Thursday 13 October 2016

#მარტივიკითხვები

ყველაზე მეტად მეზიზღება ჩემი მეგობრები რო ცუდ ხასიათზე არიან, აი ვერ ვიტან, მართლა, უზომოდ მოქმედებს, იმაზე მეტად მოქმედებს ჩემზე ვიდრე ახალგაღვიძებულზე მზისარდანახვა და ვინც კაგად მიცნობს იცის ჩემთვის მზიანი ამინდი რასაც ნიშნავს.


თუმცა რაღაცნაირად მაგასაც მივეჩვიე, ჩამოფარებული მუქი ჟალუზის თუ ფარდის გადამკიდე... 
ამას კი ვერ ვეჩვევი, არ ვიცი როგორ შეიძლება სხვისი ცუდი ხასიათი ადამიან ესე გაწუხებდეს.

მახსოვს აბრაამი(რომელის ჩემი ფრანგი მეგობარია, ენის კურსებზე ვიყავით ერთად) ერთხელ რაღაცნაირად ცუდად იყო, აი რო გრძნობ უბრალოდ რო რაღაცნაირად ვერაა ადამიანი, თან ეგეთ დროს 700 რამის კითხვა არ მიყვარსხოლმეზ ისედაც მგონია ხანდახან რომ
მილიარდ კითხვას ვსვამ, მერე კიდე ზოგი მეუბნება რა ცოტას ლაპარაკობო და მეცინებახოლმრ
გულში, რო შეიძლება რამდენსაც მე ვლაპარაკობ მაგას ვინმესთვის ცოტა ლაპარაკი ერქვას. 

ხოდა არვიცი, ესე შემომაწვებახოლმე სხვისი სევდის სევდა. 
რა საინტერესოა ნეტა სხვა ჩემს მეგობრებსაც თუ აქვთ ეგეთი განცდა ჩემს მიმართ? 
მგონია ორს, ან ჰა ჰა მაქსიმუმ ოთხს. 

მარა ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ
არ მიკითხავს რომ მიმაჩნია რომ უნდა ჰქონდეთ. 
უბრალოდ დამაინტერესა, მარა არის-ხოლმე, რაღაცნაირად, ჩვენს ცხოვრებაში პასუხგაუცემელი საინტერესო კითხვები,
რომლის დასმასაც რაღაცნაირად არც ვჩქარობთ და არც ვცდილობთ. ხანდახან მგონია იმიტომ რომ გვირჩევნია მაგ კითხვებზე პასუხები საერთოდ არ ვიცოდეთ-ხოლმე ... :) 
ალბათ ჯობიაკიდევ, არ ვიცი... 

საერთოდ როცა მეკითხებიან როგორ ხარო, ყოველთვის ვპასუხობ რომ
ძალიან კარგად-მეთქი.  მაიკის დედამ იცოდა ხოლმე -"mir gets immer Gut"-ო, მარა როგორ შეიძლება ადამიანი "immer Gut" ანუ ყოველთვის კარგად იყო?! ნუ, თუ ცოტათი მაინც შერჩენილი გაქვს რაღაც სიჭკვიანისა არ შეიძლება, სავარაუდოდ.

ხოდა ყოველთვის როცა მეკითხებიან როგორ ხარო, მეც კარგად მეთქი ვპასუხობ. მაგრამ არსებობენ გარკვეული ადამიანები რომლებსაც მართლა ვეუბნები როგორ ვგრძნობხოლმე თავს, იმ მომენტში, რა ნიშნით ვარჩევ არ ვიცი...) 
ალბათ იმ ნიშნით რომ ვგრძნობ მართლა ისეთივე გულით მეკითხებიან -როგორ ვარ-  როგორითაც მე ვეკითხებიხოლმე ჩემს მეგობრებს. 
მაგ დროს მიჩნდება სურვილი რომ მართლა ჩვეულებრივად გავთქვა ის რასაც ვგრძნობ და როგორც ვარ და ვაკეთებკიდეცხოლმე. 

თუმცა სიმართლე რომ ითქვას მაგიტომ მაქვს ეს დღიურიც რომ ადამიანებისთვის მაგის პირდაპირ თქმის სურვილი არცთუისე ხშირად მიჩნდება. 

ახლაც ვიცი რომ ერთი ჩემი მეგობარი ცუდ ხასიათზეა და არ მასვენებს რაღაცნაირად. ვერ ვიტან ამ შეგრძნებას, ეს ხდებახოლმე სრულიად ინტუიციურ დონეზე, აბრაამიც მაგაზე გამახსენდა, მიუხედავად მოწერილი ბევრი სმაილის ან სულაც არლაპარაკისა. 
არვიცი, აი რაღაცნაირად ვხვდებიხოლმე და ისე ზოგადადაც მეშინია ჩემი წინათგრძნობების.

