Wednesday, 19 October 2016

#ფანჯრისაქეთ

წეღან ხელოვნურ სუნთქვას ვუყურებდი და ერთი პერსონაჟი ეუბნება მეორეს მიდი ეხა რო ატირე ის ქალი წადი და ბოდიში მოუხადეო!

მერე გამეფიქრა რო მე ვინც მატირებს ბოდიშს არასოდეს არ მიხდის! და რაღაცნაირად ძალიან სევდიანი იყო მაგისი გაფიქრება...  მაგრამ მერე ვიფიქრე რო ვერ ხედავენ, თუმცა ხო შესაძლებელია ადამიანები უბრალოდ თავისით ხვდებოდნენ რაღაცებს?!.. 

მაგრამ როგორც მურაკამი თავის წიგნში წერდა "საკუთარი თავი არასოდეს შეიცოდო ვატანაბე, თავი მხოლოდ ლაჩრებს ეცოდებათ-ო" ხოდა მე მაგითი ვიმხნევებ თავს ყოველთვის როცა დავაპირებ ჩემს თავზე რაღაც მხრივ ვიფიქრო რო "აი საწყალი მე!"

ხოდა რაც ეგ წავიკითხე სულ მჯერა რო ეგრეა, რაღაცნაირად! რა მაქვს საკუთარი თავის შესაცოდი?! 

კარგად ვარ, ჩემი საყვარელი ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან, ბედნიერიც ვარ, შეიძლება რაღაცები არ ხდება ისე მე როგორც მინდა, მაგრამ დასაწუწუნებელიც ბევრი არაფერი მაქვს... 

პ.ს ხანდახან ერთი გულიანი ტირილი შველის ბევრ რამეს, მაგრამ დღეს ვერა, მაგრად წვიმს და მაგისი დრო არაა! :) 

წავედი ახლა, იქნებ დამეძინოს, მომავალ წაკითხვამდე, 

კიწი 

2 comments:

  1. მე ჩემმა მეგობარმა მითხრა ადრე ეგ, საკუთარი თავი არ უნდა შეგეცოდოს, სისუსტის ნიშანიაო. მაშინ რაღაცნაირად გულზე მომხვდა, მაგრამ მერე დავფიქრდი და ვცდილობდი, შემესრულებინა. თუმცა, საბოლოოდ, ვერასდროს იცხოვრებ ვიღაცების დაწესებული წესებით - რომ თავი არ უნდა გეცოდებოდეს, რომ არ უნდა იტირო და თავაწეულმა იარო :) ძალიან ძნელია ეგ, შინაგანად განგრევს. ალბათ, ისევ სჯობს, შენივე თავის მიერ დაწესებული წესებით იცხოვრო, ან უბრალოდ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედო : )) როცა გეტირება, იტირო, როცა თავი გეცოდება, შეიცოდო. უბრალოდ, მუდმივი არ უნდა გახდეს ეს ყველაფერი : ))

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა აზრის გაზიარებისთვის ❤️ ხო, მაგრამ არის მომენტები, როცა რაღაცნაირად გინდა რო შენი თავი შეიცოდო იმდენად მლწყენილი ხარ და რო დაფიქრდები სინამდვილეში სულაც არაა ეგრე, არც ბევრია სანერვიულო, უბრალოდ იმ მომენტში შეიძლება შენი ხასიათის ბრალი იყოს, ან ამინდის, ან ნაცნობის, რომელიც ისე მლგესალმა რომ არ გაგიღიმა, მაგას ვგულისხმობ, თორემ ძალდატანებული ცხადია რომ არაფერი ვარგა ✨

      Delete