაწილეობას 2 წელიწადში პროექტ–მენეჯერი ვიქნებოდი. კიდე ბევრი რამე იქნება რასაც არ ვფიქრობ ჯერ ალბათ (კარგი ოღონდ)
ესეთი მწვავე  'პმს'–ური პოსტი ჯერ აქ  არ მოხვედრილა მგონი )) წავედი ეხა დავამთავრო ამ ჩემი ყავის დალევა და დავწერო ესენიც
კიწი 

Friday, 11 April 2014

^

აჰა, გავიფიქრე მემგონი ამინდები საბოლოოდ გამოვიდა მეთქი და მივაბრუნე ფანჯრისკენ თავი, მოღრუბლული ცა შემრჩა ხელში )) ამ დებილი აიფონის ამინდს რაღა დაემართა, ღამის 3 საათზე რა ამინდიც იყო იმას მიჩვენებს. გუშინ ისეთი კარგი საღამო იყო, სასეირნო ^^ ლესელიძეზე იმდენი უცხოელი იყო თბილისში სულ არ მეგონა თავი, მაგ შეგრძნებამ გაასწორა, როგორ მინდა 1 კვირით სადმე წასვლა, გამოვეთიშებოდი აქაურობას, ოღონდ ისეთ ადგილას 'სადმე' სადაც თბილა. გერმანულში დავიწყე მომზადება, იქითა წლის მაგივრად თურმე ამ სექტემბერს არაა ტესტი?! ჯერ ინგლისურად ვფიქრობ და წინადადებებსაც ეგრე ვაწყობ, მარა

Tuesday, 18 March 2014

Mm

დღეს ჩვენმა პიარის ლექტორმა გვითხრა, რომ გუშინდელი დღე უკვე წარსულიაო, არაფერი სიახლე არ იყო ვიცი )) უბრალოდ კიდევ ერთხელ გამახსენა რო თუ რაღაცის გაკეთება გინდა რაა საჭირო 1 კვირა იცადო, თუნდაც იმისთვის რო ივარჯიშო, ადრე ადგე ან დიეტაზე გადახვიდე... და კიდე ისეთი რაღაც ახსენა რაც მე სულ მაწუხებდა და ვერ ვხვდებოდი "2 წუთის საქმე", მაგალითად როცა საქმეს აკეთებ და დასარეკი გაქვს ამავდროულად, ფიქრობ - დასარეკი მაქვს, არ დამავიწყდეს რა! და იმის მაგივრად რო საქმე გააკეთო გარკვეულ მომენტებში ყურადღება გადაგდის იმაზე, რომ ის "2 წუთიანი საქმე" არ დაგავიწყდეს, ამიტომ ყოველთვის მოწყდით საქმეს და ბარემ ის პატარა

Friday, 7 March 2014

20 დღეში 4 წელი გახდება რაც მე და ჩემი ბიჭი ერთად ვართ, დღეს ვფიქობდი (და საერთოდაც ხშირად ვფიქრობ ამაზე), რომ მგონია რო სულ ახალი შეყვარებულები ვართ ;) არვიცი რატო, ეგრე მგონია, ძალიან მაგარია, ნეტა სულ ეგრე მეგონოს. მშვენიერი დღე იყო დღესაც და  ძალიან სასიამოვნოდ ლუკა პოლარეს ცხელი შოკოლადითა(რომელიც ბოლომდე ვერ დავლიე) და სტაფილოს ქეიქით დასრულდა, უნდა ვნახო როგორ კეთდება, საუკუნეა მინდა :> ო, მოდა მოდას ყველაზე უმემრიელესობა 'ქეროთ ქეიქი' აქვს, ესეც კარგი იყო მაგრამ ის ისეთი გემრიელია რო მმმ. დღეს მოვედი სახლში და დედაჩემი მიყურებს არა, არა დასაკლები ხარ შვილოვო )) ვი ცი, ხო ვიყიდეთ მე და ანიმ ვარჯიშის აბონიმენტი, მაგის ლაზერებს ველოდებთ იდეაში რო დავიწყოთ, იმედია მალე იქნება :< ღამე აღარ ვჭამ ისედაც, რაღაც აღარ მინდება ბოლო 3 დღეა )) მე გამიხარდა რო ჩემმა მეთიუმ აიღო ოსკარი, ძაანაც იმსახურებდა და ნუ შემაწუხეთ უკვე,მეთიუ იმდენი ხანია მიყვარს რო ჩემი წინა შეყვარებული მაგაზეც ეჭვიანობდა მგონი))
ხოდა ამ თუმბლერმა როგორ იციხოლმე გატაცება შუა წერის დროს )) ხოდა პრინციპში არაფერი ისეთის თქმაც არ მინდოდა, უბრალოდ ნიცა გამახსენდა ეხა და ჩემი "ა'მ ფიილინ' სექსი ანდ ფრეე" ))
პ.ს გილოცავთ გოგოები, 8 მარტს
მომავალ წაკითხვამდე
კიწი ^^

