Tuesday, 11 February 2014

რა მჭირს რა, ამ ქრონიკული უძილობისგან იმენა მოუხერხებელი გავიჩითე )) ცხოვრებაში არ მემართებოდა ესეთი რაღაცები რო ხელიდან გამვარდნოდა კამფეტი(როგორც ეს 5 წუთის წინ მოხდა), სალათით თითქმის სავსე ჯამი(როგორც დღეს დილით), გაზზე გადმომსვლოდა ყავა(როგორც ამ 2 დღის წინ), მაგიდაზე დამეღვარა წყალი ჩაის დასხმისას და კიდევ არ ჩამოვთვლი, იყოს )) რა უბედურებაა რაარის?!))
მართლა მაგისი ბრალი იქნება, მეტი რას დავაბრალო, თან ამ ბოლო დროს(ძირითადად გამოცდების და პრეზენტაციების პერიოდში) ნამეტანი ავიშვი, დილის 7-ზე, 8-ზე ვიძინებდი და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვეულებრივ დღეებშიც კი ოცა უნივერსიტეტი არ მაქვს რაც არ უნდა გვიან დავიძნო მაინც მეღვიძება ადრე, ადრე რა, მაგალითან ეს ბოლო კვირა 12:20 წუთზე მეღვიძება)) ზოგადად ეს ჩემთვის გვიანია, არ მიყვარს ძილში დროის ხარჯვა, მაგრამ როცა დილის 7-ზე დაიძნება მერე აღარ გამოდის დიდი ხანი. მოკლ'ედ. შერლოკის ყურება დავიწყე, ნეტა ეგ არ მექნა! უმაგრესობაა! ბენედიქტიც ძაან საყვარელია და ყველა საერთოდ, არ მექნა იმიტო ო დღეს ბოლო სერიას ვნახავ და მერე უცადე როდის გამოვა -_- მაგიტომ არ მიყვცარს სერიალები, სასოწარკვეთილ დიასახლისებზეც კი ვიტანჯებოდი როდის გამოვა მეთქი და ამაზე წარმომიდგენია(რა შედარებაა, მაგრამ მაინც). ბორჯომში უნდა წავსულიყავით ხვალ მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვეღარ მივდივარ, იმედია ბაკურიანში მაინც წავალ პარასკევს ან შაბათს.დანარჩენი ყველაფერი კარგად მიდის, დღეს მე ანიმ და ჩემმა ბიჭმა ბევრი ვისეირნეთ, კი გამოვიდა მშვენიერი ამინდი ისე, ვილაპარაკეთ და ვიმაიმუნეთ )) კარგი იყო მოკლედ, მიყვარს 2ივე :3 ))
გუშინ ბეგბედერის ამონარიდებს ვკითხულობდი რაღაც წიგნებიდან, - "ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან"-ო, მართალია არადა ეს კაცი, რას ერჩით?)) მე 99 ფრანკი მიყვარს, ძალიან, მეტი არ მაქვს წაკითხული მაგისი არაფერი, ფილმიც მშვენიერია, არ მოსწონს ბევრს, ვიცი...
სულ მგონია რომ დიდ პოსტებს ვწერ-ხოლმე )) ანუ ვფიქრობ რაარის ამდენი წერა-მეთქი, მერე ვხვდები რო სისულელეა, ანუ სულაც არაა დიდი, არც პატარა, ალბათ იმხელაა რამხელაც უნდა იყოს ^^
წავედი ეხა მე, ვუყურო შელოკის ბოლო სერიას :შ
მომავალ წაკითხვამდე ^^

კიწი 

2 comments:

  1. ძალიან საყვარლად და სასაცილოდ წერ :))) სულ მინდოდა, მეთქვა და აჰა, ვთქვი! :P

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა მადლობა ^_^ მახარებსხოლმე თქვენი კომენტარები :3

      Delete