Friday 26 December 2014

hmM

  1. ამ ბოლო დროს ჩემი და ბლოგის ურთიერთობა რაღაც ესე მიდის–ხოლმე, მინდა დაწერა, შემოვდივარ, ვათვალიერებ პოსტებს, გავდივარ, მეზარება, მერე ისევ ვფიქრობ დამეწერა–მეთქი)) რა მაგისი პასუხია და ერნესტ ჰემინგუეის ისეთი რაღაც უთქვამს რაშიც მე, გაგიკვირდებათ და, ვეთანხმები –  About morals, I know only what is moral is what you feel good after and what is immoral is what you feel bad after”   რა შუაში იყო ეხა ეს? რავიცი შემხვდა წეღან თამბლერზე და მგონია რო მართლა ეგრეა რა, ხვალისთვის ბიუჯეტი მაქვს ჩასაბარებელი, წელს ვამთავრებ და ველოდები შემდეგ წელს მოუთმენლად, იმიტო რო თუ არ მგონია, მინდა მაინც რო ბევრად უკეთესი წელი იყოს, ამასაც როგორ დავარქვა რო ცუდი იყო, არ იყო ცუდი, მაგრამ უკეთესიც შეიძებოდა, მართლა. ხოდა ზურგი და კისერი მაქვს დაჭიმული, არადა კომპშ უნდა წვაიკითხო, თან ნაწერეა გადაღებული ფოტო და მოკლეედ )) ხვალ ჩემი სააგენტოს დაბ.დღეა "წიფანი"–ში, დღეს დამპატიჟეს, მეზარება ცოტა მარა თან იმედია გავერთობი, მოკლედ ვნახოთ რა იქნება და მაგის მიხედვით რა, 11 –ის २० წუთია ჯერ და ყველაფერი გენიალურადაა :) ახალ წელს ჯერ არ ვიცი სად წავალთ, ჯერ–მეთქი ისე ვამბობ თითქოს 4 დღეზე მეტი იყოს დარჩენილი, ახალი წელიც მეზარება რაღაცნაირად თითქოს, რიიარი რია?! მარა ვცდილობ ჩემი თავი მაინც გავირთო, რამდენად გამომდის ეგ მეორე საქმეა, ისე გამომდის პრინციპში)) საკუთარი თავის კამპანია მიყვარსხოლმე, ისეთი ადამიანი ვარ რომელიც ხალხმრავლობაზეც გიჟდება და შეულია კაფეში მარტომაც იაროს :) თან თამბლერს ვათვალიერებ და ისე ვწერ, არადა სუ ჩქარამიყვარსხოლმე ბლოგზე წერა, მარა ეხა მონატრებული მაქვს აქაურობა და ალბათ მაგისი ბრალია, თან ვფიქრობ მოვყვე რაღაცები რო მერე გამახსენდეს და გამიხარდეს, მემგონი ერთადერთი ბლოგერი ვარ ომელიც პოსტებს არ "დრაფტავს" არ ამზადებს და გამოქვეყნებამდე არ ამოწმებს, რა ვქნა, არ შემიძლია მერე რაღა დღიური იქნება ^^ გუშინ მთაწმინდის პარკში ავედი "კუკუშკით", ცხოვრებაში პირველად, ჩაფიქრება დამავიწყდა ;)) ღამე იყო უკვე, ლამაზია ღამის თბილისი, ნეტა დღისითაც ეგეთი ლამაზი იყო, როგორიც ღამით ჩანს და რო იმალებახოლმე რაღაც ცუდობები. რატო მოვიწყინე ეხა უცებ? რაღაცნაირად ვიწყენხოლმე ხანდახან, აი ესე, უცებ და თავისით. მერე ვცდილობ ისევ კარგ ხასიათზე დავდგე, მგონიახოლმე რო რაც ყველაზე ძაან მინდა მაინცდამაინც ის არ გამოვა, არადა ახლო წარსულში რაღაც ძაან ოპტიმისტი გოგო ვიყავი :)) ვიზრდებით ხო და რას ვიზამთ ეხა, მომენატრა აი იცი როგორ ბოდიალი? მიმართულების გრეშე, კაგად რო თბილა და სადაც ფეხები წაგიყვანენ თავისით იქით რო წახვალ, მერე რო გაჩერდები და გემრიელ ნაყინს რო შეჭამ, ან ყავას რო დალევ, აი ისეთ ყავას მთელი დღე რო მიგყვება თავისი გემოთი და ენერგიით. ხანდახან მგონია რო რაც მაწუხებს იმაე ფიქრი მეზარება–ხოლმე, იმიტო რო არ მიყვარს ცუდ ხასიათზე ყოფნა და ვცდილობხოლმე რო არ ვიფიქრო, მარა შინაგანად ხო მაწუხებს მაინც თავისით, ან რო ვწერ თავისით მეწერინება და მეწუწკუნება–ხოლმე, როგორც ეხა. ალბათ ეგეც არის ერთ–ერთი მიზეზი ჩემი და ბლოგის ბოლოდროინდელი დამოკიდებულებისა :)) პრინციპში ზამთარმაც იცის რა. კაი წავედი, მეყო ალბათ, იმედია მალე დავწერ ისეთ რაღაცებს რისი წაკითხვაც მერე გამახარებს, ეხა წავალ ბიუჯეტს წავიკითხავ
კიწი ^^ 

2 comments:

  1. უი, უი, ეს რა უთქვამს ამ ჰემინგუეის. რომელიმე წიგნში აქვს ეგ ფრაზა თუ ისე? მე არ ვეთანხმები, ბუნებრივია. ვიღაცას შეიძლება სხვების წყენინება, გულისტკენა და უარესი, ვიღაცის მოკვლა აბედნიერებდეს და ეს როგორ გამოდის მორალური? :-(

    ReplyDelete
    Replies
    1. მე მგონია რო მაგაში ის იგულისხმა, მორალი ყველასთვის ინდივიდუალური ამბავიაო :) თორე შენ რამხრივაც ამბობ მაგაში გეთანხმები, თავისთავად

      Delete