პირველი პოსტი ჩემი ახალი აიფონიდან :)) აქამდე ბლოგსპოტის აპლიკაციაც კი არ მქონია ტელეფონში, არვიცი რატო, ალბათ იმიტო რო ქართული შრიფტი არ მქონდა. ხოდა მამიკომ მაჩუქა 31-ში ტელეფონი, ვაფშე არ ველოდებოდი, ძველი მენატრრბა, რა უმადური ვარ)) ჩემ ძმას მივეცი ძვველი და ჭკუაზე არაა. დღეს ჩემი თიკოს დაბ.დღეა და კიდე ჩემი ექსის:)) აღარც მახსოვდა და წეღან გამახსენდა უცებ. რა ჩქარა გადის დრო, ამისი დედაც, ჯეკ! რაღაც ფილმი გადის ტვ-ში ჯულიეტ ბინოში თამაშობს, მამსგავსებენ ჯულიეტს მე კი ძალიან მიყვარს მარა მგონია რო არ ვგავარ)) რო იცინი გავხარო, რავიცი. ხოდა გილოცავთ ამ ახალ დაწყებულ წელსაც, პირველი დღე კი დავიწყე ტირილით და)) არადა მეგონა რა კაი წელი მოვიდამეთქი, მერე მოვიწამლე თუ რა ჯანდაბა არ ვიცი, მთელი პირველი იანვარი გული მერეოდა ))) გუშინ ვჭამე პირველად გოზინაყი, მეშინოდა მანამდე ცუდად არ გავხდე-მეთქი, ხოდა ოცნებების ასრულებას გისურვებთ ყველას! მინდა, მართლა მინდა და ჩემთვისაც იმედია ეგეთი წელი იქნება! ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ როცა მე ვინც ძაან მიყვარს ისინი არიან ბედნიერები ❤️ და საერთოდაც მინდა ყველანი ბედნიერები ვიყოთ, რატომაც არა. კიდე მივხვდი რო ადამიანს რაც უფრო თავზე ყვები და რაც უფრო ცდილობ თვითონ პირიქით შვება. როგორ არ მიყვარს ადამიანების ეგ თვისება რა, არ მიყვარს და არ მესმის თან, პირიქით არ ჯობია? როცა თბილად გექცევა ადამიანი შეირგე რა, ძირითადად ეგრეა, ერთ კონკრეტულ ადამიანზე არ ვამბობ, ზოგადად ეგრეა და ძაან მწყდება გული)) მარა არაუშავს, ეგრე იმდენ რამეზე მწყდება გული და იმდენი რამე მიმაქ გულთან ახლოს რო ეგრეც არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება, რა შუაში იყო ეხა ესენი მარა მომინდა მეთქვა
მოკ'ლედ, 'ვათევერ' ))) წავედი ეხა, წავედი, ვიბანაო და მივხედო მერე საქმეებს
კიწი ^^
ბედნიერი შობა და მშვიდობიანორიათასთხუთმეტი :)
ReplyDeleteრაღაც ისეთი წელი მინდა თავს, რომ გადამყვეს და მეც დავუფასო და როგორც შენ ამბობ შევირგო, როცა თბილად მომექცევა ადამიანი.
დღეს შობაა და ნატვრები სრულდება. შენც ყველა ნატვრის ასრულებას გისურვებ!
ძალიან დიდი მადლობა ^^ ყველაზე მაგარია მთელი გული რო გინდა რაღაც და გისრლდება :3 აგვისრულდება აუცილებლად! <3 მეც იგივეს გისურვებ
Delete