ჩემი შეფის ოთახის კარი ყოველთვის ღიაა, ეტყობა სადღაც წაიკითხა რომ კარგი ბოსები ეგრე იქცევიანო. არვიცი რატომ, მაგრამ ისეთი ტიპია(30 წლისაა და უკვე მარკეტინგის უდიდესი დეპარტამენტის შეფია) მაგის ოთახის კარს რომ ვუყურებ ეგრე მგონია. კიდევ ნამცხვრები მოაქვსხოლმე სამსახურში და ჩვენთვის სალათის ფოთლები დედამისის ბოსტნიდან.
მეძინება! მარათლა ძალუან, გუშინ ღამის 4 საათამდე ვერ დავიძინე, უკანასკნელი სიბრძნის კბილი ამომდის და გამაწამა ისე მტკიოდა. ბოლოს წამალი დავლიე და ჩამეძინა, ოღონდ წამალი არ დამალევინო არადა... მაღვიძარა 07:36-ზე მქონდა დაყენებული. ვიფიქრე 8-ზე სამსახურში ვიქნები-მეთქი, ეს გერმანელები თუ მოდიან 7-ზე მე რა?! ზუსტად ამ ლოგიკით, 9ის ნახევარზე რო მოვდივარ-ხოლმე მიყურებენ დიდი თვალებით. სასაილოები არიან, მერე ზუსტად 10 წუთში მომიწია გამზადება, ოღონდ მართლა 10 წუთში.
აქ, ჩვენთან ცივა, 4 გრაუსი იყო გუშინწინ ღამე, მაგრამ ეს აქ ამდროს არავის უკვირს - ვუთხარი თბილისში ახლა 25 გრადუსია-მეთქი, ისევ დიდი თვალებით მიყურებდნენ, მაგრამ ზამთარში ხომ "ნამდვილი" სიცივეგაქვთო?! კი-მეთქი, მერე მოვუყევი როგორი კარგი ქვეყანა გვაქვს (რომ არ ვუვლით და ერთმანეთზე სულ ვჭორაობთ ეგ არ მითქვამს, თუმცა ჭორაობა აქ რომ იციან ეგეთი უნდა), მოვუყევი, რომ
ჩვენთან ტბაც არის, ზღვაც და სათხილამურო კურორტებიც, ეწ Wanderlust მთებიც, რომ ზაფხულში ზუსტად ისე ცხელა როგორც ზღვაზე დასვენებისთვისაა საჭირო, ზამთარში კიდე ისე თოვს როგორც თხილამურებით სრიალს უხდება...
ჩვენთან ტბაც არის, ზღვაც და სათხილამურო კურორტებიც, ეწ Wanderlust მთებიც, რომ ზაფხულში ზუსტად ისე ცხელა როგორც ზღვაზე დასვენებისთვისაა საჭირო, ზამთარში კიდე ისე თოვს როგორც თხილამურებით სრიალს უხდება...
ის აღარ მითქვამს რომ ეს ტყეები დაბინძურებულია, ხალხი რომ
ისე მარტივად ისვრის ძირს ნაგავს გეგონება ურნაში ყრისო, ის აღარ მითქვამს რომ ტრანსპორტში სულ ჭყლეტვაა, ქალაქში სულ საცობი და მეტრო კი, რომელიც ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია, სადაც გჭირდება იქ არ მიდის...
მერე ვუთხარი რომ საქართველოში სიმღერა თითქმის ყველას კარგად გამოსდის, ხალხი კი ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარეა (რაც ჩემთვის ხალდანან კითხვისნიშნისქვწშაც დამდფარა, თუმცა ცხადია ამაზეც არაფერი მითქვამს).
გუშინ ღამით, 3-ის ნახევარზე ეოცა არ მეძინებოდა ვფიქრობდი, რომ ჩვენთან წარსულში გადამხდარ ისტორიებს ყველაზე სხვანაირად ყვებიან, ანთებული თვალებით და პირზე ღიმილით, მართლა ყველაზე თბილად ყვებიან, იხსენებენ და უფრთხილდებიან საკუთარ მოგონებებს, როგორც სხვაგან არსად (ყოველშემთხვევაში მე მსგავსად, დეტალებში ღიმილიანისახით მოყოლილი ისტორიები ჯერ არ მომისმენია).
ჰო და, მე სულ მენატრება ჩემი თბილისი!..
P.S შაბათს ჯამში 26 კმ გავიარე ველოსიპედით (ამაყი ვარ:))
P.S.S გუშინ ფრაუ ანდრესთან ერთად ვიყავი, ყავაზე და ნამცხვარზე დამპატიჟა, გავისეირნეთ ტბის გარშემო, მიუხედავად იმისა რომ წვიმდა და ჩვენი ისტორიებიც გავცვალეთ, მადლობელი ვარ მართლა რომ მარტინასნაირი ადამიანები არსებობენ!
P.S.S.S :))) ეს 10.10.16-ში დავწერე ფურცელზე და აქამდე ვერ მოვიცალე რომ გადმომეტანა აქ
გკოცნით, კარგი კვირის დასაწყისი!
მომავალ წაკითხვამდე,
კიწი
No comments:
Post a Comment