აი,ის საშინელი მომენტი როცა შენი 2 საუკეთესო მეგობარი ერთ დღესაა დაბადებული, თანაც შენს დაბადებისდღეზე 1 დღით ადრე, ნუ ეს მეორე ფაქტი ახლა არეფრს ცვლის, მაგრამ ცუდია, რაღაცნაირად ცუდია. ერთმა დამირეკა არ მოდიხარო? მეთქი სად გოგოები დამადგნენ სიულპრიზადო და მე არც ვიცოდი, მეორემ კიდე კარაოკეში მივდივართ და წამოდიო, მე კიდე გუშინ გვიან მოვედი სახლში ნასვამი, ხოდა დღეს გვიან გასვლას გამიპროტესტებდნენ აშკარად, რომც არ გაეპროტესტებინათ რომელს უნდა ვაწყენინო? ვერც ერთს, ვერ ვიტან მეგობრებს შორის არჩევანის გაკეთებას, რა სისულელეა, მიუხედავად იმისა რომ ერთს ბევრად დიდი ხანია ვიცნობ ვიდრე მეორეს 2ივე ერთნაირად მიყვარს, ასეთ შემთხვევაში ჩემთვის დრო ბევრ არაფერს წყვეტს. ალბათ თქვენთვისაც ეგრეა, ჰო?! ხოდა ავდექი და არც ერთგან წავედი, კი გაპროტესტდებოდა სახლში მარა მოხერხდებოდა რამე, ხვალ იუბილარი ვარ ბოლოსდაბოლოს. ხოდა ეგრე, ერთობიან ახლა ჩემი მეგობრები, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, მარა ეგეც მიხარიახოლმე რო მერე რა რო მე ვერ ვერთობი ამ მომენტში, ჩემები ხო მაინც ერთობიან ^^ ცოტა ვერ ვარ ალბათ ხო?)) არვიცი მარა მე ესე მესმის. ჩემი ბიჭიც დღეს ჩვენს მეგობრებთან წავიდა და იქაც ვერ წავედი, თან შენ თუ არ წამოხვალ სხვა გოგოებიც არ აპირებენ მოსვლასო, ვერ ვიტან "პონტალამაწელობას" მარა დღეს საელჩოს გამო დილის 8-ზე ავდექი და სხვა ზემოთხსენებული მიზეზების და გამოც გადავწყვიტე არ წავსულიყავი...
ასე იყო და ამგვარად
ეხა 29-ას ველოდები დიდი მოლოდინებით :-ჯ
წავედი ეხა ჩემ ჯონ გრინს წავიკითხავ, რომელიც სიმართლე ითქვას და დიდად ვერ შევიყვარე.
22 წლის ასაკში შევხვდებით :ს
მომავალ წაკითხვამდე
კიწი
პ.ს I like to hangout with people that make me forget to look at my phone ეს კი მართლაც ასეა :)
ასე იყო და ამგვარად
ეხა 29-ას ველოდები დიდი მოლოდინებით :-ჯ
წავედი ეხა ჩემ ჯონ გრინს წავიკითხავ, რომელიც სიმართლე ითქვას და დიდად ვერ შევიყვარე.
22 წლის ასაკში შევხვდებით :ს
მომავალ წაკითხვამდე
კიწი
პ.ს I like to hangout with people that make me forget to look at my phone ეს კი მართლაც ასეა :)
No comments:
Post a Comment