Friday, 28 October 2016

#ციფრები

არ მიყვარს ადამიანებირომლებიც ძალიანსწრაფად ამოწურავენ-ხოლმე საკუთარ თავებსშორიდან ძალიან საიტერესოები ჩანანმერე მიხვალ ახლოს და... ისეთ წიგნებს მაგონებენ ყდა და აღწერა რომ აქვთ მაგარი(თუმცა მე ყიდვისას წიგნის აღწერებს არასოდეს ვკითხულობ და არცთრეილერებს ვუყურებხოლმე კინოში წასვლამდე) და აი მერე, 2-3 თავის მერე რო აღარაფერს გვანან, კიარადა ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს. რაღაცნაირად მოსაწყენიახოლმე, არვიცი ახლა რამ გამახსენა, მაგრამ ასეა...

დღეს 26 ოქტომბერია, 10:22, როგორც ყოველთვის, დღესაც 08:20-ზე სამსახურში ვიყავი, წინა კვირა 08:00-ზე მოვიდოი პატიოსნად :)))) არვიცი რა მჭირდა, მაგრამ ზუსტად 1 კვირა 07:06-ზე მეღვიძებოდა, არც იქეთ, არც აქეთ, ზუსტად 07:06-ზე, ხოდა სხვა რა გზა იყო, მივდიოდი ადრე. 

რა დებილობაა, ჩემი ისედაც არცთუდიდი ხელფასიდან რაღაც სისულელეებს მაჭრიან, მაგ. გერმანიის საპენსიო ფონდის ფულს, რომელსაც დიდი ალბათობით ვერასოდეს მივიღებ, რადგან ცხოვრებას და მითუმეტეს დაბერებას ნამდვილად არ ვაპირებ გერმანიაში. 

დანარჩენს რაც შეეხება ნორმალურად ვარ, ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ ერთად, მაგ. იმაზე პრაქტიკის მერე რა ვქნა  და ალბათ მაგაზე ვერასოდეს ჩამოვყალიბდები, ხან სწავლა მინდა აქ, ხან თბილისი, ხან კურსები, ხან ცოტახნით კიდევ დარჩენა, მერე ისევ თბილისი მოკლედ პაჟივიომ უვიძიმ :))))

რა ძნელია მეგობარი თან რო არ გყავსშოპინგის პაძელნიკიც კი არ მყავს ვინც მეტყვის რომელიპალტო უფრო მიხდებაშავი თუ ნაცრისფერითუ ვერცხლისფერზოლებიანი...

მაგრამ ეგ არაფერიიქნება ყველაფერისულ მამიდაჩემი მახსენდებახოლმეჩემი მამიდაშვილი როგორ "მხიარულადგაზარდა ბნელ და ცივ(პირდაპირი გაგებით) 90-იანებშისულ ხუმრობით და სიცილით რომ - არა კაცო რადგვინდა ეს "კერასინკადა სითბოაი პლედი აიღე ნახე ხო ჯობია?! როცა იმისი ფულიც არ ქონდათ ხანდახან "კერასინკისთვისნავთი ეყიდათ. სულ ეუბნებოდა რო ყველაფერი იქნებაო და მართლაც ეგრეაზუსტად იგივეს მეუბნებოდა მეც ჩემი მამიდაშვილი ჩემს მოგზაურობებთან დაკავშირებით და მართლაც ეგრე იყოსიტყვებსძალიან დიდი ძალა აქვთ, ხანდახან იმაზე დიდიც კი ვიდრე ჩვენ ვანიჭებთ... 

ხოდა მოკლედ მეგობრებოიუმგადაგვარჩენსესეც ისე რომ იცოდეთყოველთვის ეგ მშველიმთელი ცხოვრებაათქვენც გირჩევთ))) 

წავედი ახლაგავაგრძელო ისევ მუშაობა,

გკოცნით,

თქვენი კიწი

No comments:

Post a Comment