Tuesday, 11 February 2014

რა მჭირს რა, ამ ქრონიკული უძილობისგან იმენა მოუხერხებელი გავიჩითე )) ცხოვრებაში არ მემართებოდა ესეთი რაღაცები რო ხელიდან გამვარდნოდა კამფეტი(როგორც ეს 5 წუთის წინ მოხდა), სალათით თითქმის სავსე ჯამი(როგორც დღეს დილით), გაზზე გადმომსვლოდა ყავა(როგორც ამ 2 დღის წინ), მაგიდაზე დამეღვარა წყალი ჩაის დასხმისას და კიდევ არ ჩამოვთვლი, იყოს )) რა უბედურებაა რაარის?!))
მართლა მაგისი ბრალი იქნება, მეტი რას დავაბრალო, თან ამ ბოლო დროს(ძირითადად გამოცდების და პრეზენტაციების პერიოდში) ნამეტანი ავიშვი, დილის 7-ზე, 8-ზე ვიძინებდი და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვეულებრივ დღეებშიც კი ოცა უნივერსიტეტი არ მაქვს რაც არ უნდა გვიან დავიძნო მაინც მეღვიძება ადრე, ადრე რა, მაგალითან ეს ბოლო კვირა 12:20 წუთზე მეღვიძება)) ზოგადად ეს ჩემთვის გვიანია, არ მიყვარს ძილში დროის ხარჯვა, მაგრამ როცა დილის 7-ზე დაიძნება მერე აღარ გამოდის დიდი ხანი. მოკლ'ედ. შერლოკის ყურება დავიწყე, ნეტა ეგ არ მექნა! უმაგრესობაა! ბენედიქტიც ძაან საყვარელია და ყველა საერთოდ, არ მექნა იმიტო ო დღეს ბოლო სერიას ვნახავ და მერე უცადე როდის გამოვა -_- მაგიტომ არ მიყვცარს სერიალები, სასოწარკვეთილ დიასახლისებზეც კი ვიტანჯებოდი როდის გამოვა მეთქი და ამაზე წარმომიდგენია(რა შედარებაა, მაგრამ მაინც). ბორჯომში უნდა წავსულიყავით ხვალ მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვეღარ მივდივარ, იმედია ბაკურიანში მაინც წავალ პარასკევს ან შაბათს.დანარჩენი ყველაფერი კარგად მიდის, დღეს მე ანიმ და ჩემმა ბიჭმა ბევრი ვისეირნეთ, კი გამოვიდა მშვენიერი ამინდი ისე, ვილაპარაკეთ და ვიმაიმუნეთ )) კარგი იყო მოკლედ, მიყვარს 2ივე :3 ))
გუშინ ბეგბედერის ამონარიდებს ვკითხულობდი რაღაც წიგნებიდან, - "ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან"-ო, მართალია არადა ეს კაცი, რას ერჩით?)) მე 99 ფრანკი მიყვარს, ძალიან, მეტი არ მაქვს წაკითხული მაგისი არაფერი, ფილმიც მშვენიერია, არ მოსწონს ბევრს, ვიცი...
სულ მგონია რომ დიდ პოსტებს ვწერ-ხოლმე )) ანუ ვფიქრობ რაარის ამდენი წერა-მეთქი, მერე ვხვდები რო სისულელეა, ანუ სულაც არაა დიდი, არც პატარა, ალბათ იმხელაა რამხელაც უნდა იყოს ^^
წავედი ეხა მე, ვუყურო შელოკის ბოლო სერიას :შ
მომავალ წაკითხვამდე ^^

