Tuesday, 8 July 2014

:-ჯ

აუუ ამ 'იაჰუმ' თავისი ფასვორდის შეცვლის მოთხოვნით ტვინი წაიღო უკვე, თანაც ფრიად. და კიდე ერთმა ჩემმა საყვარელმა ბლოგმა, რომელზეც ხან მიშვებს და ხან არა -_-www.79ideas.org ესაა და ძაან საინტერესო რაღაც-რუღაცებიახოლმე. ხვალისთვის გერმანულის 1 სავარჯიშო დამრჩა მარტო და ეგაა, ვივარჯიშე კიდეც ^^ წიგნის წაკითხვაც მოვასწარი და მწვანე ჩაის დალევაც, მოკლედ კაი გოგო ვარ :3 დაჟე საკონსულოში შეხვედრის გადავადებაზეც დავრეკე მარა ჯერ არ არის შემდეგი თარიღები გახსნილიო, თორე რეგისტრაციის საბუთს ვერ ვასწრებ და თან ისე არ მოხდეს რო სახლის გარეშე დავრჩე )) არავის არ უნდა 12 დღით რო მომაქირავოს და რაგავაკეთო უკვე აღარ ვიცი, მარტო გუშინ წინ 128 მეილი გავაგვზავნე მაგასთან დაკავშირებით, ხოდა ჯერ 3-მა მომწერა პასუხი, იმათმაც უარყოფითი და წარმატებებს გისურვებთ ძებნაშიო :-) ოჰ უღრმესი მადლობა, საჭიროა ნამდვილად )) ხოდა ეგეთი ამბებია, გუშინ კიდე ნემსით გავიკეთე ეპილაცია, ლაზერს თუ დიდი ხანი იკეთებ თურმე ძაანეფექტურია )) მე კი მოვკვდი და, 1,5 საათი ვიკეთებდი, არ მეგონა ამდენი თუ შემეძლო :-ჯ ხოდა წავედი ეხა ანისთან უნდა ჩავიდე ცოტახანი და მერე ჩემს ბიჭს ვნახავ ალბათ, 4 დღეა არ მინახავს

პ.ს ანის დაბ.დღესე "სტრადაში" კარგი იყო ძალიან, თავიანთი ლიმონათი აქვთ უუგემრიელესი პიტნით და ლიმონით ^^

ვსო წავედ, მომავალ წაკითხვამდე, კიწი ^^

No comments:

Post a Comment