Wednesday, 27 August 2014

გამიმა რთლა ))

ხოდა ესეიგი რახდება ;)) მე და ანანომ გუშინ ვნახეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარი და კლასელი ნინო, რომელიც სკოლის დამთავრების მერე სტიპენდიით წავიდა გერმანიაში და იქ სწავლობს, მე სუ ვამბობდი ძაან ჭკვიანი გოგოამეთქი, მართლა ეგრეა :3 და საყვარელი. ხოდა შარშანაც იყო ჩამოსული, ვნახეთ ზღვაზე, მერე 2-ჯერ რო ჩამოვიდა მოგვწერა, ეხა იაპონიაში ქონდა გაცვლითი სემესტრი დაფინანსებული და 1 კვირა აქ გამოუშვეს სტაჟირებიდან მივლინებაში ))) ხოდა ვისხედით გუშინ "ამო რამე"-ში, ვსვამდით ცივყავას, როგორც ყველა ანანოს ნახვისას ეხაც ნახევარი საათის ჩამოსული ვიყავი სიონიდან და სახე არ მქონდა )) ჩემი გოგოები ბათუმში წავიდნენ 3 დღეა, ანანოც მიდის ხვალ და ნინო მეკითხება რატო არ მიდიხარო? 3-დღეში მივფინავმეთქი, სადო? გერმანიაში, ჰაიდელბერგში-მეთქი და უცებ სახე შეეცვალა )) 1-ელიდან 3 სექტემბრამდე მანდ ვარ, მეგობართან ჩავდივარო )) არადა ბრემენში ცხოვრობს, იიიიისე გამიხარდა, ადამიანი მენატრება და აქ ვერ ვხედავ წესიერად, გერმანიაში კიდე 2 კვირა ჩავდივარ და იქ ვნახავ )) შოკში ვიყავით 2-ვე, დაგათვალიერებინებ ყველაფერსო, ძაალიან მაგარი ქალაქიაო, ყველაზე მეტად მანდ ვისვენებო, 4 დღეში დაათვალიერებო )) მართლა ბათუმზე ოდნავ დიდია :3 კიდევ რაღაც რჩევებიც მომცა, მოკლედ ძაან გამიხარ და და გამიმარ თლა ))
აი ასეც ხდება
წავედი ეხა დავლიო ატმის ცივი კომპოტი,
კიწი ^^

No comments:

Post a Comment