კიწი 

Thursday, 16 January 2014

-აი ჩემ ჯგუფელს იცი როგორი შეყვარებული ყავს?! აი, სადაც არ უნდა იყოს რო დაურეკავს ეს მოდის და ნახულობს ^^
-კაი რა გინდა მერე ეგეთი ბიჭი?
-თავისდაქნევა (იცინის)
-კაი რა!))
-ხო, კაი 2ივემ ვიცით რო არ გვინდა!))
ხო აი ესეთი საუბრებიც არისხოლმე, ჩაის სმის დროს, თანაც ხშირად, არამარტო ასეთი, ისეთიც და კიდევ ბევრნაირი.
სულ იმას ვამბობ-ხოლმე ღმერთის მადლობელი ვარ ესეთი კარგი მეგობრები რომ მყავს-მეთქი, მართალია ჩემს 'ა'ხლაზე დღემდე ხალისობენ და საერთოდაც გრამატიკულად ბევრად სწორად ვსაუცრობ ვიდრე ვწერ, ხშირადაა ეგრე რო ბევრად მარტივად ვსაუბრობ ვიდრე ვწერ)) ხანდახან ისეც ხდება რო პირიქითაა, ბევრად მატივად ვწერ, გააჩნია ალბათ ხასიათს.
დღეს პრეზენტაცია ჩავაბარე, ძლივს ავეწებე საწოლიდან :3 გუშინ გამოცდა, ხვალ პრ4ეზენტაცია და გამოცდა მაქვს ერთად, მე კიდე რას ვშვები, "ფავერ ფოინთის" აწყობის მაგივრად ვმაიმუნობ არხეინად, მაგრამ ის მაინც ვიცი რო ჩემს გასაკეთებელს (და ხშირ შემთხვევაში სხვისაც) გავაკეთებ, ანუ რაც აუცილებელია რამდენიც არ უნდა ვიწუწკუნო არ დამეზარება, ეხა ბავშვობა გავიხსენე და ბარი ჩავრთე, ხოო ვაითი )) ხანდახან როგორ ვიცი ხოლმე ეს აცეტება რა., ამ დროს მიწევს, არა მოიცა საათს შევხედო, სადღაც ერთ საათში. გუშინ ისე მეძინებოდა, იიისეე არადა გოგოებს უნდა წავხმარებოდი ცოტა რაღაცებში და არ გამოდიოდა ეგ კეთილი ამბავი(ძლი ანუ), ეს ჩემი კლავიატურა მაცოფებს, უნდა ურტყა თითები რო წეროს, წინა ისეთი კარგი იყო ოდნავ დააჭერდი და ვსო, ნეტა როდის შევცვალეთ?)) პრეზენტაციების წერისას დამტყდა ხელები :3 :-ჯ
ხოოდა წავალ ახლა მე, მოვრჩები უსაქმურობას და შევუდგები საქმესა ჩემსა, მერე იქნებ თუ თავი მექნა წავიკითხო კიდეც და მერე ნანუსიი, ვერ ვიტან წიგნს რო ვკითხულობ და რო გადამინდებახოლმე კითხვა :ს არმევუასება, არადა კაია მაა რავიცი ხანდახან ვკარგავხოლმე მუღამს :-ჯ
ხოდა ეგეთი ამბებიუსებიო ^^
წავედიი წავედი
მომავალ წაკითხვამდე, კიწი 

Sunday, 5 January 2014

დღეს უკვე 5–ის, 5 იანვარი, საოცრად სწრაფად გადის დრო... ახლაც ვზივარ ჩემთვის უჩვეულო დროს სახლში, ბებოსთან წამოვედი, ფელამუში დამახვედრა მე კიდე თხილს ვარჩევ, ვანაწევრებ და შიგნით ვყრი. საერთოდაც 2013–მა უცებ ჩაიქროლა, ვერც მივხვდი ისე მოივდა ახალი წელი, არც განწყობა მქონია დიდად, თუმცა მშვენივრად გავერთე ბავშვებთან ერთად, აი ისეთი თემა იყო რო – "დამელია რამე" )) მაგრამ ხანდახან ეგეც კარგია,