ვიცოდი აქამდე ყველაფერიც: 
ბილეთების ყიდვის მომენტში ვიცოდი რომ სამუშაო ვიზას არ მომცემდნენ, მაგრამ თავს ვაჯერებდი ეგრე არ იყო...
გასაუბრების მერე ვიცოდი რომ გერმანიაში მაგისტრატურაზე 25 მისაღები ადგილიდან ერთ-ერთი ჩემი იქნებოდა, აი ზუსტად ვიცოდი, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, ეგრე არ არის-მეთქი. 
ისიც ვიცოდი რომ თუნდაც სტიპენდიის უქონლობის გამო ჩემს ოცნებაზე უარის თქმა მომიწევდა. 

ისიც ვიცოდი რომ ე.წ "reading"-ში ერთი ქულით ნაკლებს ავიღებდი ვიდრე მინდოდა. 

პაესტკებში წასვლამდე ისიც ვიცოდი სად გავატარებდი კარგ და სად ნაკლებად კარგ დროს. 

ისიც ვიცოდი რომ გერმანიაში ყოფნა ყველაფერზე მეტად გამიჭირდებოდა,

ისიც ვიცი რომ ახლა ყველაფერზე მეტად მენატრება თბილისი და 3 თვის მერე ისევ მომენატრება გერმანია, ოღონდ სხვანაირი მონატრებით. 

ისიც ვიცი რომ თუ აქ სამუშაო არ მოვძებნე, ჩემი 9 თვიანი ვიზა არ გამოვიყენე და 2 თვეში ისევ თბილისში წავედი მაგას ვინანებ, ხო ვიცი და მინდა რომ თავს დავაჯერო რომ არაა ეგეე, არ ვიცი, ძალიან მინდა თან.

მაგრამ ის უფრო მეტად ვიცი რომ ქალაქი რომელშიც დავიბადე და გავიზარდე ყველაზე მეტად მიყვარს, მუდმივად მენატრება, მუდმივი "heimweh" მაქვს და სულ დაბრუნება მინდა. 
ისე მიყვარს რომ კულტურის მენეჯმენტის ლექციებზე რომ ვუსმენდი რას უშვებოდნენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას მინდოდა ცრემლები თვალებში უკან შემებრუნებინა, მართლა მერიდებოდა ლექციებზე ტირილი.:) 

ნუთუ შეიძლება ესე ერთდროულად გიჟდებოდე და გაღიზიანებდეს ქალაქი რომელშიც ცხოვრობ?! გიჟდებოდე ხალხის გამო და არ მოგწონდეს ისევ ხალხის გამო?! ანუ სრულიად ერთნაირი სახელი ერქვას მიზეზებს მაგრამ ძალიანნსხვადასხვანაირად?! როგორც ჩანს სრულიად შესაძლებელია...

დღეს ბავშვებს ველაპარაკე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, საერთოდ ბევრჯერ მიფიქრია რომ 21-ე საუკუნეში რომ არ დავბადებულიყავი ვერ გადავიტანდი სამშობლოსგან ამდენხნიან განშორებას, ინტერნეტიც ეგეთი რაღაცაა. ერთდროულად ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი გამოგონება...

ყველაზე კარგი იმიტომ რომ შენს საყვარელ ადამიანებთან კონტაქტს გიადვილებს, ყველაზე ცუდი იმიტომ
რომ ამდენი სიმატივისგან ტინს გიჩლუნგებს... ეს მოკლედ რომ
ვთქვა და ბევრი რომ არ ვწერო(ისედაც აქ მიყვარს აქ ბევრი წერა). 

რაღაც ეს მეორე პოსტიც ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ რას დავეძებ, აღარმგონია კიდევ ბევრი ვინმე კითხულობდეს ჩემს დღიურს და ვინც კითხულობთ იმედია დიდად არ დაგღლით... :) 

წავედი ახლა, იქნებ დამეძინოს, ხო ვიცი ხვალაც ვერ ავწევ თავს და თვალს რომ გავახელ ისევ ნაცრისფერი ცა უნდა დამხვდეს... არანაირი პესიმიზმი, ამინდის პროგნოზი ვნახე :)) 

მშვიდობიანი ღამე, 

მომავალ წაკითხვამდე 
გკოცნით 

კიწი 

1 comment: